იუმორი
აკაკის ექსპრომტი
№31
ავტორი: „თბილისელები“ 13:00 10.08
1900 წელს მიტროფანე ლაღიძემ ქუთაისში გახსნა გამაგრილებელი სასმელების მწარმოებელი მცირე ზომის ქარხანა.
გახსნის ღონისძიებაზე აკაკი წერეთელმა მიტროფანე ლაღიძის უალკოჰოლო სასმელებს ექსპრომტად ლექსი მიუძღვნა:
სასმელების მეტოქე ვარ,
ღვინის, ლუდის, წყლის და რძისა –
ხილეულთა ესენცია
მიტროფანე ლაღიძისა.
გემოცა მაქვს, სუნიცა მაქვს,
გთხოვთ, ორივე გამისინჯოთ,
თორემ ისე რად მინდიხართ,
მოხვიდეთ და გადიბრინჯოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან