იუმორი

კარვის ქალი ცოლად...

№18

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 09.05

დავით ბერძენიშვილი
დაკოპირებულია

დავით ბერძენიშვილი ჰყვება:

„ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობისას მთავრობის სასახლის წინ შვიდი კარავი იყო გაშლილი და ამ ადგილს სემიპალატინსკს ვუწოდებდით. იქ ზვიადის, ეგრეთ წოდებული, კარვის ქალები სახლობდნენ და ვაი მას, ვისაც ისინი ჩაავლებდნენ. ერთხელ რომან გოცირიძე დაიჭირეს, სესიაზე არ შეუშვეს და „ტისკავენ“: როგორ ბედავ და ჩვენს პრეზიდენტს ოპოზიციაში უდგახარო. რომანი გალში იყო გაზრდილი. მეგრული იცოდა და ქალებს მეგრულად უთხრა: რის ოპოზიციაში, რაჭველმა კაცმა ზვიადის სიყვარულით მეგრული ვისწავლეო. ამან გადაარჩინა რომანი, იმდენი კოცნეს, კინაღამ კარვის ქალი შერთეს ცოლად.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

29 მაისი – 4 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 29 მაისი – 4 ივნისი