მთავარიჩვენ შესახებკონტაქტირეკლამავაკანსია
ხვიჩა მაღლაკელიძის ანეკდოტები #15
2017-04-10


სვანი უფროსი მდივანს აძლევს ორ ქაღალდს:
– ეს ორიგინალია, ეს ქსეროკოპია. შეადარე, შეცდომა არსად იყოს გაპარული.
***
– მამა, ცხვირი უნდა გავიხვრიტო!
– შუბლზე რას იტყვი, შვილო?
***
– არ გესმის, მაღვიძარა რეკავს! ადექი!
– აუ, უთხარი, ცოტა ხანში გავიღვიძებ და გადავურეკავ.
***
ქალი მიდის ტელეფონების მაღაზიაში პრეტენზიით:
– რა უბედურებაა ეს? თქვენს მაღზიაში ტელეფონი ვიყიდე და ეკრანზე სულ ვიღაც ბუდაჯო ჩანს. რა გავაკეთო?
– წინა კამერა გამორთეთ, ქალბატონო.
***
– ექიმო, ქორწინების მერე, მხედველობის პრობლემები დამეწყო.
– კონკრეტულად?
– ფულს ვეღარ ვხედავ.
***
გათენდა. მამალი შეხტა ღობეზე და დაიწყო ყივილი. დედალმა გაახილა თვალი, გახედა და ჩაილაპარაკა:
– ნეტა, ამ იდიოტმა, ერთხელ მაინც გამაღვიძოს კოცნით.
***
– აუ, გოგო, როგორ მინდა მთელი ცხოვრება ბიჭები პირღია მიყურებდნენ.
– მერე რა პრობლემაა? სტომატოლოგიურზე ჩააბარე!
***
მამა არიგებს შვილს:
– შვილო, სანამ ცოლს მოიყვან, გაგაფრთხილებ – ქალი ყოველთვის იფრენს, ოღონდ, ფრთებით თუ ცოცხით, ეს უკვე კაცზეა დამოკიდებული.
***
ცოლი ქმარს:
– თავიდანვე რატომ არ მითხარი, ასეთი გველი რომ იყავი?
– სიურპრიზიიი!!!
***
– ამბობენ, რაც უფრო ლამაზია ქალი, მით უფრო რთული ცხოვრების გზა აქვსო. ხოდა, ჩემს ცხოვრებას რომ გადავხედე, ლამაზი კი არა, ულამაზესი ვარ.
***
– ორი თვეა, ცოლს არ ველაპარაკები.
– უი, რატომ?
– არ მაცდის.

ნიკა არაბიძის ანეკდოტები
კახელს ეკითხებიან:
– მიხოვ, მამაშენთან ეწევი სიგარეტსა?
– რათ არ უნდა მოვწიო რა... მამაჩემი ბენზინკალონკაა?
***
ცოლი ეუბნება ქმარს:
– ძვირფასო, ექიმმა მირჩია, ან ანტალიაში დაისვენე ან ოქროს ქვიშებზეო და სად წავიდეთ?
– სხვა ექიმთან!
***
დილაუთენია ჭიჭიკია ურეკავს ბიჭიკიას:
– ბიჭიკია, ბიჭო, გუშინ ლუდი დავლიეთ?
– კი, დავლიეთ.
– არაყიც დავლიეთ?
– კი, დავლიეთ.
– არყის მერე რა დავლიეთ, გახსოვს?
– რაკეტის საწვავი.
– საპირფარეშოში იყავი?
– არა..
– არც შეხვიდე... ტოკიოდან გირეკავ, ტოკიოდან!!!
***
პირველი ღამის მერე, ბიჭი ეუბნება გოგოს:
– თვალი თვალში გამიყარე, რომ გელაპარაკები.
– შენი ჭირიმე, გაყრა აღარ მიხსენო!