ქალი და კაცი

შემფასებლის როლში

№34

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 01.09

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

როცა აფასებენ, ეს უკვე ავტომატურად ნიშნავს შემფასებლის უპირატესობას შესაფასებელ ობიექტზე. ხოლო ის, ვისაც აფასებენ ცდილობს, უბრალოდ, შეესაბამებოდეს შემფასებლის კრიტერიუმებს. ამ შემთხვევაში ქება და კრიტიკა დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისაგან. ადამიანს, რომელსაც უკეთესი საზოგადოებრივი პოზიცია აქვს, რომელიც უფროსია და რომელსაც აქვს ფული, როგორც წესი, დომინირებს, ამიტომ ეს თითქმის უპირობო კაპიტულაციაა საწყის ეტაპზევე. მეორეც, ამ ტიპის ადამიანების თვითშეფასება ძალიან მაღალია და რთულია მათ ამაში გადააჭარბო.

დომინირებისთვის უმთავრესია მაღალი თვითშეფასება. სხვა სიტყვებით – ფსიქოლოგიური სიჯანსაღე. ყველა ადამიანს რაღაც ტკივილი აქვს გადატანილი, მაგრამ ძლიერი ინდივიდები ამ ტრავმებს მათი ჩაძირვის საშუალებას არ აძლევენ. კომპლექსების, შიშებისა და დაბალი თვითშეფასების დაფარვა გამოსავალი არ არის. ეს ისედაც კარგად ვლინდება ჩვენს ნებისმიერ მიმიკაში, ჟესტში, ხმაში, ქცევის ფორმაში. არავერბალურ დონეზე მსგავსი რამეები გაცილებით მძაფრად იგრძნობა.

დომინირება პარტნიორზე ორი ფორმით ხდება:

* დომინანტი საკუთარი თვითშეფასებით აჭარბებს პარტნიორის თვითშეფასებას;

* დომინანტი ცდილობს, პარტნიორს დაუწიოს თვითშეფასება.

პირველი ხერხი გაცილებით ეთიკურია, რადგან მას შეუძლია, პარტნიორის თვითშეფასებაზე დადებითად მოქმედება – ის ხომ განსაკუთრებული პიროვნების გვერდითაა. მაგრამ ამ შემთხვევაში დომინანტი მართლაც ღირებული უნდა იყოს როგორც საზოგადოებრივ ასპარეზზე, ისე პიროვნულ დონეზე და მას აღარ დასჭირდება სხვის თვითშეფასებაზე ნეგატიური გავლენის მოხდენა. მეორეს შემთხვევაში დომინანტი ეძებს პარტნიორის სუსტ ადგილებს და ამით მანიპულირებს, თუ სუსტი ინდივიდი შეხვდა, ბუნებრივია, მარტივად ზემოქმედებს მასზე.

საკუთარი თვითშეფასების ამაღლება არც ისე მარტივია და ბევრი შრომა სჭირდება, გაცილებით მარტივია სხვის თვითშეფასებაზე იმოქმედო ნეგატიურად. ამიტომ მას გაცილებით მეტი ადამიანი მიმართავს.

მართავს ის, ვინც ნაკლებად შეყვარებულია

როგორც წესი, ქალები გაცილებით ემოციურები არიან, მამაკაცები კი – თავშეკავებულები. ის, ვინც ქვითინებს, ეჭვიანობს, მოთქვამს ვერ მართავს სიტუაციას.

საქმე ისაა, რომ თვითკმარი ადამიანები სულაც არ არიან მთელი არსებით დამოკიდებული ურთიერთობაზე. მათთვის პარტნიორი ცხოვრების მხოლოდ ერთი ასპექტია, ამის გარდა აქვთ უამრავი ინტერესი და წყარო, საიდანაც საჭირო ემოციებით იკვებებიან. როცა ურთიერთობა სრულდება, თვითკმარი პერსონები არ რჩებიან მარტო, მათ ხომ ამდენი თავშესაქცევი აქვთ, რაც დანაკარგის გადატანაში ეხმარებათ. ისინი, როგორც წესი, ხასიათდებიან თავისუფალი ბუნებით, იმ ადამიანებისგან განსხვავებით, რომლებიც მთელი არსებით არიან დამოკიდებული კავშირებზე, მტკივნეულად განიცდიან ყველა დეტალს. მათთვის ურთიერთობა საჭირო შეგრძნებების მიღების ერთადერთი წყაროა, ამიტომ პარტნიორზე ნარკომანებივით ხდებიან დამოკიდებული.

გახსოვდეთ: რაც მეტ ძალისხმევას დებს ადამიანი ურთიერთობაში, მით მეტად დამოკიდებული ხდება. რადგან ყველაფრის გაღება ავტომატურად ნიშნავს, რომ ეს კავშირი გაცილებით მნიშვნელოვანია – მან ხომ ამდენი გასცა, მასში თითქმის ყველაფერი ჩადო და ბუნებრივია, უფრო მეტად აფასებს ამ ურთიერთობას, ვიდრე ის, ვისაც ეს ყველაფერი თითქმის საჩუქრად ეძლევა.

შეიძლება, საყვარელი ადამიანისათვის გაიღო არა მხოლოდ ემოცია, მზრუნველობა და ფული, არამედ საკუთარი აზრების დიდი წილი. როცა მასზე ძალიან ბევრს ფიქრობთ, ის უკვე თქვენს გონებას მთლიანად მოიცავს და ადგილი აღარაფრისთვის რჩება. ეს აქცევს თქვენს პარტნიორს უპირობო დომინანტად. რაც უფრო მეტ ემოციას უძღვნით მას, მით უფრო საბედისწერო მნიშვნელობას იძენს ის თქვენს ცხოვრებაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა