მთავარიჩვენ შესახებკონტაქტირეკლამავაკანსია
„კამელინი“ ძლიერი იმუნომოდულატორია, რომელიც არეგულირებს იმუნურ სისტემას და იცავს ორგანიზმს სხვადასხვა დაავადებისგან #10
2017-03-06
ნათია უტიაშვილი

„კამელინი“ ქართული წარმოების უნიკალური, ორიგინალური, სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალებაა, რომელიც ბუნებრივი ნაერთების ერთობლიობაა და მზადდება საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში გავრცელებული თაფლისგან. „კამელინი“ ჯერ კიდევ გასული საუკუნის 40-იან წლებში შეიქმნა, დღეს უკვე არაერთი ქვეყნის ფარმაცევტებისა და მედიკოსების ყურადღების ცენტრშია. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან დელეგაციები,  საკუთარ ქვეყანაში ქართული ბუნებრივი წარმოების პრეპარატის, „კამელინის“ დარეგისტრირებისა და შეტანის მიზნით, რადგან „კამელინი“ ნამდვილად უდიდესი პოტენციალის მქონე პრეპარატია. ის ეფექტური საშუალება როგორც ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი ბაქტერიების, ვირუსებისა და სოკოვანი დაავადების სამკურნალოდ, ასევე, სიმსივნის წინააღმდეგ საბრძოლველადაც. „კამელინს“ აქვს ანთების საწინააღმდეგო, მარეგენირებელი, ანტისეპტიკური და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. აძლიერებს იმუნიტეტეს, აჩქარებს შეხორცების პროცესს, აფერხებს სიმსივნური უჯრედების ზრდას, აღადგენს დაზიანებულ უჯრედებს და ქსოვილებს, მათ შორის, ღვიძლის უჯრედებს. ძალიან კარგია „კამელინის“ გამოყენება: კანის, რბილი ქსოვილების ჩირქოვანი და ხანგრძლივად შეუხორცებელი ჭრილობების, ტროფიკული წყლულების, ფურუნკულის, პანარიციუმის, დამწვრობების, მათ შორის, მზით მიღებული დამწვრობების, ნაწოლების სამკურნალოდ. ასევე, ეფექტურია „კამელინის“ გამოყენება ოპერაციის შემდგომ პერიოდში, ჭრილობების შეხორცების, ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. კარგია „კამელინის“ გამოყენება ვაგინალური ინფექციების,  მათ შორის, ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი გენეზისის, საშვილოსნოს ანთებითი დაავადებების, საშვილოსნოს ყელის ეროზიების სამკურნალოდ. ასევე, პროქტატების, სწორი ნაწლავების ნახეთქების, ჰემორეის დროს.  ასე რომ, „კამელინი“ ეფექტურია სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ და ამას ძალიან ბევრი კვლევა და პრაქტიკული მაგალითიც ადასტურებს. კარგია მისი გამოყენება გრიპოზული დაავადებების სამკურნალოდაც. როგორც იცით, ამისთვის უკვე გამოვიდა „კამელინის“ ახალი ფორმა „კამელინ ფლუ“ – სპრეი. „კამელინ ფლუს“ გამოყენება კარგ შედეგს იძლევა ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა გრიპოზული, პირის ღრუსა და ყელის ჩირქოვანი, ინფექციური დაავადებები, ანთებითი პროცესები. ეს სპრეი ხელს უწყობს პირის ღრუში რეგენერაციის პროცესს და ეფექტურია მისი გამოყენება ანგინის დროს. რაც მთავარია, როგორც „კამელინის“ სხვა ფორმებს, ასევე სპრეისაც, სხვა წამლებთან მიმართებაში უკუჩვენება არ აქვს და მისი გამოყენება შეიძლება თითქმის ყველა მედიკამენტთან ერთად. თუ კლასიკური თერაპიით ამ დაავადებების განკურნება ხდებოდა გარკვეულ პერიოდში, „კამელინთან“ კომბინაციაში  შედეგი უფრო ეფექტურია. რაც მთავარია, გართულებები, პრაქტიკუალად, არ ყოფილა და გამოჯანმრთელებაც უფრო მალე ხდებოდა.
 უნდა გვახსოვდეს, რომ ხანგრძლივად და მძიმედ მიმდინარე ქრონიკული დაავადებების, მწვავე, ხშირი რესპირატორული ან ბაქტერიული ინფექციების (3-4-ჯერ წელიწადში) დროს სუსტდება იმუნიტეტი. იმუნური სისტემის მუშაობის კორექციისთვის ყველაზე კარგი გზა საკუთარი დამცველი ძალების აღდგენაა, რისთვისაც გამოიყენება იმუნომოდულატორები. მათ შორის, ყველაზე ოპტიმალურია ბუნებრივი წარმოშობის იმუნომოდულატორი „კამელინი“. „კამელინი“ 100 პროცენტით ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა პრეპარატია, არატოქსიკური და ჰიპოალერგიული. გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, მარეგენირებელი, ანტისეპტიკური, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, არეგულირებს იმუნური სისტემის მუშაობას, აძლიერებს იმუნომოდულატორულ აქტივობას. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ხანგრძლივი იმუნოდეფიციტი ორგანიზმში ზრდის მრავალი დაავადების რისკს. აქედან გამომდინარე, იმუნომოდულატორის ჩართვა პროფილაქტიკური მიზნით, თავიდან აგვაცილებს ამის საფრთხეს. პრეპარატი „კამელინი“ უძლიერესი იმუნომოდულატორია, რაც კვებეკისა და ბერნის უნივერსიტეტების გარდა, საქართველოში დამწვრობის ცენტრში ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევებმაც დაადასტურა. „კამელინ მ2“ – კაფსულები ვირუსული ინფექციებისგან, გრიპისგან თავის დაცვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ის მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი იმუნომოდულატორი და ანტივირუსული საშუალებაა, რომელიც დაგიცავთ ვირუსული დაავადებებისგან.  კამელინის ყველანაირი ფორმა  იყიდება ყველა აფთიაქში, რაც მთავარია,  გაიცემა ურეცეპტოდ.
   საინტერესო აღმოჩნდა „კამელინის“ იმუნოტროპული, ანტიოქსიდანტური თვისებები სხვადასხვა ხარისხის დამწვრობისას. დამწვრობის ზემოქმედება იმუნურ სისტემაზე და კამელინის ეფექტურობა შეისწავლა თსსუ-ის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის იმუნორეაბილიტაციის განყოფილების გამგემ, პროფესორმა ბორის კორსანტიამ: „იმუნური სისტემის დაქვეითების თავიდან აცილების ან კორექციის მიზნით, „კამელინი“ შესანიშნავი იმუნომოდულატორია, რომელიც არეგულირებს იმუნური სისტემის მუშაობას და იცავს ორგანიზმს დაავადებებისგან. „კამელინის“ გამოყენება შეიძლება კომპლექსურ თერაპიაში სხვადასხვა პათოლოგიის დროს, განსაკუთრებით მაშინ, როცა პათოგენეზში ადგილი აქვს იმუნოპათოლოგიურ ფაქტორებს. ბატონმა ბესიკ იაშვილმა შემომთავაზა, შემესწავლა თერმული ტრავმის მოქმედება იმუნურ სისტემაზე და კამელინის ეფექტურობა დამწვრობით გამოწვეულ პათოლოგიაზე. ჩვენ ჩავატარეთ აღნიშნული კვლევების შედეგების იმუნოლოგიური ანალიზი დინამიკაში. აღმოჩნდა: დამწვრობა იწვევს ორგანიზმის ძლიერ იმუნოდეპრესიას, რომელიც კორელაციაშია დამწვრობის ხარისხზე, სიღრმესა და გავრცელებაზე. 30 – 50-პროცენტიანი დამწვრობა იწვევდა იმუნური პასუხის თითქმის სრულ ბლოკირებას. ამ ფონზე პრეპარატმა „კამელინმა“ გამოავლინა დადებითი კლინიკური ეფექტი, უფრო სწრაფი გამოჯანმრთელების თვალსაზრისით, თანაც გამოიწვია იმუნური სისტემის სრული ნორმალიზაცია. აღნიშნული კვლევების საფუძველზე თამამად შეიძლება, აღინიშნოს ამ პრეპარატის იმუნოამოდულირებადი თვისება. იმუნური სისტემის დაქვეითების თავიდან აცილების ან კორექციის მიზნით, „კამელინი“ ძლიერი იმუნომოდულატორია, რომელიც არეგულირებს იმუნურ სისტემას და იცავს ორგანიზმს დაავადებებისგან“.
ქალბატონი მანანა:  ჩემს ახლობელს, 60 წლის მამაკაცს, დაახლოებით 8 წლის წინ დაუსვეს სიმსივნის დიაგნოზი და საკამოდ ცუდად იყო. ექიმები ეუბნებოდნენ, რომ ცოტა დრო ჰქონდა დარჩენილი. მკურნალობის ძალიან ბევრ საშუალებას მიმართეს, რა არ სცადეს, მაგრამ უშედეგოდ. იმ დროს „კამელინის“ შესახებ ბევრმა არ იცოდა, მაგრამ ერთმა ახლობელმა ურჩია. უკეთებდნენ „კამელინის“ ნემსებს. მკურნალობის რამდენიმე კურსი ჩაიტარა, ზუსტად არ მახსოვს, რამდენი, იმიტომ რომ, მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. მალევე გამოკეთდა, მოძლიერდა, ჩვეულებრივი, ჯანმრთელი ადამიანის რეჟიმით ცხოვრობდა და წელიწადში ერთხელ იტარებდა „კამელინით“ მკურნალობის კურსს.
ავადმყოფს  დაუსვეს დიაგნოზი – სიმსივნე კუჭზე. აწუხებდა გაუსაძლისი ტკივილები, სისუსტე, ვერ ჭამდა. რამდენიმე ხნის წინ დაიწყო „კამელინით“ მკურნალობა და ამჟამად მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა. თავს უკეთესად გრძნობს და კვლავ განაგრძობს „კამელინით“ მკურნალობას.
P.S. ვისაც „კამელინთან“ დაკავშირებული კითხვები გაქვთ ან გსურთ, კონსულტაცია და დამატებითი ინფორმაციის მიღება ქართული წარმოების პრეპარატთან დაკავშირებით, შეგიძლიათ, დარეკოთ ტელეფონის  ნომრებზე:
2 -98-62-25 (ოფისი), 599-33-10-89;  599-23-03-33;  2-98-57-78;  2-71-04-80; 2-22-26-68; 2-93-20-87; 597-76-97-40. მისამართი: ძმები ზუბალაშვილების ქუჩა ¹49.