იუმორი

დიდებული სომელიე

№45

ავტორი: „თბილისელები“ 11:00 16.11

იუმორი, სხვადასხვა
დაკოპირებულია

ღვინის საწყობში ღვინის დეგუსტატორი გარდაიცვალა და მენეჯერმა ახალი დეგუსტატორის ძებნა დაიწყო.

გასაუბრებაზე მივიდა მოუწესრიგებელი, დასაბანი მთვრალი მოხუცი.

მენეჯერს უნდოდა რამენაირად მოეშორებინა იგი და მოხუცს გასასინჯად ერთი ჭიქა ღვინო მისცეს.

მოხუცმა ღვინო დააგემოვნა და თქვა:

- ეს არის ჩრდილოეთის რეგიონში მოკრეფილი ყურძნისგან დამზადებული სამწლიანი მუსკატი, რომელიც ფოლადის კასრშია დაძველებული. ეს არის დაბალი ხარისხის ღვინო.

მართალია, თქვა უფროსმა და კიდევ ერთი სხვა ღვინო მოითხოვა მოხუცისთვის...

- ეს არის რვა წლის კაბერნე, შეგროვებული სამხრეთ რეგიონის მთებში, დაძველებულია ამერიკულ მუხის კასრებში რვა გრადუს ტემპერატურაზე. მას კიდევ სამი წელი სჭირდება უმაღლესი ხარისხის მისაღწევად.

- აბსოლუტურად სწორია. მესამე ჭიქა.

„ეს არის შამპანური, დამზადებული მაღალი ხარისხის და ექსკლუზიური პინო ბლანის ყურძნისგან“, - მშვიდად თქვა მთვრალმა.

დირექტორი ვერ იჯერებდა მის ცოდნას, მდივანს თვალი ჩაუკრა და რაღაც გადაულაპარაკა. მდივანი ოთახიდან გავიდა და ჭიქა შარდით დაბრუნდა.

მოხუცმა გასინჯა და თქვა:

- ქერა, 26 წლის, ჯანმრთელი, სამი თვის ორსული.... სამუშაოს თუ არ მომცემთ, ვიტყვი მამა ვინ არის....

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა