იუმორი

ბრძენი მეიგავე

№32

ავტორი: „თბილისელები“ 21:00 17.08, 2024 წელი

იუმორი, სხვადასხვა
დაკოპირებულია

გადმოცემის თანახმად, ცნობილი მეიგავე ეზოპე კოჭლი მონა ყოფილა. ერთხელ მას პატრონმა დაავალა წადი და ნახე, აბანოში ბევრი ხალხი არის თუ არაო. ადგილზე მისულმა ეზოპემ შესასვლელში დაგდებულ დიდ ქვას მოჰკრა თვალი, რომელსაც აბანოში შემსვლელ-გამომსვლელნი ფეხს წამოჰკრავდნენ ხოლმე და წყევლა-კრულვით იკლებდნენ იქაურობას.

მხოლოდ ერთმა მათგანმა შეიწუხა თავი და ქვა გზიდან გადააგორა. როდესაც ეზოპე პატრონთან დაბრუნდა მან უთხრა: აბანოში მხოლოდ ერთი ადამიანი არისო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №2

13-19 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა