კულტურა

„სხვა ლეველის ოდისეა“ დაიწყო - რა არის, როგორია და სად ვნახოთ ახალი ქართულ ანიმაციურ სერიალი

ავტორი: „თბილისელები“ 12:40 14.03, 2023 წელი

ფილმი სხვა ლეველის ოდისეა
დაკოპირებულია

ჩვეულებრივი ქართველი ბიჭის არაჩვეულებრივი თავგადასავალი ტყუილების მულტივერსში - ახალი ქართული ახალგაზრდული 2D ანიმაციური სერიალი უკვე ჩვენი ტელევიზორების, ლეპტოპებისა და მობილურების ეკრანებზეა.

„სხვა ლეველის ოდისეა“ 4 სეზონისა და 40 სერიისგან შედგება და დღეიდან ნებისმიერ მსურველს მის ნახვას კავეა პლიუსზე, რეგისტრაციისა გარეშე და სრულიად უსასყიდლოდ შეუძლია. სერიალს საქართველოში ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით დემოკრატიის ლაბორატორია, იგივე დემლაბი ამზადებს.

ანიმაციური სერიალის მთავარი გმირი ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ქართველი ბიჭი - 17 წლის დავითაა, რომელიც დედასთან და ბაბუასთან ერთად თბილისის ჩვეულებრივ უბანში ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს. თუმცა ერთ დღესაც ქალაქს მიწისძვრა შეაზანზარებს და სწორედ აქედან დაიწყება სხვა ლეველის თავგადასავლების ციკლი.

დავითა დიდი ხნის წინ დაკარგული მამის საიდუმლოებით მოცულ წერილს იპოვის, აღმოაჩენს რომ ჩვენი პლანეტა მულტივერსის ნაწილია და არსებობს უამრავი წარმოუდგენელი, უცნაური ფორმისა თუ ზომის სამყარო, სადაც შეიძლება საპნის ბუშტები თავისუფლებისთვის იბრძოდნენ, ხოლო ნემსსა და ბუშტს ერთმანეთი უყვარდეთ. თუმცა განსხვავებების მიუხედავად, სხვა სამყაროებშიც მიმდინარეობს ბრძოლა სინათლესა და სიბნელეს შორის და იქაც არსებობს ბოროტი ძალა, რომელიც ყველგან ტყუილს და ქაოსს თესავს.

დავითას მძიმე მისია დაეკისრა - სამყაროებში გაბნეულ ბოროტებას უნდა ებრძოლოს, მაგრამ როგორ უნდა მოხვდეს მულტივერსული სამყაროების სხვა ლეველის უსასრულობაში?

და საერთოდ, სჯერა დავითას არსაიდან გაჩენილ წერილში ამოკითხული სისულელეების?

ამ კითხვაზე პასუხეს კავეა + - ის პლატფორმაზე იპოვით. სულ სხვა ლეველის, ძალიან უცნაურ, ფერად, თითქმის წარმოუდგენელ სამყაროებში მოგზაურობა ნებისმიერი მსურველისთვის სრულიად უფასოდ, რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი