ჰოროსკოპი და შეუცნობელი

როდის დგება ოქტომბერში თვეში დაძაბული პერიოდი და რა უნდა გაითვალისწინოთ, რომ ის დანაკარგების გარეშე გაიაროთ

№39

ავტორი: ნონა დათეშიძე 13:11 09.10

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

როგორც ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი აღნიშნავს, შემოდგომის შუა პერიოდი, ოქტომბრის თვე, საკმაოდ არასტაბილური და ცოტა რთული გასავლელი აღმოჩნდება.

– ბატონო მიხეილ, როგორი იქნება შემოდგომის შუა პერიოდი და რას უნდა ველოდოთ ოქტომბრის თვეში?

– ოქტომბრის თვის პირველი და მეორე დეკადა, განსაკუთრებით 2 რიცხვიდან 14 რიცხვამდე, უკიდურესად დაძაბული და დისჰარმონიული პერიოდია. ეს დაკავშირებულია დედამიწის ბიოსფეროს უარყოფით მდგომარეობასთან და მთელ რიგ კოსმოპლანეტარულ ასპექტებთან. 7 ოქტომბერს, სავსე მთვარე მზის კვანძების ღერძზე, ასევე დაამატებს არასტაბილურობას.

– და, რა მოვლენებით გამოიხატება ეს ყოველივე?

– ეს გამოიხატება ცხოვრების პოტენციალის შემცირებისა და ადამიანების დაღლილობის, კონფლიქტებისა და აგრესიულობის გაზრდის სახით. პლანეტა მერკური, რომელიც 6 ოქტომბრიდან დაიწყებს თავის ტრანზიტს მორიელის ნიშანში, ისევე როგორც პლანეტა მარსი, რომელიც იმავე ნიშანშია 22 სექტემბრიდან, უარყოფითად იმოქმედებს როგორც ბიზნესპოლიტიკურ საქმიანობაზე, ასევე ურთიერთობებზე.

– რას გვირჩევთ, როგორ ვიმოქმედოთ, რომ მინიმალური დანაკარგების, პრობლემებისა და ბარიერების გარეშე, მშვიდად განვვლოთ შემოდგომის ეს რთული პერიოდი?

– გეტყვით, რომ საქმიანი მივლინებები, გრძელვადიანი მოგზაურობები და ხელშეკრულებების გაფორმება 2 რიცხვიდან 14 რიცხვამდე პერიოდში წარუმატებელი იქნება. საქმიანი ადამიანები, რომლებიც იგრძნობენ ამ კოსმოპლანეტარულ სიტუაციებს, უარს იტყვიან კონტრაქტების დადებაზე, ახალი კავშირების შექმნაზე. ასეთი თანავარსკვლავედებით რთულია აღმოცენებული კონფლიქტების მოგვარება ან ახალი პროექტების დაწყება, რადგან ისინი არაპერსპექტიული აღმოჩნდება. 14 ოქტომბრიდან სასწორის ნიშანში პლანეტა ვენერას ტრანზიტის დაწყებით დედამიწის ბიოსფეროს მდგომარეობა გაუმჯობესდება. 19 ოქტომბრიდან დედამიწა ჰარმონიული გავლენის ზონაში შევა. ამიტომ, ჯობია მოგზაურობები და საქმეები მესამე დეკადისთვის დაიგეგმოს მ.

– როგორი იქნება ოქტომბრის თვე კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის, რა რეკომენდაციებს მისცემთ მათ და რა უნდა გაითვალისწინონ?

– ვერძისთვის 1-20 ოქტომბრის პერიოდი შესაძლოა, განსაკუთრებით გართულდეს პარტნიორებთან ურთიერთობის მხრივ. არ არის გამორიცხული ვერძი მხარდაჭერის გარეშე და ამასთან, ფინანსური დანაკარგის წინაშე აღმოჩნდეს. ამიტომ, მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ მოლაპარაკებების დროს, კონტრაქტების დადებისა და ახალი ურთიერთობის დამყარებისას. მესამე დეკადა შედარებით პოზიტიურია და შეძლებთ პრობლემების დაძლევას.

კუროს ოქტომბერში დიდი ძალისხმევა დასჭირდება. არახელსაყრელი პერიოდია ჯანმრთელობის კუთხითაც. თუმცა, სასიყვარულო ურთიერთობების სფეროში წარმატებებიც იქნება. ტყუპებისთვის 1-დან 20 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდი დინამიკურია, თუმცა ცოტა რთული. გეგმები არასწორად წარიმართება, რამაც შესაძლოა, იმედები გაუცრუოს. ასევე, შესძლებელია სასიყვარულო წარუმატებლობაც. საქმიან სფეროში კი იოლად დაამყარებენ სასარგებლო კავშირებს. ოქტომბრის მესამე დეკადა შედარებით მშვიდი აღმოჩნდება.

ოქტომბერი კირჩხიბებისთვის, განაკუთრებით პირველი და მეორე დეკადა, ხელსაყრელია მოგზაურობისთვის. თვის მესამე დეკადაში კი შეძლებენ, საკუთარი თავი ყველას კარგი რაკურსით აჩვენონ და ეს მათთვის საუკეთესო პერიოდია.

ლომი 1-20 ოქტომბრის პერიოდში ფინანსურ სირთულეს წააწყდება. გაუჭირდება თბილი ურთიერთობების შენარჩუნება. მოუწევს ხარჯების შემცირება. მესამე დეკადაში ენერგია სუსტდება, თუმცა, ხელსაყრელია ოჯახში ცვლილებებისთვის. ეცადეთ, ამ პერიოდში უფრო მოქნილი და ადაპტირებული გახდეთ.

ოქტომბრის პირველ და მეორე დეკადაში ქალწული თვითრეალიზაციისა და ფინანსური თვალსაზრისით აშკარად იგრძნობს შეზღუდვებს, იქნება ცვლილებები პროფესიულ გეგმებში, ახალ პროექტებში. შესაძლოა, იმედგაცრუება სასიყვარულო ურთიერთობაშიც. მესამე დეკადა უფრო ხელსაყრელია როგორც ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ასევე ურთიერთობებისთვის.

სასწორებისთვის კი ოქტომბერი არის ახალი წლიური ციკლის თვე. 1-20 რიცხვის ჩართველით მიზნების რეალიზება ცოტა გართულდება, მაგრამ მესამე დეკადაში ყველაფერი გამოსწორდება. ამ პერიოდში მიიღებთ მაცდურ და იმავდროულად მომგებიან შეთავაზებებს, მოგვარდება პრობლემები და გაიზრდება შემოსავალი. ხელსაყრელი პერიოდია ოცნებების ახდენის, პირადი ცხოვრებისა და სასიყვარულო სფეროს განვითარებისთვის.

მორიელებისთვის ოქტომბრის 1-20 რიცხვის პერიოდი წლის ყველაზე რთული დროა როგორც ჯანმრთელობისთვის, ასევე თვითრეალიზაციისთვის. ბევრი ქმედება აღმოჩნდება ამაო და ფუჭად დაიკარგება ძალისხმევა. ამ პერიოდში სჯობს მეტი დრო დასვენებას დაუთმოთ. მესამე დეკადაში კი ახალი ძალების შემოდინებას იგრძობთ, ენერგიის განახლება კი ეფექტს გამოიღებს. ამასთან, თქვენ ირგვლივ გამოჩნდებიან ახალი ადამიანები, რომლებიც გეგმების რეალიზებაში დაგეხმარებიან.

მშვილდოსნებისთვის 1-20 ოქტომბერი რთული გასავლელია, განსაკუთრებით გეგმების რეალიზაციის კუთხით. იგრძნობთ წინააღმდეგობას არასასურველი ადამიანების მხრიდან. მესამე დეკადაში მშვილდოსნის სასიცოცხლო ენერგიის დონე იკლებს, თუმცა ფინანსურ საქმეებში გაგიმართლებთ. შესაძლებელია შედგეს წარმატებული გარიგებები, კონტრაქტები, პარტნიორობა.

ოქტომბრის პირველ და მეორე დეკადაში თხის რქას ბევრი მუშაობა მოუწევს, რადგან ცოტა რთული პერიოდია. შესაძლოა, წარმოიქმნას პრობლემები კოლეგებთან. მესამე დეკადა კი ხელსაყრელი პერიოდია ნებისმიერი თანამშრომლობისთვის.

მერწყულებისთვის 1-20 ოქტომბერი ძალიან საინტერესო, თუმცა რთული პერიოდია, როცა შესაძლოა, ახალი იდეები, პროექტები გამოჩნდეს, მაგრამ მისი განსახორციელება და შედეგის მიღწევა რთული იქნება. მესამე დეკადაში კი სტაბილური პერიოდი დაიწყება, მოგეცემათ საშუალება, გაზარდოთ შემოსავლები.

თევზებისთვის ოქტომბრის პირველი და მეორე დეკადა საკმაოდ რთული და მნიშვნელოვანია. შესაძლოა, წააწყდეთ პრობლემებს, თუმცა მათ სწორად გააზრებასა და გადაჭრაში შემოქმედებითი ნიჭი დაგეხმარებათ. მესამე დეკადაში თავს მეტად თავდაჯერებულად იგრძნობთ, მიიღებთ მეტ მხარდაჭერას და შესაძლოა, ლიდერის პოზიციაშიც აღმოჩნდეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №39

29 სექტემბერი-5 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა