კულინარია

ყაბაყის ბლინები მაკა შალიკაშვილისგან

№16

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 25.04

მაკა შალიკაშვილის კერძი
დაკოპირებულია

მაკა შალიკაშვილი საყვარელი კერძის რეცეპტს "თბილისელებს" უზიარებს👇

ნამდვილად „გემრიელი ხელი“ მაქვს და რასაც ვამზადებ, ყველას მოსწონს მისი დაგემოვნება. დიდად არ ვარ ჭამის მოყვარული, თუმცა, ვცდილობ, ისე ვიკვებო, რომ წონაში არ მოვიმატო. დიეტასაც ვიცავ და ბევრსაც ვითმენ. მიყვარს ხაჭო, არაჟანი, ყველი, ბოსტნეული და ხილი. ბევრს გაუკვირდება, მაგრამ არ მიყვარს შემწვარი კარტოფილი. ვფიქრობ, ადამიანებს არ გვეპატიება ღორმუცელობით გასუქება, მით უმეტეს, ასაკში, ამიტომ თავი უნდა მოვთოკოთ. საუზმისთვის მინდა, შემოგთავაზოთ გემრიელი ყაბაყის ბლინები, რომელიც არ იწვევს წონაში მატებას, მსუბუქი მისართმევია და გემრიელად ანაყრებს.

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 150 გრამი ყაბაყი

🔸 2 კვერცხი

🔸 100 გრამი ყველი

🔸 მარილი და პილპილი კი – გემოვნებით, ზეთი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ყაბაყი გახეხეთ, დააყარეთ მარილი და 5 წუთი დააყოვნეთ, რომ წვენი გამოუშვას. კვერცხი ათქვიფეთ პილპილთან ერთად და შეურიეთ კარგად გაწურული ყაბაყი. შეწვით ბლინები ცხიმწასმულ ტაფაზე, ორივე მხრიდან. რომ ამოაბრუნებთ, მოაყარეთ გახეხილი ყველი და რულეტივით გადაახვიეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი