ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის პროგნოზი  24 - 30 ივნისი

№26

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 24.06

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“ 👇

ვერძი ♈

ძალისმიერად ნუ იმოქმედებთ, მეტად მიენდეთ ინტუიციას. ჩაუღრმავდით საოჯახო პრობლემებს და ეცადეთ მოიწესრიგოთ პირადი ცხოვრება. კარგი დროა დასვენებისა და მკურნალობის ჩასატარებლად. მოგზაურობისას კი აუცილებელია ყურადღება.

კურო ♉

იმოქმედეთ პრაქტიკულად და წინდახედულად. პირადი მიზნების მისაღწევად გამოიყენეთ ცოდნა და საკუთარი ქარიზმა. დროის სწორად დაგეგმარება მისი მოგებიანად გამოყენების საწინდარი იქნება. სასიყვარულო სფეროში შესაძლოა მოგიწიოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება.

ტყუპები ♊

მოიმატებს შემოსავლებიც და ხარჯებიც. ნუ ენდობით უცნობებს და გადაამოწმეთ ყველა სიახლე. საყვარელ ადამიანთან კამათისას ეცადეთ არ დაკარგოთ ტაქტის გრძნობა. აუცილებლად დაისვენეთ და აღიდგინეთ ძალები.

კირჩხიბი ♋

შეიგრძნობთ სასიცოცხლო ენერგიის მოზღვავებას, ინტუიციისა და შემოქმედებითი ხედვის გამძაფრებას. სამსახურსა და საქმეებში მოსალოდნელია დადებითი ცვლილებები. საყვარელი ადამიანის პრობლემებმა შესაძლოა გარკვეული მიზნების მიღწევაში შეგიშალოთ ხელი.

ლომი ♌

პროფესიონალურ სარბიელზე შესაძლოა ახალი პერსპექტივები გამოგიჩნდეთ. ნაკლები ილაპარაკეთ გეგმებსა და საქმეებზე. ეცადეთ, რეალურად შეაფასოთ თქვენი სასიყვარულო ურთიერთობა, რათა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას არ მოტყუვდეთ.

ქალწული ♍

ეცადეთ მეტად ობიექტური იყოთ როგორც ოჯახის წევრების, ასევე თანამშრომლებისა და საყვარელი ადამიანის მიმართ. ინფორმაცია მშვიდად გააანალიზეთ და მხოლოდ შემდგომ მიიღეთ გადაწყვეტილება. შორეული მოგზაურობა გადადეთ, რათა გეგმების შეცვლა არ მოგიხდეთ.

სასწორი ♎

კონფლიქტებია მოსალოდნელი არა მარტო კოლეგებთან და ოჯახის წევრებთან, არამედ ქუჩაში გადაადგილების დროსაც. აკონტროლეთ ემოციები, რათა არავის ატკინოთ გული. ეცადეთ ყველა საბუთი წინასწარ მოაწესრიგოთ. საყვარელ ადამიანთან გულწრფელი საუბარი შინაგან დაძაბულობას მოგიხსნით.

მორიელი ♏

გაიზრდება გადაადგილებების, მოგზაურობების და შეხვედრების რაოდენობა. მოერიდეთ ცვლილებებს და შეინარჩუნეთ შინაგანი სიმშვიდე. ამ პერიოდში სასიყვარულო განცდები და მღელვარება შეიძლება მეტად გაგიძლიერდეთ.

მშვილდოსანი ♐

რთული პერიოდია. საქმიან ურთიერთობებში მოგიწევთ გაერკვეთ როგორც საკუთარ თავში, ასევე შესაძლო ცვლილებებში და დროულად გააკეთოთ არჩევანი. სიფრთხილე გმართებთ სასიყვარულო ურთიერთობაში. ნერვული სისტემის დასამშვიდებლად, სასურველია დასასვენებლად გამგზავრება.

თხის რქა ♑

ენერგიული და აქტიური იქნებით. ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისას არა ერთ წინააღმდეგობას გადააწყდებით. შესაძლოა საფრთხე დაემუქროს სასიყვარულო ურთიერთობას. აკონტროლეთ ემოციები და ხშირად დაისვენეთ.

მერწყული ♒

მოგიწევთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ნურავის ენდობით, მაღალია მოტყუების ალბათობა. სჯობს გეგმაზომიერად გააგრძელოთ დასახული მიზნისკენ სვლა. ამაში კი, დიდ მხარდაჭერას იგრძნობთ საყვარელი ადამიანებისგან.

თევზები ♓

გაგიძლიერდებათ ფანტაზიის უნარი და გონებრივი შესაძლებლობები. ახალ ინფორმაციას ადვილად აითვისებთ. მომთმენი იყავით კრიტიკისა და წინააღმდეგობების მიმართ, რათა არ წამოეგოთ პროვოკაციებს. მოგზაურობები რომანტიულ ხასიათს ატარებს და გამოგისწორებთ გუნება-განწყობას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

16-22 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა