იუმორი

არყის წვიმა

№1

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 12.01, 2021 წელი

ბესო ბერულაშვილი
დაკოპირებულია

😊
ბესო ბერულაშვილი ჰყვება: 

მოხევეებს ერთი კოლორიტი ჰყავდათ, სერგი (სერგო ერქვა და მოხეურად სერგის ეძახდნენ). ყაზბეგში წვიმს და ეს სერგი ერთ ბუნკერშია შეყუჟული. ამ დროს უნდა „ჩაუფინო“ (დალიო, მაგრამ არც დასალევია და არც მისი „ბიძაშვილი“ (ზაკუსკა). წვიმა კი ძლიერდება და ბუნკერის თავზე მიმაგრებული მილიდან წვიმის სქელი ჭავლი ასხამს. მოკლედ ერთ-ერთი მოხევე ამ ჭავლს მისჩერებია და სერგის ეუბნება:
– სერგი, არ გინდა, რომ წყლის მაგივრად არაყი მოდიოდეს და უკან ხინკალი მოჰყვებოდესო?
– არაყი მინდა, მაგრამ ხინკალი არაო, – უპასუხა სერგიმ.
– რათაო? – იკითხა სერგის მეგობარმა.
– იმათა, რომ ხინკალი გაიჭედება და არაყიც აღარ წამოვაო, – მიუგო სერგიმ მეგობარს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი