ქალი და კაცი

შენამდე მოსასვლელი გზა

№51

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 04.01

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

ქალის მოხიბვლა არასოდეს იწყება შთამბეჭდავი მანქანით, არც ძვირად ღირებული სუნამოთი, არც ხმამაღალი განცხადებებით...

ქალს იზიდავს მამაკაცი, რომელსაც თავისი ენერგია „შეაქვს მის სივრცეში“ ისე, რომ არ ცდილობს, დაჩაგროს, არც იტრაბახოს, უბრალოდ, იურთიერთოს მშვიდად, თვითდაჯერებულად, კომფორტულად. ქალს ხიბლავს ხმის ტემბრი, რომელიც დაძაბულობას არ ტოვებს, მზერა – რომელიც არ არის ხარბი და ავხორცული, მაგრამ არის ინტერესიანი.

ქალს ყველაზე მეტად ხიბლავს მამაკაცი, რომელიც უსმენს ისე, როგორც ადამიანები ერთმანეთს ჩვეულებრივ არ უსმენენ, ანუ უსმენს არა მხოლოდ მის სიტყვებს, არამედ ნაზ, დაუფარავ, უთქმელ ემოციებს.

მამაკაცებს უნდა ახსოვდეთ, რომ ქალის მოხიბვლა არ არის ომი. ეს არის ენერგეტიკული პარტნიორობა.

ქალს არ სჭირდება გმირი. სჭირდება ადამიანი, რომლის გვერდით იქნება და არ შეუზღუდავს თავისუფლებას.

და თუ ოდესმე დაგაინტერესებთ, რატომ „იღებს“ ქალი გადაწყვეტილებას კონკრეტულ მამაკაცზე, პასუხი ყოველთვის ერთია: ის მასთან საკუთარ თავს უფრო ლამაზად, თავდაჯერებულად და თავისუფლად გრძნობს.

რატომ უყვარს ქალს თამაში

მამაკაცთან ურთიერთობაში ქალს ყოველთვის აქვს ერთი საიდუმლო მიზანი – ნახოს, რაზეა წამსვლელი კაცი მისთვის.

ეს ახირება არ არის, არამედ ემოციური უსაფრთხოების ტესტია.

სანამ ქალი ბოლომდე გაიხსნება, მანამდე:

* ოდნავ გაიწევს;

* მერე ოდნავ დაფიქრდება;

* მერე, თითქოს, დაიკარგება;

* ისევ დაბრუნდება...

და ამით ქმნის „სარწმუნოობის რუკას“.

ეს თამაშს ჰგავს, მაგრამ სინამდვილეში ქალის ყველაზე ძლიერი ფსიქოლოგიური ინსტრუმენტია.

როდესაც ქალი გაძლევთ სიგნალებს, შემდეგ კი უცებ უკან იწევს, ის რეალურად გეკითხებათ: „ხელს ისევ გამომიწოდებ, თუ მივხვდე, რომ შენთან ურთიერთობა არ ღირდა?“

ეს არ არის მახე. ეს არის ინდიკატორი, კაცი მზად არის თუ არა ქალის სამყაროში შესასვლელად. ქალი ყოველთვის აფასებს არა იმას, რამდენი გააკეთა კაცმა, არამედ იმას, რა დარჩა მასში სტაბილური მაშინ, როცა ქალი ტესტავდა.

ქალს მარტივად მოაჯადოებ სიტყვებით, მაგრამ აუცილებლად დაკარგავ როცა ცხადად დაინახავს, რომ შენი გრძნობა რეალური არ არის.

ქალი ყოველთვის ელოდება იმას, ვინც მისი ყურადღების ღირსია.

ზუსტად აქ იწყება მოხიბვლის ნამდვილი ხელოვნება – სიყვარული, რომელიც არ არის სწრაფი, მაგრამ არის სიღრმისეული, ხარისხიანი და ფსიქოლოგიურად გამყარებული.

როგორ უყვარს ქალს

ქალის გონება ყოველთვის ორიენტირებულია დეტალებზე: რა თქვა, როგორ თქვა, რა არ თქვა, რატომ არ თქვა…

მამაკაცებისთვის ეს ზედმეტია, მაგრამ ქალისთვის – ჩართულობის მთავარი ინსტრუმენტი. სწორედ აქ ჩნდება ფენომენი, რომელსაც ფსიქოლოგები „გონებით შეყვარებას“ ეძახიან.

კაცმა უნდა გაიაროს ტესტები, რომლებიც ზოგჯერ თავად ქალსაც არ აქვს გაცნობიერებული:

* მოსმენის უნარი;

* ემოციური სტაბილურობა;

* სიტყვების სანდოობა;

* სხეულის ენა;

* ემოციები და რეაქციები.

და როცა ამ ტესტებს გადის

ქალი თავის შიგნით იწყებს საკუთარი პატარა სამყაროს ურთიერთობად ქცევას. აი აქაა ყველაზე დიდი საფრთხე, რადგან ქალი ხშირად ქმნის კაცის ვერსიას, რომელიც რეალობაში საერთოდ არ არსებობს.

თუმცა, ეს არც სისუსტეა და არც ცრუ იმედი ეს დაცვის მექანიზმია: უკეთესია, დაიჯერო, რომ „ასეთიც შეიძლება იყოს“, ვიდრე მიიღო, რომ „ასეთი, უბრალოდ, არ არსებობს“.

რატომ უყვარდება ქალს გონებით?

რადგან ქალებში გრძნობა ვერ ძლებს იქ, სადაც აზრი და გონება უმოქმედოა. ქალს სჭირდება აღქმა, ინტელექტუალური ინტერესი, ემოციური თანხვედრა – და მხოლოდ მერე ჩნდება, ეგრეთ წოდებული, „ქიმია“.

მამაკაცის ქცევა ქალის გონებაში ხდება არქიტექტურა, ხოლო გრძნობა – დეკორაცია.

მაგრამ არსებობს კიდევ ერთი საფრთხე: როცა ქალის გონება იწყებს „გალამაზებას“, რეალური ადამიანი შეიძლება, სულ არ ეწერება იმ წარმოდგენაში, რომელსაც ქალი ქმნის. მაშინ ურთიერთობა ინგრევა არა იმიტომ, რომ მიუღებელი იყო, არამედ იმიტომ, რომ ქალი ბოლოს საკუთარ ილუზიას შორდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №2

12-18 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი