ქალი და კაცი

სიყვარულის ნიშნები

№14

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 14.04

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

საიდან იცით ის, რომ ვისაც ახლა ხვდებით, სწორედ ის ადამიანია, რომელიც თქვენ გვერდით ყოფნას იმსახურებს? ის, ვისთან ერთადაც ცხოვრების ბოლომდე გინდათ იყოთ? რა უნდა მას და რა გინდათ თქვენ? დაფიქრდით!

მოდი, დაგეხმარებით ამ კითხვებზე პასუხის გაცემაში. ესაა ის, რაც ყოველ ქალს აინტერესებს, როცა ფიქრობს, რომ ეს-ესაა, შეხვდა თავის საოცნებო მამაკაცს.

როცა ქალი ურთიერთობას იწყებს, უმეტესობას არ შეუძლია, გააკეთოს რაიმე განსაკუთრებული ჯერაც უცნობი გრძნობისთვის და სასიამოვნო ემოციებთან ერთად, ეჭვი ეუფლება. იწყებს კითხვების დასმას: მისთვის მიმზიდველი ვარ? რამდენად ზრუნავს ჩემზე? ხომ არ თამაშობს? სერიოზული ურთიერთობა სურს თუ გართობა?

პრობლემა ისაა, რომ ყველა კაცი ბუნებით განსხვავებულია, ამიტომ ერთი დანამდვილებით სწორი პასუხი არასდროს არსებობს. მიუხედავად ამისა, გთავაზობთ რამდენიმე ნიშანს, რომელსაც ყველა ჯენტლმენი მამაკაცი ამჟღავნებს, როდესაც სერიოზული გრძნობა აქვს ქალის მიმართ. შეძლებთ შეადაროთ ჩვეულებრივ მექალთანეს და მიხვდეთ, თქვენი პარტნიორი მექალთანეა თუ თქვენთან დაკავშირებით სერიოზული მიზნები აქვს.

• ის მოხარულია, როცა გაცნობთ თავის ოჯახის წევრებსა და მეგობრებს. უნდა, თავი მყუდროდ იგრძნოთ მათ გარემოცვაში;

• თქვენი პარტნიორის მეგობრები და ოჯახი უკვე თქვენი ოჯახის წევრები და მეგობრები ხდებიან;

• ის ამაყობს თქვენით;

• მას არ ეშინია, მთელ სამყაროს უთხრას, თუ როგორ უყვარხართ;

• მასთან ურთიერთობა სავსეა სიურპრიზებით – არასოდეს კარგავს იმის შესაძლებლობას, რომ გაგაოცოთ და გასიამოვნოთ. ცდილობს, უკეთესობისკენ შეიცვალოს და ასევე, უკეთესობისკენ შეცვალოს თქვენი მომავალი ურთიერთობა;

• არის ძალიან მოსიყვარულე და ყურადღებიანი;

• მას არასოდეს ბეზრდება თქვენთან ჩახუტება და ხელსა და შუბლზე ამბორი;

• თუ ის თქვენს ხარჯზე იწყებს ცხოვრებას და ეძებს ამის გამართლებას, უნდა დაფიქრდეთ.

შეჯიბრებიდან გამოსვლა

ქალში ჩადებულია სხვაზე გამარჯვების სურვილი, სულერთია – ქალზე თუ მამაკაცზე. ასეთ დროს ის თავისთვის კი არა, უფრო თამაშისთვის ცხოვრობს. იზიდავს თამაში, თეატრალობა, რითაც ავლენს საკუთარ თავს, ბუნებისგან მონიჭებულ არაჩვეულებრივ ძალას და ამ განსაკუთრებულ ნიჭს უმიზნოდ ხარჯავს.

თუ ქალი საკუთარ თეატრზე უარს არ იტყვის და გააგრძელებს ემოციებით, გრძნობებით, შურისძიებით, მეტოქეობით გულმოდგინე თამაშს, აუცილებლად მარცხს იგემებს. ქალის დახმარება არავის შეუძლია. ერთადერთი, რაც მისთვის აუცილებელია, საკუთარ თავში გარკვევაა,. ქალის ძალა მის გულწრფელობაშია.

საბედნიეროდ, ქალს თავის აღდგენის საკვირველი უნარი შესწევს. მთავარია, თვითონ გაუგოს თავის თავს, მიიღოს ის, აიღოს პასუხისმგებლობა თავის საქციელზე. ქალმა უნდა გამოიღვიძოს. სიყვარული, სექსი, ოჯახი – ეს ყველაფერი მშვენიერია, მაგრამ ქალის ცხოვრება მხოლოდ ამ ასპექტებში არ არის. პირველ რიგში, ის პიროვნება უნდა გახდეს. ქალი – ეს, უპირველესად, პიროვნება, გონება, სულია.

ქალს მართვა სწყურია, მაგრამ როგორც კი სადავეებს იგდებს ხელთ, მამაკაცს ბაძავს. ქალი პირველობისკენ ისწრაფვის, მაგრამ ჩაიგდებს თუ არა ხელში ძალაუფლებას, მისი განკარგვა არ შეუძლია. მისთვის თვითონ თამაშია მნიშვნელოვანი და არა შედეგი.

გახსოვდეთ: ქალი ძალზე ძლიერია თავისი ფსიქიკით, ენერგეტიკით, ჭკუით. ქალი მამაკაცზე ათჯერ მეტად ემოციურია, ასეა ბუნებით დაწესებული, ხოლო ემოცია – ეს ძალაა. მთავარი კითხვა ისაა, საითაა ეს ემოცია მიმართული.

გააცნობიერეთ და მიიღეთ თქვენი ქალური ბუნება. მოძებნეთ ქალური კრეატიულობის ხერხები, აზროვნების ის განსაკუთრებული სახე, რომელიც მხოლოდ ქალს ახასიათებს. არ არის საჭირო, ირგვლივ არსებულ სცენარს მიესადაგოთ. აუცილებლად უნდა გააცნობიეროთ, რა არის ქალის ჭეშმარიტი ბუნება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

20-26 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი