იუმორი

ანეკდოტები

№36

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 13.09

იუმორი
დაკოპირებულია

მაროსთან შემოვა მეზობელი ქალი: ამაღამ თქვენთან დავრჩები, შეიძლება?

- რატო? - შეეკითხება მარო.

– რა ვიცი, ქმარს ვუთხარი, გღალატობო და გამომაგდო.

მარო გახედავს დამცინავად და … -სულელი ყოფილხარ, მე ჩემ მიხოს მიტოსთანაც ვღალატობ, შაქროსთანაც, ვანოსთანაც, მაგრამ კი არ ვეუბნები … ამ დროს მიხო საძინებლიდან გამოსძახებს:

- მეტყვი და დედასაც გიტირებ?!

* * *

კახელი ჩავა გურიაში. გურული დატრიალდება, გაშლის სუფრას და ერთი ჭიქა ღვინის მერე კახელს ეკითხება:

- ა, რაფერია? ხომაა კანფეტივით? - კახელი არაფერს ამბობს.

დალევენ მეორე ჭიქას და კიდევ ეკითხება:

- რაფერია? ხომაა კამფეტივით? - კახელი მოჭყანული სახით გახედავს

და ამოილუღლუღებს:

- ჩა.....ი ვიყო შენ თუ კანფეტი გასინჯული გქონდეს!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

გიორგი ხიზანიშვილი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...