რჩევები

კითხვა-პასუხი

№16

ავტორი: ანი რევია 11:00 26.04

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: მიუხედავად იმისა, რომ მაკიაჟს ვიყენებ, ყველა მეუბნება, გადაღლილი სახე გაქვსო. მაქვს მშრალი კანი, თუმცა არ ვხმარობ დამატენიანებელს და ეს შესაძლოა, ამის ბრალი იყოს?

პასუხი: თუ მშრალი სახის კანი გაქვთ, არასდროს გაიკეთოთ მაკიაჟი დამატენიანებელი კრემის გარეშე. მაკიაჟამდე ნახევარი საათით ადრე მსუბუქი მოძრაობით სახეზე გადაისვით დამატენიანებელი და მხოლოდ შემდეგ გაიკეთეთ მაკიაჟი. ასევე, მიაქციეთ ყურადღება, რომ დამატენიანებელი SPF-საც შეიცავდეს. დიახ, მშრალ კანზე მაკიაჟის წასმა გამომშრალ კანსა და დაღლილ სახეს გამოგიჩენთ.

კითხვა: მართალია, რომ ადამიანის კანი სეზონურად მუქდება და ღიავდება?

პასუხი: დიახ, კანის ფერი სეზონის მიხედვით ღიავდება ან მუქდება. შეიძლება, ეს ასაკის მატებითაც იყოს გამოწვეული. ამიტომ კოსმეტიკური საშუალებები სეზონურად, სახის კანის ფერის ცვლილების მიხედვით უნდა შეარჩიოთ.

კითხვა: მაქვს სწორი და დავარდნილი თმა, ძალიან მომემატა ცხიმიანობა. რომელ შამპუნს მირჩევთ?

პასუხი: სწორი თმა მიდრეკილია ცხიმიანობისა და მოცულობის დავარდნისკენ. ამიტომ, თავი დაიბანეთ ისეთი შამპუნებით, რომლებიც არ შეიცავს სულფატს. ეს დაგეხმარებათ ზედმეტი ცხიმიანობის გაკონტროლებაში. სწორი თმისთვის სირბილისა და ერთგვაროვნების შესანარჩუნებლად, შამპუნის შემდეგ, აუცილებლად გამოიყენეთ კონდიციონერი. შეარჩიეთ ისეთი კონდიციონერი, რომლის შემადგენლობაშიც შედის ნატურალური ზეთები: ქოქოსი, ჟოჟობა ან არგანი. ისინი თქვენი თმის დატენიანებასა და კვებაზე იზრუნებენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №19

6-12 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი