ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის ჰოროსკოპი - 21-27 დეკემბერი

№52

ავტორი: „თბილისელები“ 10:11 21.12, 2020 წელი

რა ახდენს ბედზე გავლენას
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“.

♈ ვერძი
რომანტიკული ურთიერთობები ცოტა დროს დაგიტოვებთ მუშაობისა და დასვენებისთვის. პირად და სასიყვარულო ურთიერთობებში აუცილებელია დაფიქრება, რათა გააკეთოთ სწორი არჩევანი და თავი აარიდოთ კონფლიქტურ სიტუაციებს.
♉ კურო
ფინანსური სტაბილურობის შესანარჩუნებლად აუცილებელი გახდება ცხოვრებისეული ცვლილებები. კარგი იქნება, თუ მეტ ყურადღებას მიაქცევთ ჯანმრთელობას და მოერიდებით შორეულ მოგზაურობას.
♊ ტყუპები
მიმდინარე მოვლენები დადებითად შეცვლის თქვენს მიზნებსა და საქმიანობას. შემოქმედებითი უნარის გამოვლენა კი მეტ პოპულარობას მოგიტანთ საქმიანი პარტნიორების წრეში. გაიზრდება შემოსავლებიც. პირად ურთიერთობებში ნუ გარისკავთ.
♋ კირჩხიბი
დაიწყებს მომატებას თქვენი სასიცოცხლო ენერგია. თუ გსურთ, რომ საქმეში წარმატებას სწრაფად მიაღწიოთ, სხვების რჩევებს უყურადღებოდ ნუ დატოვებთ. ოჯახური პრობლემების მოგვარებაში კი ოპტიმისტური განწყობა დაგეხმარებათ. საყვარელი ადამიანისაგან მუდმივად იგრძნობთ მხარდაჭერასა და სითბოს.
♌ ლომი
საქმეების რაოდენობა მოიმატებს და თქვენი პასუხისმგებლობაც გაიზრდება. ჯობს, ახალი საქმის დაწყება ცოტა ხნით გადადოთ. კარგი დროა ცოდნის გასაღრმავებლად და კვალიფიკაციის ასამაღლებლად. შესაძლოა, ახალი ადამიანები გაიცნოთ ან დაამყაროთ ახალი რომანტიკული ურთიერთობა.
♍ ქალწული
მოიმატებს ენერგიულობა. გაგიადვილდებათ ახალი კავშირების დამყარება. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება კი სასურველი არაა. ეცადეთ, უფრო ტაქტიანი იყოთ მშობლებთან და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას.
♎ სასწორი
მოიმატებს ახალ ადამიანებთან კონტაქტი და გადაადგილებები. ნაცნობობა შესაძლოა, სასიყვარულო ურთიერთობით დასრულდეს, თუმცა ამის აფიშირებას ჯერ ნუ იჩქარებთ. სასურველია, დრო და ენერგია მხოლოდ მშვიდ საქმეებსა და ურთიერთობებზე დახარჯოთ.
♏ მორიელი
თუ არ იზარმაცებთ, ადვილად მოახერხებთ შემოსავლების გაზრდას და შესაძლოა, დამატებითი სამუშაო ადგილიც აღმოაჩინოთ. მიუხედავად ამისა, ნუ დახარბდებით სწრაფ შემოსავალს. მოერიდეთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს.
♐ მშვილდოსანი
კარგი დროა ფინანსური ოპერაციების განსახორციელებლად და საქმიანი ხელშეკრულებების დასადებად. არსებობს ახალი სასიყვარულო კავშირის დამყარების ალბათობაც, რომელიც თქვენს ცხოვრებას რომანტიკულობას შეჰმატებს.
♑ თხის რქა
ადვილად აითვისებთ ნებისმიერ ინფორმაციას. შესაძლოა, გამოჩნდეს დამატებითი შემოსავლის წყარო. გაგიადვილდებათ ოჯახურ ურთიერთობაში თბილი განწყობის შექმნა. ახალი სასიყვარულო კავშირი კი სწრაფად განვითარდება.
♒ მერწყული
ეს პერიოდი მნიშვნელოვანია ახალი კავშირების დამყარებისა და საჭირო მოლაპარაკებების განსახორციელებლად. სასიყვარულო-საოჯახო სფეროში მოსალოდნელია არაერთმნიშვნელოვანი . ნურავის ენდობით ბრმად. დასვენება სასიკეთოდ წაადგება თქვენს ჯანმრთელობას.
♓ თევზები
კარგია ახალი კავშირების დამყარება. იმოქმედეთ სწრაფად და აუცილებლად უსმინეთ ინტუიციას. ამგვარად ბევრ საფრთხეს აიცილებთ. პირად ურთიერთობებში კი ჯობს, არ გამოამჟღავნოთ უკმაყოფილება. კარგი დროა ახლო მოგზაურობისათვის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა