ქალი და კაცი

რა უნდა ვიცოდეთ, რომ არ მიგვატოვოს

№15

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 24.04

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

ყველაფერი მარტივად არ არის. ნამდვილი და ჭეშმარიტი სიყვარული, მართლაც რომ, მილიონში ერთია. წლების შემდეგ ქორწინება უბრალო მიჩვევაში გადადის, უარეს შემთხვევაში კი მამაკაცები ახალგაზრდა საყვარლებს იჩენენ, ქალებს კი ცოლის სტანდარტული ფუნქცია რჩებათ – სამზარეულო და შვილები.

დაიწყეთ მომავალზე ზრუნვა დღეიდან და გააკეთეთ ყველაფერი, რომ ქმარმა სხვისკენ არ გაიხედოს.

👉ცოლი, რომელიც თავს არ უვლის ადვილად მოსაბეზრებელი ხდება. ლამაზი გოგო, რომელიც გათხოვებამდე ქმრისთვის ყოველ ნახვაზე იპრანჭებოდა, უკვე სახლის ფორმაში გამოწყობილ უმაკიაჟო ქალად გადაიქცა – არა, ეს კაცებს ნამდვილად არ მოსწონთ. მოწესრიგდით და დახვდით ისე, რომ თქვენი ნახვა ესიამოვნოს;

👉იზრუნეთ მასზე. ეცადეთ, მისი საყვარელი კერძი ხშირად მოუმზადოთ;

👉რა თქმა უნდა, კარგი სექსი. საქართველოში ამის ერთგვარი „კომპლექსია“, ეს არა მარტო ქალებს, არამედ კაცებსაც ეხებათ – ლოგიკა მარტივია: ქმარს რომ ვუთხრა ჩემი ფანტაზიები, რას იფიქრებს? ერთ პოზაში დაწყებული და დამთავრებული სექსი აუცილებლად მიიყვანს თქვენს ქმარს საყვარლამდე, ასე რომ, თუ ქმრის სხვასთან გაზიარება არ გინდათ, გახდით საწოლში უფრო სასურველი;

👉იყავით ყოველთვის ფორმაში. არ გეგონოთ, რომ ქორწინებით ყველაფერი დამთავრდა და ის უკვე თქვენია. ქვეცნობიერად ყველა კაცს უხარია, როცა მისი ცოლი ლამაზად გამოიყურება და სხვები თვალს აყოლებენ. ყველა კაცი რაღაც დოზით ეგოისტია, ასე რომ, რამდენიც უნდა იწუწუნოს მან ფულზე, სიამოვნებით დაახარჯავს მას თქვენს გარდერობს. უბრალოდ, აირჩიეთ ოქროს შუალედი გადაპრანჭულ თოჯინასა და ჭკვიან ქალს შორის. მამაკაცებს არ უყვართ მასზე ჭკვიანები, ეს მათ აკოპლექსებს. თუმცა არც ისეთი დაბალ ინტელექტუალურები ხიბლავთ, რომლებიც ხალხში შეარცხვენენ.

მაშ ასე, მოუარეთ თავს, იყავით ყოველთვის კარგ ფორმაში, იყავით მზრუნველები, იყავით განსაკუთრებული ლოგინში და თქვენ ნორმალური კაცი არასდროს მიგატოვებთ.

გული გატკინათ? წადით!

ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ არაერთი მიზეზი არსებობს, რის გამოც ჩვენი ქვეცნობიერი ყოფილთან დაბრუნებას გვაიძულებს.

ყოფილთან დაბრუნება ყველაზე მარტივი რამაა, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ. თქვენ უკვე იცით ერთმანეთის სურვილები, ჩვევები და ნაკლოვანებები – გარდა ამისა, ყოველთვის მარტივია უკვე ნაცნობ ადამიანთან ყოფნა. ჩვენ ვეჩვევით პარტნიორის მოყენებულ ტკივილს, ამიტომ მასთან მოულოდნელი სიურპრიზები აღარ გველოდება. ვუშვებთ, რომ მომავალში შეიძლება ისევ გვატკინოს გული და ამას უკვე შეგუებული ვხვდებით.

დაშორება ნამდვილად ძნელია. თავს მარტოსულად გრძნობთ და ადამიანი, რომელიც კომფორტს გაგრძნობინებდათ, თქვენ გვერდით აღარაა. ყოველთვის, როცა დაშორებაზე ვფიქრობთ, გვახსენდება პარტნიორთან გატარებული ბედნიერი მომენტები, გვიჭირს ურთიერთობის დამთავრება და ნაბიჯის გადადგმას ვერ ვბედავთ.

ზოგადად, ადამიანებს ეშინიათ მარტო დარჩენისა და ახალი ურთიერთობების დაწყების. მათი აზრით, მარტო ყოფნას იმ ადამიანთან დარჩენა სჯობს, ვინც გულს სტკენთ.

დიახ, პარტნიორთან დაშორება ხშირად დრამატულია და გულგატეხილს გვტოვებს. ცუდი ისაა, რომ ნეგატიური ემოციები მანამდე არ მოგვშორდება, სანამ საბოლოოდ არ დავივიწყებთ ყოფილს ან მასთან დაბრუნებას არ გადავწყვეტთ.

ხშირად ქვეცნობიერად სპეციალურად ვახშობთ ნეგატიურ გრძნობებს, რათა ტრავმა ხელახლა არ განვიცადოთ.

„სიყვარულით დაბრმავება“ ხშირად რეალურად ხდება. იმის გარდა, რომ ვერ ვხვდებით, ჩვენი ქცევები ჩვენსას აღარ ჰგავს, ზოგჯერ ჩვენი სიამაყე და პრინციპებიც გვავიწყდება და უბრალოდ, მივყვებით იმ არარეალურ იმედს, რომ ჩვენი პარტნიორი შეიცვლება.

როცა ყოფილს კიდევ ერთ შანსს ვაძლევთ და ვუჯერებთ, რომ გამოსწორდება, თუნდაც გულის სიღრმეში ამის არ გვჯეროდეს, მისი შეცვლის სურვილი გაცილებით ძლიერია, ვიდრე ამ სიტუაციაში ლოგიკური აზროვნების. სინამდვილეში, ადამიანები ძალიან იშვიათად იცვლიან შინაგან ბუნებას.

გიგრძნია, რომ დაავიწყდი?

ოდესმე გიგრძნია, რომ დაავიწყდი? ეს არის ბავშვობისა და მოზარდობის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული გამოცდილება, მაგრამ ზრდასრულ ასაკშიც ასეთივე რთულია ამის გაანალიზება.

ყველას გვქონია განცდა, რომ საკმარის ყურადღებას არ გვაქცევენ, ან იმას ვერ ვიღებთ, რაც გვსურს. ასეთ დროს გვეჩვენება, რომ ყველა სხვა ადამიანი, მეგობრები თუ ოჯახის წევრები, ჩვენზე წინ აყენებენ სამსახურს, პირად ურთიერთობებსა და ყოველდღიურობას.

საიდან მოდის ეს გრძნობა?

ეს ემოცია დაკავშირებულია უარყოფის ან იზოლირებულობის განცდასთან, შეიძლება, ასევე, გამოწვეული იყოს იმ განცდით, რომ სხვები მეტს აკეთებენ და მეტს აღწევენ, მაგრამ თქვენ – არა. ხშირად ეს ემოციები მოდის იმ პოსტებიდან, რომლებსაც სოციალურ მედიაში ვკითხულობთ ან მიღწევებიდან, რომლებსაც სხვები აზიარებენ – იქნება ეს მოგზაურობა, ახალი სამსახური თუ ახალი ურთიერთობა.

მიტოვებულობის განცდა არ არის კონსტრუქციული გამოცდილება. შედეგად, გიქვეითდება მოტივაცია და გეწყება შფოთი, რომ საბოლოოდ, მარტო აღმოჩნდები.

რატომ გვიჭირს იმის დაფასება, რაც გვაქვს?

მადლიერება არის ძლიერი ანტიდოტი, რომელიც ამ საშინელი განცდის დავიწყებაში დაგეხმარება – დააფასე ის, რაც გაქვს და დაფიქრდი, როგორ შეგიძლია მიიღო სიამოვნება ცხოვრებისგან.

აბა, დაფიქრდი – აღფრთოვანდებოდი თუ არა, შენი ცხოვრება სხვა ადამიანის რომ ყოფილიყო, ხოლო შენი მიღწევები – სხვისი. მერე კი ემოციის გარეშე შეაფასე. ანუ, შეეცადე, შენს ცხოვრებას სხვისი თვალით შეხედო და გააანალიზო ყველა ის პოტენციალი, რისი მოცემაც მას შეუძლია.

მაგალითად, თუ იმ ადამიანებზე ეჭვიანობ, რომლებიც ბევრს მოგზაურობენ, მაშინ ცხოვრებაში ახალი თავგადასავალი ან, სულ მცირე, ცოტა მეტი სიახლე გჭირდება.

ნუ გეშინია – უშიშრად გადადგი ნაბიჯები, თუნდაც, სხვა მიმართულებით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

23-29 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

ვერკა ჯაჯანიძე

ვერკა ჯაჯანიძე: მამალ ქალებს რომ ეძახიან, მართლა ე...