იუმორი

კურიოზული ისტორიული ფაქტები

№27

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 14.07, 2022 წელი

იუმორი
დაკოპირებულია

✔️ძველი სპარტას სრულფასოვან მოქალაქეებს არასდროს უმუშავიათ. საქმე იმაშია, რომ სპარტას ყოველი მოქალაქე, მისი სრულწლოვანების დღეს (25 წელი) სახელმწიფოსგან მიწის ნაკვეთს და მონებს იღებდა, მიწის დასამუშავებლად. მიწის სანაცვლოდ, მოქალაქე ვალდებული იყო, სახელმწიფოს მიერ წარმოებულ ომში მონაწილეობა მიეღო. ამასთან, სპარტაში ბავშვები სახელმწიფოს საკუთრებად ითვლებოდნენ და 7 წლის ასაკში, ისინი სამხედრო ტიპის სკოლა-ინტერნატებში მიჰყავდათ.

✔️ალექსანდრე მაკედონელი მრავალი ჯაშუშური ხრიკის ავტორი იყო, რომლებიც დღემდე გამოიყენება. მაგალითად, ის ყველა წერილს კითხულობდა, რომელსაც მისი ქვეშევრდომები ახლობლებს უგზავნიდნენ. ხოლო, ჯარისკაცებს, რომლებიც მომავალი გამარჯვებებისთვის სათანადო ენთუზიაზმს არ იჩენდნენ და საბრძოლო სულისკვეთებას არ ავლენდნენ, სიკვდილით სჯიდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი