ქალი და კაცი

როგორ ცხოვრობენ ბედნიერი ადამიანები?!

№46

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 24.11

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

1. ბედნიერი ადამიანი დილას იწყებს მადლიერებით გათენებული დღის გამო და საერთოდ ყველაფრის გამო, რაც მის ირგვლივ არის და ხდება.

2. ბედნიერი ადამიანი ყოველთვის იღიმება, ეს ეხმარება დადებითად განაწყოს სხვებიც. სარკეში უღიმის საკუთარ თავს.

3. ბედნიერი ადამიანი არ ინტერესდება, რას ფიქრობენ მასზე, არ იცოდებს საკუთარ თავს და არასდროს ადარებს სხვას. მას ამისათვის, უბრალოდ, არ სცალია.

4. ბედნიერი ადამიანი ყველაფერში პოულობს პოზიტივს და სჯერა უკეთესის. მიაჩნია, რომ საკუთარ შეცდომებზე სწავლა უკეთესია.

5 ბედნიერ ადამიანს უყვარს ხალხთან ურთიერთობა და ახალი ადამიანების გაცნობა.

6. ბედნიერი ადამიანი სიკეთეს უხვად გასცემს. მათ სიამოვნებას ანიჭებთ სხვისი დახმარება.

7. ბედნიერი ადამიანი უფრთხილდება, როგორც სხეულს ასევე სულს. ის თვითგანვითარებისა და თვითშეგნების ამაღლებაზე ზრუნავს.

8. ბედნიერი ადამიანი ყველაფერს სიამოვნებით აკეთებს, იქნება ეს სამსახურის საქმე თუ ჰობი.

9. ბედნიერი ადამიანი თავს უფლებას აძლევს ზოგჯერ იყოს ბავშვი. მათი თვალით დანახული სამყარო, ხომ ვარდისფერია, პატარები კი გამოირჩევიან ემოციების გულწრფელად გამოხატვით.

10. ბედნიერი ადამიანი ხარობს იმით, რაც აქვს და ცხოვრობს დღევანდელი დღით. არ იქექება წარსულში და თავს არ იღლის იმის გარკვევით, რა იქნება მომავალში.

რა არის საჭირო ბედნიერებისათვის

ყველა ვიცნობთ ადამიანებს, რომლებსაც ყველაფერი აქვთ იმისთვის, რომ ბედნიერები იყვნენ, მაგრამ არ არიან. თუმცა ბევრია, ვისაც თითქოს არაფერი აქვს სასიხარულო, მაგრამ ბედნიერია. საქმე ისაა, რომ ცხოვრებისეული დრამვებიც კი ვერ ახდენენ პირდაპირ გავლენას ჩვენი ბედნიერების ხარისხზე.

მატერიალური კეთილდღეობა ნაკლებად განსაზღვრავს ადამიანის ბედნიერების ხარისხს. რა თქმა უნდა, მატერიალური რესურსების სიმცირე ხელს უწყობს უბედურების განცდას, თუმცა მისი გაზრდა სულაც არ იწვევს ბედნიერების განცდის მატებას.

ხშირად გვესმის ,,ყველაფერი იმისთვის, რომ ვიყო ბედნიერი…“. სამყაროში რესურსები შეზღუდულია, მაშინ როდესაც გონებაში – არა. სწორედ ტვინს შეუძლია, გადათარგმნოს გარე პირობები და ბარიერები ბედნიერებაში ან ტანჯვაში. ბედნიერების 90 პროცენტი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ახდენს ჩვენი გონება სამყაროს შესახებ ინფორმაციის გადამუშავებას.

,,ბუნებრივი ბედნიერება“ არის შემთხვევა, როდესაც ვიღებთ იმას, რაც გვინდოდა, ხოლო ,,სინთეზირებული ბედნიერება“ უკავშირდება შემდეგ სიტუაციას – რას ვაკეთებთ, როდესაც ვერ ვიღებთ იმას, რაც გვინდოდა.

ჩვენ გვჯერა, რომ ხელოვნურად მიღებული ბედნიერება უფრო დაბალი ხარისხის არის, ვიდრე ბუნებრივი ბედნიერება. რეალურად, ჩვენ შეგვიძლია, ჩვენი ტვინის რესურსების გამოყენებით, ბედნიერების სინთეზირება და შექმნილი ბედნიერება ისეთივე პოზიტიური შედეგების მომტანია, როგორც ბუნებრივი. დადგენილია, რომ ხელოვნური სიცილი ცვლის ადამიანის განწყობას. ორგანიზმი ზუსტად იმავე ქიმიურ ნივთიერებებს გამოჰყოფს, როგორსაც ნამდვილი სიცილის დროს.

ვისწავლოთ, როგორ მუშაობს ჩვენი ტვინი. ისევე როგორც ვავარჯიშებთ სხეულსა და კუნთებს, აუცილებელია ტვინის გავარჯიშებაც პოზიტიური აზროვნების ტექნიკებში.

ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ ბედნიერება არის თანდაყოლილი თვისება, ამდენად ადამიანისთვის მოთხოვნა, რომ გახდეს მეტად ბედნიერი, იგივეა, რაც მოვთხოვოთ სიმაღლეში გაიზარდოს. კვლევებზე დაყრდნობით, ბედნიერების 50 პროცენტი განპირობებულია ჩვენი გენებით, 10 პროცენტი – ჩვენი ცხოვრების გარემოებებით, ხოლო 40-კი დამოკიდებულია ჩვენს ყოველდღიურ აქტივობებზე.

,,ადამიანი, რომელიც ბევრს იღიმის ან სულელია ან ამერიკელი“ – აღნიშნული ფრაზა ემოციების გამოხატვის კულტურულ განსხვავებებს ასახავს. აზიურ ქვეყნებში არის დაბალი მოლოდინები ბედნიერებაზე. ჩვენს ქვეყანაშიც დგას ბედნიერად ყოფნისა და ბედნიერების გამოხატვის ლეგიტიმაციის საკითხი. ბედნიერების ღიად გამოხატვა ჩვენს საზოგადოებაში არ აღიქმება ნორმად და იწვევს შეუსაბამო რეაქციებს გარშემო მყოფთა მხრიდან.

მნიშვნელოვანია, არ გადავდოთ ბედნიერება და დავიწყოთ მისი ინტეგრირება ყოველღიურობაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა