რომელი დღე, რიცხვი და თილისმაა თქვენთვის იღბლის მომტანი
ავტორი: „თბილისელები“ 10:00 16.03, 2022 წელი

თუ ხშირად ცუდ ხასიათზე ხართ და საქმეები კარგად არ მიგდით, გირჩევთ, თილისმა ატაროთ და იმ რიცხვებსა და დღეებში გააქტიურდებით, რომელიც თქვენთვის განსაკუთრებით იღბლიანი და წარმატების მომტანია.
ვერძი – თილისმა რკინა. შეგიძლიათ, ოქროს ან მეტალის სამკაულიც ატაროთ. სასურველი ფიგურებია ისარი, ურო ან დაშნა. თუ თავის ტკივილები გაწუხებთ ან სტრესულ სიტუაციაში ხართ, უბრალოდ, დაწექით და შუბლზე ოქროს რაიმე ნივთი დაიდეთ. იღბლიანი რიცხვები: 4, 7, 9, 11. იღბლიანი დღეები: ორშაბათი, კვირა.
კურო – ამაყი და ვნებიანი კურო პერიოდულად სიმშვიდესა და დასვენებას საჭიროებს. კუროს თილისმაა – ბუ, რომელიც შეიძლება, დამზადებული იყოს ქვისგან ან ხისგან. ასევე, კუროების თილისმაა საფირონისა და ფირუზის ასტროლოგიური ქვებისგან დამზადებული სამკაულები. იღბლიანი რიცხვები: 2, 4, 6, 16. იღბლიანი დღეები: ორშაბათი, ხუთშაბათი.
ტყუპები – თილისმა ჯაჭვზე ჩამოკიდებული მომცრო კულონია, მაგალითად, ვერცხლის გასაღები. ეს სიმბოლო დაგეხმარებათ, გაუძლოთ ნებისმიერ გამოწვევას და გახსნას თქვენი საუკეთესო თვისებები. ასევე კარგია ხელის, ნიღბისა და ვარსკვლავის ფორმის კულონი. უმჯობესია, თუ წითელ ან სადაფის ფერებს აირჩევთ. იღბლიანი რიცხვები: 3, 5. იღბლიანი დღეები: ოთხშაბათი, კვირა.
კირჩხიბი – ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ისეთივე მარტოსულები და იდუმალები არიან, როგორც მთვარე. ამიტომ, სწორედ მთვარის გამოსახულება გახლავთ საუკეთესო თილისმა. საუკეთესო მეტალი კი – ვერცხლი. სასურველია, თუ ვერცხლის კულონში ცივი ფერების გამჭვირვალე ქვები იქნება ჩასმული. თილისმად ასევე კარგია: სპილო, ლოტოსი ან მარგალიტის მძივი. იღბლიანი რიცხვი: 2, 4, 8. იღბლიანი დღე: ორშაბათი, ოთხშაბათი.
ლომი – ლომებს დიდი ზომის, მოცულობითი და მსხვილი სამკაული უხდებათ, უმჯობესია, გულთან ახლოს მდებარეობდეს. ყველაზე იღბლიანი თილისმაა ოქროს მონეტა ან მედალიონი. ასევე, კარგია არწივის სიმბოლოც. შეარჩიეთ წითელი ან ქარვისფერი ქვები. იღბლიანი რიცხვი: 1, 5, 9, 11. იღბლიანი დღე: კვირა.
ქალწული – თილისმა ქვისგან გაკეთებული ფიგურაა, რადგან ამ ნიშნის სტიქია არის მიწა. ეს შეიძლება იყოს ძვირფასი მინერალიც, თუმცა, შემთხვევით ნაპოვნ პატარა ქვას უფრო მეტი წარმატების მოტანა შეუძლია. ქალწულებს ასევე წარმატებას მოუტანს ძველებრაულ ენაზე შესრულებული ხელნაწერების ტარება. იღბლიანი რიცხვი: 3, 5. იღბლიანი დღე: სამშაბათი.
სასწორი – წარმატებას მოგიტანთ ბეჭედი არათითზე, რომელიც გაწყობილი იქნება ოპალით, ონიქსით ან ნეფრიტით. სამკაული შეიძლება, იყოს ოქროსიც და ვერცხლისაც. არანაკლები სიძლიერის თილისმაა გულის სიმბოლოც. საუკეთესო ვარიანტია გულის ფორმის ვერცხლის კულონი. ასევე, თილისმებად კარგია ხუთფურცლიანი ყვავილი, მზესუმზირა, პეპელა, გედი, მტრედი, მერცხალი და შროშანი. იღბლიანი რიცხვი: 2, 5, 6, 9. იღბლიანი დღე: ხუთშაბათი, შაბათი.
მორიელი – მორიელს აქვს უნარი, ნებისმიერ ძვირფას ნივთს მაგიური ძალა შესძინოს. მათთვის საუკეთესო თილისმა საკუთარი ზოდიაქოს ნიშანია, ასევე, შავი ვერცხლი და კულონი ხოჭოს, გველის ან პირამიდის გამოსახულებით. იღბლიანი რიცხვი: 9. იღბლიანი დღე: ორშაბათი.
მშვილდოსანი – თილისმა ნალია. თავგადასავლების მოყვარული მშვილდოსნები მიწაზე მყარად უნდა იდგნენ, ნალი კი მათ წარმატებას მოუტანს. ასევე, წარმატების მომტანი თილისმაა სალამანდრა. ეს არსება შუა საუკუნეებში ცეცხლის სულად მიიჩნეოდა. მშვილდოსანი კი ცეცხლის სტიქიას მიეკუთვნება. თილისმად, ასევე, კარგია ფრინველი ფენიქსი, წითელი და ლურჯი ფერის ქვები. იღბლიანი რიცხვი: 3. იღბლიანი დღე: ოთხშაბათი.
თხის რქა – თავიანთ ძალებს ბნელი სამყაროდან იღებენ, რადგან ძველად დემონის გამოსახულებას თხის თავი ჰქონდა. საუკეთესო თილისმა თხის რქისთვის ძველებური ნივთია, მაგალითად, მონეტა, მედალიონი, ქვის ქანდაკება ან ძველებური საათი. იღბლიანი რიცხვი: 3, 5, 7, 8, 14. იღბლიანი დღე: ორშაბათი, შაბათი.
მერწყული – უდიდესი ენერგიის მატარებლები არიან. მათი თილისმა არის ანგელოზი ან ჩიტი. საუკეთესო ქვებია: საფირონი, ცირკონი, ამეთვისტო და აკვამარინი. იღბლიანი რიცხვი: 2, 4, 8, 9, 11, 13. იღბლიანი დღე: სამშაბათი, შაბათი.
თევზები – მორცხვები და ჩაკეტილები არიან. მათ მდიდარი შინაგანი სამყარო აქვთ. იდეალური თილისმაა ნიჟარა. უმჯობესია, თუ მას სანაპიროზე შეიძენთ ან თავად იპოვით. იღბლიანი რიცხვი: 6, 7, 11. იღბლიანი დღე: ორშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან