იუმორი
ანეკდოტები
№6
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 20.02, 2021 წელი
😄
– ისე, თინა, ორი წელია, რაც ერთად ვართ და ჩვენი შვილი სამის რატომაა?
– მალე იზრდება და იმიტომ.
😄
გურული დასტირის მეგობარს:
– ეს რა მოგსვლია, შე საწყალო, არა და ერთი კვირის წინ რომ გნახე, რა კარგად იყავიიიიი...
მიცვალებულის ცოლი:
– არ იყო კარგად, არააააააა
- გუშინწინაც არაფერი გეტყობოდა სასიკვდილო, კარგად იყავიიიი...
ცოლი: არ იყო კარგად არაააააა...
– გუშინაც ჯოკერს რომ ვთამაშობდით, ისე კარგად იყავიიიი...
ცოლი: არ იყო კარგად არაააააა...
გურული: ე ქალო, მაცალე ტირილი, რაცხა იყო ამას ხო ჯობდა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან