იუმორი

ეკუთვნის, მაგრამ არ ეკუთვნის...

№36

ავტორი: „თბილისელები“ 22:30 12.09

იუმორი
დაკოპირებულია

როდესაც ქართული უნივერსიტეტი გაიხსნა, ნიკო მარს ჰქონია სურვილი, პირველი რექტორი ყოფილიყო. ჩამოსულა თბილისში. 

უნივერსიტეტის დამაარსებელთაგან ბევრი მისი ყოფილი სტუდენტი იყო და ბუნებრივია, ყველა მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა, ვინაიდან უჭირდათ, უარით გაესტუმრებინათ თავიანთი მოძღვარი. ამ უხერხულობისგან ეს ხალხი ცნობილმა პოეტმა, თბილისის კოლორიტმა, იოსებ გრიშაშვილმა იხსნა. მას საჯაროდ მიუმართავს ნიკო მარისთვის: თუ ვინმეს ეკუთვნის, რომ იყოს პირველი ქართული უნივერსიტეტის რექტორი, ეს თქვენ ბრძანდებით, მაგრამ თუ ვინმეს უარი უნდა ეთქვას ამ თანამდებობაზე, სამწუხაროდ, ესეც თქვენ ბრძანდებითო.

რა თქმა უნდა, მარმა გაიგო, რისი თქმაც სურდა პოეტს და დატოვა თბილისი. როგორც ამბობენ, ასე გადაურჩენია პოეტს პროფესურა თავის მასწავლებელთან უხერხული მდგომარეობისგან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა