იუმორი

განსაკუთრებული პარლამენტის სკამი

№35

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 07.09, 2021 წელი

რატი იონათამიშვილი
დაკოპირებულია

რატი იონათამიშვილი იხსენებს: ბახუტას ჰქონდა გადაცემა – „როგორია პარლამენტარის სკამში ჯდომა“.

ჩვენი ფრაქციის თავმჯდომარემ ჩემთან გამოგზავნა. როგორც შემდგომ მივხვდი, ნანახი არ ვყავდი. იმ პერიოდში კანონპროექტზე ვმუშაობდი. რომ შემოვიდა, ვერ დამინახა, რომ მაგიდასთან ეტლში ვიჯექი. მე მეგონა, რომ იცოდა ჩემი ეტლის ამბავი და ამ ცოდნით ვპასუხობ. მეკითხება: როგორია პარლამენტარის სკამში ჯდომაო და ვუპასუხე: ეს სკამი ჩემზეა მორგებული და სადაც მივდივარ, თან დამაქვს-მეთქი. პასუხმა გააკვირვა და მკითხა: როგორ, არავის სვამთ ამ სკამშიო? ვუთხარი: როდესაც სხვა სკამზე გადავჯდები ხოლმე, ხან ჩემი ძმისშვილები დააქროლებენ ამ სკამს, ხან ჩემი მეგობრები-მეთქი. ბახუტა ამ პასუხმა კიდევ უფრო გააკვირვა და ალბათ, ამ კითხვით ამთავრებდა ხოლმე თავის გადაცემას და მეუბნება: შეიძლება, მე დავჯდე თქვენს სკამზეო? როგორ არა-მეთქი და როდესაც მაგიდის წინ გამოვგორდი, მხოლოდ მაშინ მიხვდა, რაში იყო საქმე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი