იუმორი

***

№23

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 18.06, 2022 წელი

იუმორი, სხვადასხვა
დაკოპირებულია

„ოქროსყანელი ვარ მენახშირე,

ვირით თბილისში სვლა დავახშირე,

ჩემს შეძახილებს ისმენს გზა ხშირი:

„აბა, ნახშირი! კაი ნახშირი!“

მეც ავიკიდე, ვირსაც ავკიდე,

ცოტაღა დამრჩა, ბევრი გავყიდე,

როს აივნიდან ქალი თმახშირი,

ნაზად მეძახის: „რა ღირს ნახშირი?“

ვუთხარ: „აიღე, რაც კი დიდია,

სუყველა შენთვის მომიყიდია,

გინდ ის აიღე, ვირს რომ ჰკიდია,

გინდ ის აიღე, მე რომ მკიდია!“

ქალმა დამწყევლა ლამაზი პირით,

„ღმერთმა შენც მოგკლას

და შენი ვირიც,

ჯანდაბაშიაც მიწამ გყოს პირი,

სულაც არ მინდა შენი ნახშირი!“

წყევლამ არ გასჭრა,

მივალთ ტაატით,

მე და ეგ ჩემი დიდყურაანთი,

ჩემს შეძახილებს ისმენს გზა ხშირი:

„აბა, ნახშირი! კაი ნახშირი!..“

გალაკტიონ ტაბიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი