იუმორი

ქერათმიანი ლამაზმანი და გამოცლილი ბოთლი

№51

ავტორი: ნიკა ლაშაური 23:00 29.12, 2021 წელი

დავით ქირია
დაკოპირებულია

კიგბოქსიორი დავით ქირია იხსენებს: 

„15 წლის ვიყავი. ჩვენი გუნდი მოსკოვში გამოდიოდა შეჯიბრებაზე, რომელიც მოვიგეთ. სახლში ასეთი მარშრუტით მოვდიოდით: მოსკოვიდან სოჭამდე – მატარებლით, იქიდან ფოთამდე კი – გემით. მწვრთნელიანად შვიდნი ვიყავით და ორი კუპე გვქონდა აღებული. ამ რვა ადგილში ერთ-ერთი ძალიან ლამაზ, ქერათმიან რუს გოგონას ეკავა. იმ კუპეში მოხვედრისთვის დიდი ბრძოლა გაჩაღდა. მე გვერდით კუპეში მომიწია შესვლა. იმ სამ ბედნიერს შორის ერთ-ერთი ლევანი იყო. ასაკით ბავშვი, მაგრამ დიდი კაცის შეხედულება ჰქონდა. იმ რუსმა გოგომ წვენით სავსე ბოთლი ამოიღო, რომელსაც ვერ ხსნიდა. მიაწოდა ლევანს, თან რუსულად უთხრა, გამიხსენიო. ლევანმა კი ერთი რუსული სიტყვაც არ იცოდა. იფიქრა, გამიმასპინძლდაო, მოიყუდა ბოთლი და ბოლომდე გამოსცალა. გაოგნებული გოგო უსიტყვოდ უყურებდა ლევანს.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი