ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რა კავშირშია ადამიანის ზოდიაქო მის ფინანსურ წარმატებასთან

№47

ავტორი: „თბილისელები“ 16:10 23.11, 2020 წელი

რა ახდენს ბედზე გავლენას
დაკოპირებულია

მმართველი პლანეტის ხასიათიდან გამომდინარე, ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს გარკვეული იღბალი დაჰყვება, მათ შორის, ფინანსური წარმატების კუთხითაც. ამიტომ, იმ ფაქტს, თუ კონკრეტულად როდის მოევლინეთ ქვეყანას, დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენი ფინანსებთან ურთიერთკავშირის მხრივაც. 
ვერძი – შეუძლიათ, უყაირთოდ ხარჯონ ან ერთი-ორად გააორმაგონ საკუთარი კაპიტალი. ვერძისთვის ფული სასურველი მიზნების მიღწევისა და მაქსიმალური პიროვნული დამოუკიდებლობის მოპოვების ატრიბუტია და არა ფუფუნების საშუალება. ამიტომ, მუშაობენ იმისთვის, რომ თავს უდარდელად ცხოვრების უფლება მისცენ.
კურო – მშრომელები და გონივრულად ხელმომჭირნეეები არიან. ნაბიჯ-ნაბიჯ აგროვებენ მატერიალურ დოვლათს. მზად არიან, მუხლჩაუხრელად იმუშაონ, რომ ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესონ. შემდგომში კი ეს მდგომარეობა ხანგრძლივად შეინარჩუნონ და გაზარდონ. ფული საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზაციისთვის სჭირდებათ. არასოდეს ტრაბახობენ მიღწეული ფინანსური წარმატებით ან დაგროვილი ქონებით.
ტყუპები – რამდენიმე საქმის ერთად კეთება უყვართ. აქედან გამომდინარე, მათ ან რამდენიმე პროფესია უნდა ჰქონდეთ, ან ერთი საქმე – მრავალმხრივი განშტოებით. ფულს მალე შოულობენ და უფრო მალე ხარჯავენ. თუმცა, თუ თანხა კონკრეტული მიზნისთვის ესაჭიროებათ, დაგროვებასაც ახერხებენ. მეტად აქტიურობენ სამსახურში – საქმეების გამო არ ეზარებათ არც გადაადგილებები და არც სხვადასხვა სახის შეხვედრების გამართვა. 
კირჩხიბი – ფული უყვართ, თუმცა გამომუშავების გზები მათთვის შეიძლება, აბსოლუტურად სხვადასხვა იყოს. ფული კირჩხიბებისთვის სულიერი და ფსიქოლოგიური წონასწორობის საშუალებაა. თუ მის სიმცირეს განიცდიან, დეპრესიული და ნევროზული ხდებიან. მიზნად აქვთ დასახული მეტის გამომუშავება, რადგან შემოსავლის მატებასთან ერთად, კირჩხიბის თვითშეფასებაც იზრდება.
ლომი – ფიზიკური შრომა ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს არ უყვართ. თუმცა, ფინანსური სტაბილურობა, წარმატების მთავარ საზომად მიაჩნიათ. ფიქრობენ, რომ მაღალი ხელფასი, ეს აბსოლუტურად ჩვეულებრივი და ბუნებრივი მოვლენაა მათ ცხოვრებაში.
ქალწული – ზოდიაქოს ყველაზე ფულის მშოვნელ-გამომმუშავებელი ნიშანია. დაბადებიდან ახასიათებთ ეკონომიურობა, კარგი ფინანსური ალღო და ანალიტიკური აზროვნების უნარი. შეუძლიათ, წლები მუყაითად იმუშაონ იმისთვის, რომ საკუთარი შემოსავალი გაზარდონ. ყოველთვის აქვთ გააზრებული, რა გზით და რა ვადებში უნდა გამოიმუშაონ სასურველი კაპიტალი. დროს ფუჭად არ ხარჯავენ და ყოველთვის ზუსტად იციან, საკუთარი შრომის საფასური. იშვიათად თანხმდებიან არაადეკვატურ ანაზღაურებას.
სასწორი – აუცილებლად შეძლებენ ფულის გამომუშავებას პარტნიორული ურთიერთობების გზით. ყოველთვის მონახავენ გზას, რომ საკუთარი არსებობა მატერიალურად უზრუნველყონ. კაპიტალის დაგროვების საკითხში მათი მთავარი კოზირი, გარეგნული მონაცემები, დიპლომატიის უნარი და კომუნიკაბელურობაა. ამიტომ, არცთუ იშვიათად, სოლიდური შემოსავლის დაგროვებასაც ახერხებენ.
მორიელი – ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის, დიდი ქონების დაგროვება არცთუ რთული საქმეა. მთავარია, მათ ეს მოინდომონ. ბუნებით ფრთხილი და წინდახედულები არიან. ამას გარდა, მათ აქვთ შესანიშნავი ინტუიცია, რაც გამომუშავებული ფულის სწორად ინვესტირებაში ეხმარებათ. თუმცა, რადიკალიზმი ხშირადაა იმის მიზეზი, რომ საეჭვო გარიგებებსა და ავანტურებში მონაწილეობის გამო ბევრი მორიელი დგება ფინანსური კრახის წინაშე.
მშვილდოსანი – ფინანსებთან მიმართებაში, უდარდელი და დაუდევარი დამოკიდებულება ახასიათებთ. თუმცა, მიუხედავად ამისა, მმართველი პლანეტა იუპიტერის გავლენით, ფინანსური თვალსაზრისით მათ სხვებზე უფრო ხშირად უმართლებთ. ხოლო, რამდენად ახერხებენ ბედნიერი შემთხვევითობის შედეგად მიღებული ფინანსური დოვლათის შენარჩუნებას, ეს უკვე სხვა საქმეა. ისინი ქრონიკული მფლანგველების კატეგორიას განეკუთვნებიან.
თხის რქა – ცხოვრებაში ფინანსურ წარმატებაზე მეტად კარიერის გაკეთება ურჩევნიათ. კარგად იციან საკუთარი თავის ფასი, აქედან გამომდინარე, არასოდეს თანხმდებიან საეჭვო პროექტებში მონაწილოებაზე. მათთვის მიზანი ნათელი, გასაგები და რაც მთავარია, მისაღები უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, წვრილმანებზე არასოდეს მოცდებიან. იმისთვის, რომ ფინანსურ წარმატებას მიაღწიონ, აუცილებლად უნდა დაძლიონ საკუთარ თავში წარუმატებლობის მოლოდინი და პესიმიზმი.
მერწყული – ფინანსურ საქმეებს ინტუიციაზე დაყრდნობით უფრო აგებენ, ვიდრე ლოგიკის დახმარებით. მმართველი პლანეტა ურანის რევოლუციურ-ნოვატორული გავლენის გამო ფულს ხშირად ბევრისთვის სრულიად უტოპიურ პროექტებშიც კი აბანდებენ. თუმცა, ეს პროექტები წლების შემდეგ კარგ შემოსავალს იძლევა. მერწყულისთვის ფული პიროვნული დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვისაა აუცილებელი. ამიტომ, მას, სწორედ, ამ მოსაზრებით გამოიმუშავებენ.
თევზები – გონებაგაფანტული და ზედმეტად მეოცნებე თევზები იშვიათად ახერხებენ განსაკუთრებული წარმატების მიღწევას ფინანსური კუთხით, თუმცაკარგად გამოიმუშავებენ. ნიჭიერები არიან და მუშაობასაც არ არიდებენ თავს, თუმცა პერიოდულად, სიზარმაცე ახასიათებთ. უყვართ თავისუფალი გრაფიკით იმ თანხის გამომუშვება, რაც მათ ყოველდღიურად სჭირდებათ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი