იუმორი

არსაკიძის მარჯვენა

№32

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 17.08, 2022 წელი

თენგიზ არჩვაძე
დაკოპირებულია

სვეტიცხოვლის აღმშენებლის, კონსტანტინე არსაკიძის როლის ბრწყინვალედ შესრულების შემდეგ, უკვე საქვეყნოდ აღიარებული მსახიობი ბატონი თენგიზ არჩვაძე მცხეთაში, ბიზნესმენ ელგუჯა ბუბუტეიშვილთან სტუმრობდა. სუფრაზე საპატიო სტუმარს ღვინით სავსე ყანწი მიართვეს, რომელიც მარცხენა ხელით ჩამოართვა მასპინძელს. შემდეგ სუფრის წევრებს გადახედა და თქვა:

„ბოდიშს გიხდით, ყანწი მარცხენა ხელით მიჭირავს, რა ვქნა, მარჯვენა სვეტიცხოველში დავტოვე…“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი