ურთიერთობის ტოქსიკურობა
ავტორი: ნინო კანდელაკი 23:00 11.05

„ჯანსაღი ურთიერთობა თანასწორობასა და ურთიერთპატივისცემას ემყარება, არაჯანსაღი ან ტოქსიკური კი — ძალაუფლებასა და კონტროლს” — სწორედ ამ ორი ფაქტორის გამო უჭირთ ადამიანებს, თავი დააღწიონ ტოქსიკურ ურთიერთობებს. ამდენად, მნიშვნელოვანია იმ ნიშნების ამოცნობა, რომლებიც არაჯანსაღ კავშირებს ახასიათებთ. უთანხმოება ნებისმიერ ურთიერთობაში ხდება, თუმცა, გასათვალისწინებელია, თუ რა ფორმით გამოხატავს პარტნიორი თავის განსხვავებულ პოზიციას. პარტნიორის მხრიდან უფროსობა ჯანსაღი ურთიერთობების უმთავრესი მტერია. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ პარტნიორი საუბარში ყოველთვის ერთი საფეხურით მაღლა დგომას, ან „ბოლო სიტყვის“ თქმას ცდილობს.
მწვავე კამათისას ადამიანმა შეიძლება, ისეთი რამ თქვას, რასაც სულაც არ გულისხმობდა, მაგრამ თუკი პარტნიორი მუდმივად ტოქსიკურად იქცევა მსგავს სიტუაციაში, ეს ცუდის ნიშანია.
ტოქსიკურად მოქცევა სიტყვიერად დამცირებას, წარსულის უსიამოვნებების გახსენებას, პარტნიორის (და არა პარტნიორის საქციელის) გაკრიტიკებას და დაშორებით მუქარას გულისხმობს.
თუკი ყოყმანობ, ღირს თუ არა რაღაცის გაზიარება პარტნიორისთვის, რადგან ამან შეიძლება, ის გააღიზიანოს, ეს ურთიერთობის ტოქსიკურობაზე მიანიშნებს.
ტოქსიკური პარტნიორის ამგვარმა სახემ შეიძლება, დანაშაულის განცდა შენ გაგიჩინოს და გაგრძნობინოს, რომ ურთიერთობაში თავადვე ხარ პრობლემა. ესეც გაკონტროლების ერთ-ერთი ტაქტიკაა.
ჯანსაღ ურთიერთობაში ადამიანები ყოველთვის გულღიად საუბრობენ და არ ეშინიათ, რომ თუკი შემთხვევით რაიმე განუზრახველს იტყვიან, პარტნიორი ამას მათ წინააღმდეგ მიმართავს.
არ შეიძლება, ერთის საჭიროებები ყოველთვის მეორის ინტერესების ხარჯზე კმაყოფილდებოდეს. თუკი გრძნობთ, რომ თქვენი ინტერესები ყოველთვის პარტნიორის ინტერესებს ეწირება, ან ყოველთვის გვერდზეა ჩაჩოჩებული, ეს, სწორედაც რომ, ტოქსიკურ ურთიერთობაზე მიანიშნებს.
„მაშინაც კი, თუ პარტნიორი თქვენთვის საუკეთესო მეგობარია ან ადამიანი, რომელთანაც ყველაზე ახლოს ხართ, ის თქვენს მთელ ცხოვრებად არ უნდა აქციოთ, – ამბობს სტერლინგი, – როცა ატყობთ, რომ ურთიერთობის მიღმა სამყაროს შორდებით, თქვენი სხვა ურთიერთობები კი ცივდება, ეს პრობლემაზე მიანიშნებს.“
ყველაზე გავრცელებული ერთი ადამიანის მიერ მეორე ადამიანის გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის მცდელობაა. პარტნიორის ასეთი საქციელის უკიდურესი ფორმა პირადი სივრცის განცდას გიკარგავთ და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების საშუალებას გართმევთ.
ურთიერთობის დასრულების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენა შეიძლება, სხვადასხვა ფაქტორმა მოახდინოს: ფინანსურმა მდგომარეობამ, საერთო ბინაში ცხოვრებამ ან, თუნდაც, იმაზე დაფიქრებამ, რომ პარტნიორზე დრო, სიყვარული და ენერგია ტყუილად გაქვთ დახარჯული. ტოქსიკურ ურთიერთობაში მყოფი ადამიანის თვითშეფასება ხშირად დაქვეითებულია და ის ფიქრობს, რომ ამ ყველაფერს იმსახურებს. თუ ურთიერთობა გადასარჩენად ღირს, ამაზე პარტნიორთან ღიად საუბარი სჯობს.
როგორ დავასრულოთ ურთიერთობა უმტკივნეულოდ
ეს, რა თქმა უნდა, სათქმელად უფრო ადვილია. დასაწყისისთვის სჯობს, საქმის კურსში ახლობელი ადამიანები ჩააყენოთ – ისინი, ვისი იმედიც შეიძლება, ურთიერთობის დასრულებისას და მას შემდეგ გქონდეთ.
თუ უსაფრთხოების საკითხის გათვალისწინებაც გიწევთ, საცხოვრებლად სხვა უბანში ან ქალაქში, ოჯახის წევრთან ან მეგობართან გადასვლა სჯობს. ამ შემთხვევაში თანამშრომლები და მეგობრები უნდა გააფრთხილოთ, რომ თქვენი ადგილსამყოფელი არავის გაუმხილონ, თქვენ კი სოციალურ ქსელში აქტივობა უნდა შეზღუდოთ. უმჯობესი იქნება, ტელეფონის ნომერსაც თუ შეიცვლით.
მოფერება და ჩახუტება
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ცოლიან მამაკაცებს მოფერება და ჩახუტება სექსზე მეტად სჭირდებათ.
სოციოლოგებმა ჩაატარეს კვლევა, რომელშიც 1 000-ზე მეტი ცოლქმრული წყვილი მონაწილეობდა – ისინი, ვინც 20 წელი და მეტი გაატარა ერთად. მონაწილეთა ასაკი 40-დან 70 წლამდე მერყეობდა, მათი საცხოვრებელი ადგილი იყო აშშ, გერმანია, ბრაზილია, იაპონია და გერმანია. მეცნიერებს აინტერესებდათ, როგორ იცვლება ადამიანების დამოკიდებულება სქესობრივი კავშირისა და სექსისგან კმაყოფილებისადმი ოჯახური ცხოვრების პერიოდში.
მიღებული მონაცემები საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა: ქალების უმრავლესობამ აღნიშნა, რომ რაც მეტი დრო გაატარეს ქორწინებაში, მით მეტად უჩნდებოდათ სქესობრივი კმაყოფილებისკენ სწრაფვა და ამის სურვილი. მამაკაცებისთვის კი პირიქით – სქესობრივი კავშირი და ამისგან მიღებული სიამოვნება აღარ იყო უპირატესი. ბევრმა მათგანმა ისიც თქვა, რომ მისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო, მეუღლე დარჩენილიყო ამ ყველაფრით კმაყოფილი, ვიდრე თავად.
გარდა ამისა, მამაკაცების უმრავლესობამ აღიარა, რომ მათ უფრო აბედნიერებდათ კოცნა, ალერსი და ჩახუტება, ვიდრე სექსი. ის მამაკაცები, ვისაც ცოლთან ურთიერთობაში მეტად ჰქონდა კოცნისა და სხვა უშუალო კონტაქტების ჩვევა, გაცილებით მეტად ბედნიერად გრძნობდნენ თავს, ვიდრე ისინი, ვისაც ნაკლები ხვდებოდა კოცნა და ჩახუტება.
ქალებმაც აღნიშნეს, რომ მათთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს მამაკაცთან არა მხოლოდ ინტიმურ კავშირს, არამედ მასთან თბილ, ალერსიან ურთიერთობას და ხშირ მოფერებასა და ჩახუტებას.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან