ქალი და კაცი

ვამსხვრევთ მითებს

№51

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 02.01, 2022 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

რა უნდათ ქალებს – ამ საკითხთან დაკავშირებით აზრი დღემდე ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული. არსებობს უამრავი სტერეოტიპი და მითი ქალების შესახებ. პოპულარული წარმოდგენები სუსტ სქესზე, ხშირ შემთხვევაში, სიმართლეს არ შეესაბამება.

✔️ქალებს ძალიან უყვართ სამშვენისები, მაქმანები, სამკაული, ბრჭყვიალები და მსგავსი რამეები – როდესაც ქალი თხოვდება, ის ქორწილში მაქმანებიან კაბას იცვამს, იმიტომ რომ, ასეა მიღებული. მაგრამ, ქუჩაში თუ დააკვირდებით, იშვიათად შეხვდებით ქალს, თუნდაც გოგონას, რომელიც ასეთი სამოსით დადის. გამოკითხვამ აჩვენა, რომ ქალებისთვის ყველაზე მოსახერხებელი შარვალი და მაისური ან სპორტული ტანსაცმელია. რაც შეეხება სამკაულს, ბრჭყვიალებს, პრიალებს და ქუსლებს – ყოველივე ამას ქალბატონები მხოლოდ იმიტომ ატარებენ, რომ ეს მამაკაცებს მოსწონთ;

✔️ქალები უფრო დიდხანს ცოცხლობენ – სინამდვილეში, ყველაფერი სხვაგვარადაა. ქალები კი არ ცოცხლობენ დიდხანს, სამწუხაროდ, მამაკაცები იღუპებიან ადრე. მამაკაცები 36-დან – 50 წლის ასაკამდე გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკ-ჯგუფში არიან. იმავე რისკებისგან ქალბატონებს ჰორმონი ესტროგენი იცავს. ხოლო, 50 წლის შემდეგ, ქალს და კაცს ხანგრძლივი ცხოვრებისთვის ერთნაირი შანსები აქვთ.

✔️ქალები რიცხობრივად აღემატებიან მამაკაცებს – სტატისტიკის მიხედვით, საშუალოდ, ყოველ 107 ახალშობილ ბიჭზე 100 ახალშობილი გოგონა მოდის. თუ მსოფლიოში მამაკაცების ნაკლებობა იგრძნობა, მხოლოდ იმიტომ, რომ საშუალო ასაკში მამაკაცებს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვთ და მათი უმრავლესობა ექიმთან მისვლასა და მკურნალობას თავს არიდებს;

✔️ქალები ნაკლებად ჭკვიანები არიან – მეცნიერები კი მიიჩნევენ, რომ ქალბატონები ამ მხრივ სულაც არ ჩამოუვარდებიან მამაკაცებს. ქალები უამრავი გამოგონების ავტორებიც არიან. მაგალითად, ჰედი ლამარის აღმოჩენის წყალობით ვსარგებლობთ დღეს მობილური ტელეფონებით, ნავიგატორებით, Bluetoosth-ით და Wi-Fi-ით;

✔️ქალები კაცებზე ცუდად მუშაობენ – ფართოდ გავრცელებული აზრის მიხედვით, მამაკაცი ბევრად უფრო კვალიფიციური თანამშრომელია, ვიდრე ქალი და ანაზღაურებაც, შესაბამისად, მაღალი აქვს. ასეთ შემთხვევაში, უბრალოდ, გენდერულ უთანასწორობასთან გვაქვს საქმე. ქალებმა უკვე დიდი ხნის წინ დაამტკიცეს, რომ პროფესიების უმრავლესობაში, რომლებიც მძიმე ფიზიკურ შრომასთან არ არის დაკავშირებული, ისინი ისევე წარმატებით ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას, როგორც მამაკაცები;

✔️ქალებს გველებისა და ობობების უფრო მეტად ეშინიათ – არაქნოფობიით – ობობის შიშით, 3-ჯერ მეტი მამაკაცია დაავადებული, ვიდრე ქალი. რაც შეეხება გველს, სტატისტიკის მიხედვით, მის მიერ დაკბენილ ყოველ ქალზე, 10 დაკბენილი კაცი მოდის. საქმე ისაა, რომ გველები ძალიან მგრძნობიარენი არიან არომატების მიმართ და მამაკაცის სუნი მათში აგრესიას იწვევს. შესაბამისად, ქალებთან უფრო მარტივად მიდიან კონტაქტზე და ნაკლებად ერჩიან.

ნამდვილად უყვარხართ

ნებისმიერ ქალს, როცა ის მამაკაცის მიმართ სიმპათიებს იგრძნობს, უჩნდება შეკითხვა – სერიოზულად დაინტერესებულია ჩემით თუ, უბრალოდ, ერთობა.

ქალები, როგორც წესი, ინტუიციას ენდობიან, მაგრამ შეუძლია კი ინტუიციას შეუცდომლად შეაფასოს გრძნობები? მით უმეტეს, რომ ინტუიციის პირველი სიგნალი არც ისე ძლიერია და შესაძლოა, საერთოდაც არ მივაქციოთ ყურადღება. მეორეც, ინტუიციას ხშირად ვუქვემდებარებთ ხოლმე ჩვენს სურვილებსა და მოლოდინებს. ზუსტად ამ შემთხვევაზე ითქმის, რომ ინტუიცია გღალატობს.

სიყვარულისა და შეყვარებულობის მდგომარეობაში ყოფნის ერთმანეთისგან გარჩევა უნდა ისწავლოთ. შეყვარებულობის დროს პარტნიორს აიდეალებთ, მიაწერთ ყველა ღირსებას, მაგრამ შეყვარებულობა საკმაოდ მოკლევადიანია. მისი მაქსიმალური ხანგრძლივობა 3 წელია.

სიყვარული გაცილებით ხანგრძლივი და სტაბილურია, რომელიც ყალიბდება ადამიანის შეცნობის საფუძველზე. პარტნიორებს კარგათ ესმით ერთმანეთის და იციან ერთმანეთის სუსტი და ძლიერი მხარეების შესახებ. სიყვარული შეუძლებელია, თუ ადამიანს არ იცნობ მთელი თავისი ემოციური სიღრმეებით.

ბოლოს, ადრე თუ გვიან, ცეცხლი დაიწყებს ჩაქრობას, რჩება მხოლოდ ფერფლი. ლტოლვა არაა საკმარისი სიყვარულისთვის.

შეყვარებული ადამიანი მაქსიმალურად ცდილობს, დრო გაატაროს თავისი სიყვარულის ობიექტთან. აქ საუბარია ერთად ყოფნაზე, ისე, უბრალოდ, ყოველგვარი მიზეზების გარეშე, როცა წყვილს ერთმანეთთან საუბარი, გარკვეული თემების განხილვა სიამოვნებას ანიჭებს.

როგორც წესი, მამაკაცები არ არიან მიდრეკილი, ისაუბრონ გრძნობებსა და ურთიერთობებზე. თუ ადამიანი მარტივად გესაუბრებათ გრძნობებზე, დიდი ალბათობაა, რომ ეს არ იყოს გულწრფელი, რადგან შეყვარებული ადამიანისთვის ამას ძალიან დიდი ემოციური დატვირთვა აქვს და მარტივად საუბარი უჭირს.

სიყვარულის გამოვლინების ყველაზე კარგი ნიშანი არის მზრუნველობა, რაც კარგად იკითხება მარტივ ქმედებებში. შეყვარებული ადამიანი ძალიან ცდილობს, საყვარელ ადამიანს თავი რაც შეიძლება უკეთ აგრძნობინოს, ცდილობს, გაამხიარულოს. დაინტერესებულია, გაიგოს, როგორ გრძნობს თავს, რა სწყინს, რა უხარია... აკვირდება, რა მოსწონს, რა უყვარს, როგორი გემოვნება აქვს, აინტერესებს ნებისმიერი წვრილმანი, რომლის ცოდნაც დაეხმარება ცხოვრება გაუხალისოს მისთვის საყვარელ ადამიანს.

შეყვარებულები ხშირად დადიან ხელჩაკიდებული, მაშინაც კი, როცა სხვა საქმით არიან გართული. ეს არის ფიზიკური ეკვივალენტი სიტყვებისა – მე შენ მიყვარხარ!

შეყვარებულ ადამიანებს, განსაკუთრებით კი მამაკაცებს, დიდხანს გაბრაზებული ყოფნა არ შეუძლიათ და მალევე მიდიან კომპრომისზე. თუკი ის პირველ ნაბიჯებს დგამს შესარიგებლად, თუნდაც მხოლოდ თვითონ არ იყოს დამნაშავე, ესე იგი, უყვარხართ.

შეყვარებულ ადამიანს მოსწონს ყველაფერი ან, თითქმის ყველაფერი, რასაც აკეთებთ, როგორც გამოიყურებით, რასაც დროდადრო გეუბნებათ კიდეც. ეს უბრალო კომპლიმენტები კი არაა, არამედ გრძნობის გულწრფელი გამოხატვა, აღტაცება და მოწონებაა. თუ ადამიანი მუდმივად უკმაყოფილოა თქვენი ქმედებებით ან გარეგნობით, ესე იგი, მას ან არ უყვარხართ, ან რაღაცის გამო ძალიან გაბრაზებულია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი