იუმორი

დოდო კი არა, აბდუშაჰილი!

№3

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 17.01, 2023 წელი

დოდო აბაშიძე
დაკოპირებულია

ოთარ კობერიძე იხსენებდა: ,,ჭიდაობის სცენას ვიღებდით, როდესაც ბაში-აჩუკი და აბდუშაჰილი ხვდებიან ერთმანეთს. წინდაწინ კოწო ბადრიძემ, რომელიც იყო დამდგმელი ჭიდაობისა და ფარიკაობისა, რეპეტიცია ჩაატარა ჩვენთან. მე სწრაფად უნდა გამეკეთებინა რამდენიმე ილეთი და დოდო – აბდუშაჰილი ძირს, ზურგზე დამეცა. დოდოს ეტყობოდა, ეს სცენა არ მოსწონდა, მაგრამ რას იზამდა, სცენარში ასე ეწერა.

რეჟისორმა გადაღების ბრძანება გასცა, აპარატი ჩაირთო. ხალხიც აჩოჩქოლდა. გამოვიდა წრეში აბდუშაჰილი, გამოვვარდი მე… შევერკინეთ ერთმანეთს. რამდენიმე ილეთმა აბდუშაჰილთან, სანამ ძირს დავცემდი, ნორმალურად ჩაიარა, მაგრამ, როდესაც უნდა წამომეკიდა ზურგზე და ძირს დამეცა, დოდომ წინააღმდეგობა გამიწია. რომ ვერაფრით შევძელი მისი ზურგზე წამოკიდება, ბატონმა ლეომ (ესაკია) შეწყვეტა გადაღება.

მე დოდოს ჩავჩურჩულე:

– რატომ არ წაიქეცი, დოდო?

– წამაქციე და წავიქცევი.

– მერე წამომყევი.

– ჰო, წამოგყვები.

მეორედაც იგივე გამეორდა, ვერაფრით წამოვაგდე ზურგზე, არ წამომყვა. ისევ შეაჩერა ბატონმა ლეომ გადაღება.

– დოდო, შენ ნუ წაიქცევი, აბდუშაჰილი წაიქცეს! – ჩასჩურჩულა დოდოს.

– საღამოს თეთრ დუქანში პურმარილი მოდის?

– მოდის! – ჩურჩულითვე ვუპასუხე.

მესამე დუბლზე დოდომ ძალადობის გარეშე ჩამატარებინა ილეთი და ზურგზე ისე დაენარცხა, ძლივს წამოვაყენე.

მეორე დღეს კარგადაც ვიქეიფეთ“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი