იუმორი
გაუმარჯოს სიყვარულს!
№30
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 03.08, 2022 წელი

ტრისტან სალარიძე იხსენებს:
„ერთხელ ერთ სუფრაზე თამადა ვიყავი. დაგვიანებული მეგობარი მოვიდა და რომ დამინახა, მეუბნება: სად ხარ, შე ჩემა, სად დაიკარგე, რომ არ ჩანდიო. მეწყინა, მაგრამ არ შევიმჩნიე და სიყვარულის სადღეგრძელოს ვამბობ. თანამიმდევრულად მივყვები: მეგობრებო, ქალ-ვაჟი რომ ერთმანეთს შეიყვარებენ, მერე შეუღლდებიან, სექსუალური აქტი ექნებათ, შემდეგ მილიონობით სპერმა მოძრაობს კვერცხუჯრედის ირგვლივ და ძალიან ცოტას თუ აქვს შანსი, რომ განაყოფიერდეს – ვინც მიასწრებს, მხოლოდ იმას. მერე შემოსწრებულზე მივუთითე შეკრებილებს და ვთქვი: ხომ წარმოგიდგენიათ, ამას უკან რა გამოსირებულები მოსდევდნენ, რომ ყველას მიასწრო-მეთქი...“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან