ანეკდოტი
ავტორი: „თბილისელები“ 22:00 02.02, 2023 წელი

მიხო სამსახურიდან შინ დაბრუნდა და შენიშნა, რომ მარნის კარი ღია იყო. ყური მიუგდო და მიხვდა, რომ ქურდები შესულიყვნენ და ღვინოს იპარავდნენ. მაშინვე პატრულში დარეკა:
– ჯოუ, ჩემ მარანში ქურდები არიან, ღვინოსა მპარავენ და დროზე მოდითო.
– არც ერთი საპატრულო ბრიგადა არაა თავისუფალი, ყველა გამოძახებაზეა გასული და როგორც კი გათავისუფლდება, მაშინვე გამოვგზავნით, 1-2 საათი კი იქნებ თავად დააკავო ქურდებიო, – უპასუხა მორიგემ.
მიხომ 5 წუთი მოიცადა და ისევ გადარეკა:
– იგრევ მე ვარ, რახან თქვენ არ გეცალათ, ავდექი და სამივე ქურდი ჩავცხრილე, მა ღვინოი ხო არ გავავერანებდი, რო მაიცლით, სასწრაფოც გამამიგზავნეთ, ტრუპები რო გაიტანონო...
2 წუთში 10 ეკიპაჟი მიგრიალდა მიხოს სახლთან, ატყდა ერთი ამბავი და მარანში მყოფი ქურდებიც დააკავეს.
– მიხო, აკი სამი ტრუპი გყავდა სახლში, მოგვატყუეო? – მიუბრუნდა პატრულის უფროსი.
– დედითქვენისამ, თქვენც არა გყამდათ თავისუფალი ეკიპაჟი...
სიახლეები ამავე კატეგორიიდან