იუმორი

დაკერებული „სამოსელი“

№30

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 04.08

რევაზ ინანიშვილი
დაკოპირებულია

რევაზ ინანიშვილის მოგონებებიდან:

„ერთხელ გურამ დოჩანაშვილს ახალი შარვალი უყიდეს. ძალიან კარგი შარვალი იყო მაუდისა, მაგრამ გურამმა არ ჩაიცვა. - არაო, არ ჩავიცმევო. არც ამბობდა, რატომ. იკოხებოდა და შარვლის დანახვაც არ უნდოდა, არადა ძველი ძალიან შელახული იყო. ბოლოს როგორც იქნა დედას გაუტყდა. - ჩემს ამხანაგებს ყველას საკერებელდადებული შარვლები აცვიათ, მეც საკერებელი დამიდეთ და მაშინ ჩავიცმევო. დედა მიუხვდა გურამს, ადგა, ხელუხლებელ უკანებზე საკერებლები დაუდო. მაინც დაენანა ახალი შარვლის ამოჭრა. გურამმა რომ ნახა, ისევ იუარა. - მაინც არ ჩავიცმევო. ამოჭერი და ისე დაადე საკერებლებიო. დედა იძულებული გახდა, ამოეჭრა და ისე დაედო საკერებლები, თანაც ოდნავ სხვა ფერის, მაშინ კი ჩაიცვა გურამმა. გამოვიდა გარეთ, მოფარებულში მიდგა, მიჭმუჭ-მოჭმუჭნა, მიწიანი ხელიც გაუსვა და ისე გაიქცა ამხანაგებთან.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

13 -19 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

ნუგზარ კვაშალი

რატომ ვერ გაიხსნა 49 წლის განმავლობაში ნუგზარ კვაშ...