იუმორი

დაპირებული ცოლი

№28

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 20.07, 2022 წელი

დათო როსტომაშვილი
დაკოპირებულია

დათო როსტომაშვილი ჰყვება: 

„ბაღში მასწავლებელი მიყვარდა. მე კი ჩემს ჯგუფელ მანანას ვუყვარდი. მასწავლებელი გათხოვდა და გადავირიე – შეყვარებული გამითხოვდა-მეთქი. ამ მანანამ კი, ეჭვიანობის ნიადაგზე, სკამი იმ დროს გამომაცალა, როცა ფანჯრიდან ვიყურებოდი. გადავვარდი, მაგრამ გადავრჩი, ბუჩქებში ჩავვარდი და მხოლოდ ლოყა დავიზიანე. ჩემი მასწავლებელი კი თავის მეუღლესთან ერთად მოვიდა ჩემს სანახავად. ის კაცი გარეგნულადაც კარგი შესახედავი იყო და იუმორიც კარგი ჰქონდა. საწოლთან დამიჯდა და ჩუმად მითხრა: მოდი, ეს ჩემი ცოლი მე დამითმე და გოგო რომ მეყოლება, იმას გაგატან ცოლადო...“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი