იუმორი

ალექსანდრე დიდის ანდერძი

№34

ავტორი: „თბილისელები“ 11:00 01.09

იუმორი
დაკოპირებულია

სიკვდილის სარეცელზე მწოლიარე ალექსანდრე დიდს შეეკითხნენ, თუ ვის ანდობდა ის თავის უზარმაზარ იმპერიის მართვას, რამდენადაც მისი ერთადერთი კანონიერი ვაჟიშვილი იმ დროს სრულიად პატარა იყო. პასუხი ასეთი იყო: „ყველაზე ძლიერს“.

ბერძნულად ეს ჟღერდა, როგორც „კრატერი“. ალექსანდრე მაკედონელთან ყველაზე დაახლოებულ პირთაგან ერთ-ერთი იყო მხედართმთავარი, სახელად კრატერი, რომელსაც უცილობლად ენდობოდა ყველაფერში. მაკედონელის წარმოთქმული სიტყვა საფუძველს იძლეოდა, ჩაეთვალათ, რომ მომაკვდავ მეფეს სურდა, რომ სწორედ ეს მხედართმთავარი ყოფილიყო მისი მემკვიდრე. მაგრამ რამდენადაც კრატერი ალექსანდრეს სიცოცხლის ბოლო წუთებს არ ესწრებოდა, კითხვის პასუხად გაიგეს ის, რისი გაგებაც სურდათ. შედეგად ამას მოჰყვა ომი, რამაც მაკედონელის უზარმაზარი იმპერიის მრავალ სამეფოდ დაშლა გამოიწვია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

9-16 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა