ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რა ხასიათი და შესაძლებლობა დაგყვათ დაბადების მომენტში

№14

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 10.04

კვირის ჰოროსკოპი
დაკოპირებულია

ხასიათის მიხედვით ადამიანთა რამდენიმე ტიპი არსებობს: მელანქოლიკი, სანგვინიკი, ფლეგმატიკი და ქოლერიკი. თუმცა, ეს უფრო ტემპერამენტის ხარისხის გამოვლინებაა, ვიდრე ხასიათის ტიპი. ზოგადად, ერთნაირი თანავარსკვლავედის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს, ერთმანეთის მსგავსი გემოვნება, შეფასებების საკუთარი საზომი და გამოცდილება აქვთ. შესაბამისად, დაბადების წლის მიხედვით, შეგიძლიათ, მარტივად გაარკვიოთ, რა შესაძლებლობები დაგყვათ დაბადების მომენტში.

ანგარიშიანი რეალისტები – მთელი გულით ესწრაფვიან კარიერის გაკეთებას, იზიდავთ მატერიალური კეთილდღეობა, ნაბიჯ-ნაბიჯ და დეტალურად გეგმავენ საკუთარ მომავალს, შეცდომებით ბევრ რამეს სწავლობენ და მას აღარასოდეს უშვებენ. თუ თქვენ ასეთი ტიპი ხართ, ესე იგი, ანგარიშიანი რეალისტი ყოფილხართ.

მოთამაშის ტიპი – ყველაზე მეტად საკუთარ ინტუიციას ენდობა, ყველას უსმენს, მაგრამ საკუთარი ჭკუით მოქმედებს. ცხოვრობს დღევანდელი დღით. საკუთარ წარუმატებლობას ყოველთვის გარშემო მყოფებს აბრალებს. ასეთ ადამიანს არ აქვს სურვილი და არც ძალა შესწევს, გვერდიდან შეხედოს და კრიტიკულად მიუდგეს საკუთარ ქცევებს.

დემონსტრაციული ტიპი – ის ადამიანია, ვისაც ყოველთვის ყურადღების ცენტრში უყვარს ყოფნა. ასეთები არიან პოლიტიკოსები, ხელოვანი ხალხი.

საქმიანი ტიპი – ამ ადამიანებისგან დიდი ენერგია მოდის. მათ არ შეუძლიათ რუტინული და მონოტონური მუშაობა. უყვართ, იდეების სწრაფად რეალიზება. მოხერხებულად მოქმედებენ და ადვილად უმკლავდებიან. თუ ასეთი ხართ, ესე იგი, თქვენ ასტროლოგიურად საქმიან ტიპს განეკუთვნებით.

იდეური ტიპი – ისინი ყველაზე ხშირად ინტელექტუალები, მეცნიერები, ტექნიკოსები არიან და ამავე სფეროში დიდ წარმატებებს აღწევენ. თავიანთი აზრებითა და იდეებით ხშირად იკეტებიან საკუთარ თავში, არ უყვართ გარშემო მყოფებთან დიდხანს კონტაქტი. ადვილად შეიძლება მათი განაწყენება. ზოგჯერ კი ისეთ არასტანდარტულ გადაწყვეტილებებს იღებენ, რაც ბევრის გაოცებას იწვევს. ასეთ ადამიანებთან კონტაქტი ძალიან რთული, მაგრამ საინტერესოა.

აღმოსავლური ასტროლოგიის მიხედვით კი, შეგიძლიათ, განსაზღვროთ, რა შესაძლებლობები დაგყვათ დაბადების მომენტში:

ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ ვირთხის, დრაკონის ან მაიმუნის წლებში, მოუსვენარნი და უცნაურები არიან. ვერ თავსდებიან საზოგადოებისთვის მისაღებ ჩარჩოებში. უჭირთ რეალურ ცხოვრებაში ორიენტირება. თუმცა, ნებისყოფის წყალობით, ადვილად აგვარებენ პრობლემებს და სირთულეებს. ბუნებით მშვიდები არიან და საკუთარ ნება-სურვილს ნელ-ნელა ახორციელებენ.

ვეფხვის, ცხენისა და ძაღლის წელიწადში დაბადებულები კარგად ერკვევიან ცხოვრებისეულ საკითხებში. განვითარებული აქვთ პასუხისმგებლობის გრძნობა. მუდმივად ამოუცნობები და იმავდროულად, ოპტიმისტები არიან. თუმცა, ადამიანებისგან ხშირად აწყდებიან იმედგაცრუებას და მოტყუებული რჩებიან.

ხარის, გველისა და მამლის წელიწადში დაბადებული ადამიანები, მკაცრები, მომთხოვნები და კონფლიქტურები არიან. არ უყვართ გადაჭარბებული ქება ან კრიტიკა. შეუძლიათ, თავი ნებისმიერ სფეროში გამოიჩინონ. უყვართ არაორდინარული ადამიანები. გამუდმებით ძიებაში არიან და ძალიან სჭირდებათ ახლობლების მხრიდან მხარდაჭერა.

კატის, თხისა და ტახის წელიწადში დაბადებული ადამიანები იდუმალებით გამოირჩევიან. პირად ცხოვრებასა და საქმეში წარმატებების მისაღწევად ყოველთვის ითვალისწინებენ გარშემო მყოფების აზრს. აინტერესებთ, რას ურჩევენ სხვები. ამის წყალობით კი, განსაკუთრებულად ფრთხილები და მეტად წარმატებულები არიან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი