იუმორი

გადამრჩენელი ძარცვა

№41

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 19.10, 2021 წელი

გივი კარტოზია
დაკოპირებულია

ერთხელ ლეგენდარული მოჭიდავის, ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონის, გივი კარტოზიას სახლში ქურდი შეპარულა. მილიციას მალევე დაუჭერია. დაურეკავთ გივისთვის, განყოფილებაში მობრძანდითო, გივიც მისულა, შეშინებული, პატარა ბიჭი დახვედრია ქურდი. უკითხავს, შვილო, თუ რამე გიჭირდა, სახლში რომ ვიყავი მაშინ რატომ არ მოხვედიო?

 

- დედა მიკვდება და წამლის ფული არ მაქვსო, - უტირია ბიჭს, არც ვიცოდი, ვის სახლში შევიპარეო.

გივის წაუყვანია მილიციის განყოფილებიდან ის ბიჭი, სახლში მიჰყოლია, მისი ავადმყოფი დედა უნახავს, სამკურნალო ფული დაუტოვებია ქალბატონის სასთუმალთან, ის ბიჭი ლამის უშვილებია და კაცად უქცევია, გზა გაუკვალავს ცხოვრებისა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი