მედიცინა

კარტოფილის სასარგებლო თვისებები

№16

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 26.04

კარტოფილი
დაკოპირებულია

კარტოფილი არა მარტო ნოყიერი საჭმელი და ვიტამინების წყაროა, ხალხურ მედიცინაში წარმატებით გამოიყენება სამკურნალოდ.

* შეშუპების დასაცხრომად უნდა ჭამოთ ნებისმიერი სახით მომზადებული, უმარილო 1 კილოგრამი კარტოფილი ან დაიცვათ დიეტა: 3-4 დღის განმავლობაში მიიღეთ დღეში 1 ლიტრი რძე, 1 კილოგრამი კანიანად აირღუმელში შემწვარი კარტოფილი 100 გრამი შაქრით;

* კარტოფილის ახალგამოწურული წვენი ამუხრუჭებს საკვების მომნელებელი ჯირკვლების სეკრეციას. გასტრიტისა და წყლულოვანი დაავადებების დროს მიიღეთ ნახევარი ჭიქა კარტოფილის წვენი დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე 30-40 წუთით ადრე. მკურნალობის კურსია 3 კვირა.

მცირე რაოდენობის კარტოფილის წვენის მიღება აქვეითებს არტერიულ წნევას. მას აქვს შარდმდენი და მსუბუქად გამხსნელი თვისება, რისთვისაც საჭიროა დალიოთ ნახევარი ჩაის ჭიქა წვენი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

კარტოფილის წვენი, სტაფილოსა და ნიახურის წვენთან ერთად, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, სასარგებლოა ანემიის დროს;

* კარტოფილის ახალგამოწურული წვენი კურნავს ეგზემას, დამწვრობას, ტროფიკულ წყლულებს, კოჟრებს, დერმატიტს. წვრილად გახეხილი უმი კარტოფილი შეახვიეთ რამდენიმე ფენა მარლაში და დაიდეთ დაზიანებულ ადგილზე, 2 საათის შემდეგ ფრთხილად მოიხსენით. კარტოფილით მკურნალობის დროს მენიუდან გამორიცხეთ ხორცი და თევზი.

ვიტამინი C ჩვენთვის, ძირითადად, ფორთოხალთან და ციტრუსებთან ასოცირდება. თუმცა, ამ ვიტამინის მნიშვნელოვანი წყაროა კარტოფილიც. საშუალო ზომის კარტოფილი (150 გრამი) C ვიტამინის დღიური ნორმის, დაახლოებით, 15 პროცენტს გვაძლევს.

ვიტამინი C მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმუნური სისტემის მხარდაჭერისა და ანტიოქსიდანტების შემცველობის გამო, არამედ გადამწყვეტ როლს თამაშობს შემაერთებელი ქსოვილების წარმოქმნაშიც, რომლებიც ჩვენს სახსრებს ფუნქციონირებაში ეხმარება, ასევე, გვინარჩუნებს კბილებსაც. სწორედ ამიტომ არის დაკავშირებული C ვიტამინის ნაკლებობა კბილების ჩამოცვენასთან.

უჯრედებში კალიუმის არსებობა მნიშვნელოვანია კუნთებსა და ნერვებში ელექტრული სიგნალირებისთვის. შესაბამისად, თუ ორგანიზმში კალიუმის დონე ძალიან მაღალი ან დაბალია, შეიძლება გულმა ფუნქციონირება შეწყვიტოს.

შემწვარი კარტოფილი უფრო მეტ კალიუმს შეიცავს, ვიდრე მოხარშული. მოხარშვისას, კარტოფილი კალიუმის ნახევარს კარგავს.

თუმცა, თირკმლის დაავადებების მქონე ადამიანებისთვის უმჯობესია, კარტოფილის მოხმარება შეზღუდონ, რადგან თირკმელებმა ორგანიზმიდან შეიძლება, ვერ გამოდევნოს ჭარბი კალიუმი. თუ შემწვარი კარტოფილი გიყვართ, აკონტროლეთ ზეთის ოდენობა.

კარტოფილის მომზადება და გაცივება რეზისტენტულ სახამებელს წარმოქმნის. ეს ჯანსაღი სახამებელია, რომელიც ჩვენს სხეულს მრავალმხრივ ეხმარება, მათ შორის, მოქმედებს პრებიოტიკის სახითაც. გაციებისას დამუშავებული სახამებელი იშლება. მართალია, ამ დროს ის უფრო ძნელად მოსანელებელია, მაგრამ მის ფერმენტირებას ჩვენს მსხვილ ნაწლავში არსებული ბაქტერიები ახდენენ, წარმოქმნიან ძმრის მსგავს ნივთიერებებს, რომლებსაც მოკლეჯაჭვიან ცხიმოვან მჟავებს უწოდებენ. ეს ცხიმოვანი მჟავები ჩვენს ნაწლავებს კვებავს და ჯანმრთელობას უნარჩუნებს.

მოკლეჯაჭვიანმა ცხიმოვანმა მჟავებმა კარგი მიმართულებით შეიძლება შეცვალოს ჩვენი მეტაბოლიზმიც, შეამციროს სისხლში ცხიმისა და შაქრის დონე. შედეგად, თუ გავითვალისწინებთ წყლის მაღალ და ცხიმების დაბალ შემცველობასაც, მოხარშული ან ორთქლით დამუშავებული კარტოფილი დაბალკალორიულია, არის საკვები ნივთიერებებით მდიდარი და შემავსებელი საკვები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №19

6-12 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი