ქალი და კაცი

მე ის მიყვარს

№37

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 24.09

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

ბევრჯერ გაგვიგია ფრაზა „მე ის მიყვარს“. ცოტა ხნის შემდეგ კი ის ადამიანი იმავე ფრაზას, ასევე გულწრფელად, სხვაზე ამბობს. ზოგი ადამიანი წლის განმავლობაში, როგორც ამბობენ, რამდენიმე შეყვარებულს იცვლის და ყოველთვის ჰგონია, რომ უყვარს. მოდი, გავარჩიოთ, რა ნიშნები ახასიათებს ნამდვილ სიყვარულს:

შეყვარებულობა: როდესაც მე მინდა, ბედნიერი ვიყო შენთან ერთად.

სიყვარული: მე მინდა შენ გაგაბედნიერო.

შეყვარებულობა: როდესაც მე ვაფასებ შენს ღირსებებს.

სიყვარული: როდესაც მე ვიცი შენი ნაკლოვანებების შესახებ და ვიღებ მათ.

შეყვარებულობა: „მე შენ მიყვარხარ“ რაღაცის გამო.

სიყვარული: მე შენ მიყვარხარ ყველაფრის მიუხედავად.

შეყვარებულობა: მე მომწონს, როგორ გამოიყურები.

სიყვარული: მე მომწონს შენი ხასიათი.

შეყვარებულობა: მე ყოველთვის სრულიად გეთანხმები შენ.

სიყვარული: მე არ გეთანხმები, მაგრამ ვაფასებ შენს აზრს.

შეყვარებულობა: მე მზად ვარ მოვკვდე შენ გამო.

სიყვარული: მე მზად ვარ ვიცოცხლო შენთვის.

შეყვარებულობა: მეგობრები მოიცდიან.

სიყვარული: ჩვენ საერთო მეგობრები გვყავს.

შეყვარებულობა: მე მზად ვარ, მთები გადავდგა.

სიყვარული: მე მზად ვარ უარი ვთქვა ჩემს ეგოიზმზე.

შეყვარებულობა: მე მეშინია შენი დაკარგვის.

სიყვარული: მე მშვიდად ვარ, რადგან ვიცი, რომ შემიძლია, გენდობოდე.

შეყვარებულობა: მე სხვა არავინ მჭირდება.

სიყვარული: ჩვენი ურთიერთობა სხვებს უნდა ემსახურებოდეს.

შეყვარებულობა: მე არ მინდა, დავრჩე მარტო.

სიყვარული: მე მინდა, ჩემი ცხოვრება შენთან ერთად გავატარო.

შეყვარებულობა: მე თავს ვკარგავ.

სიყვარული: ჩემს სიცოცხლეს აზრი მიეცა.

ქალი – როდესაც უყვარს

როგორ იქცევა შეყვარებული ქალი? ისე, როგორც უნდა იქცეოდეს შეყვარებული ადამიანი. გვერდში უდგას საყვარელ კაცს, ცდილობს, გაახალისოს, მისცეს მოტივაცია, რომ გახდეს უკეთესი. ეუბნება, რომ ის ყველაზე კარგია, ყველაზე თბილია, სიმპათიურია და ასე შემდეგ.

კაცებს ქალებისგან განსხვავებით ნაკლები ლაპარაკი უყვართ, მაგრამ რა უნდა უპასუხო ქმარს, რომელიც ჩვენით მუდამ უკმაყოფილოა? კარგი, შესაძლოა, ცოტას ვაჭარბებთ და ყოველდღე არ გვეუბნება წონაში გაქვს დასაკლებიო, მაგრამ ზოგადად, გარეგნულ ნაკლებზე ყურადღების გამახვილება, საყვარელი ადამიანის მხრიდან, ლამაზი საქციელი არ არის.

იდეალური ძალიან ცოტა ადამიანი თუ არის. სილამაზის აღქმა, ხომ, ძალიან ინდივიდუალური და არაობიექტურია – ზოგს ქერა მოსწონს, ზოგს – წითური, ზოგისთვის სიმაღლეს აქვს მნიშვნელობა, ზოგისთვის – წონას... ასე თუ ისე, ყველას საკუთარი აზრი აქვს – როგორი კაცები (ქალები) მოგვწონს და როგორი არა.

არ მოგწონთ, ეგრეთ წოდებული, „ფორმებიანი” ქალები და გინდათ, რომ თქვენი ცოლი ძალიან გამხდარი იყოს ან, პირიქით, მიგაჩნიათ, რომ ქალს ფორმები სჭირდება? მაშინ ძალიან მარტივად შეგიძლიათ, მიიღოთ გადაწყვეტილება და მოიყვანოთ ისეთი, როგორიც გინდათ.

ნებისმიერი ჩვენგანი ცდილობს, მაქსიმუმი გააკეთოს, რომ თქვენთვის იდეალურები ვიყოთ, მაგრამ ყველაფერს აქვს ზღვარი. დიახ, ხშირად გოგონა, რომელიც ცოლად მოგყავთ, შვილების გაჩენის შემდეგ იცვლება, აღარ აქვს ისეთი მოქნილი ტანი, ორსულობა კვალს ტოვებს მის სხეულზე და საერთოდ, დროთა განმავლობაში ადამიანები იცვლებიან. თქვენც არ იქნებით 20 წლის შემდეგ ისეთები, როგორებიც ახლა ხართ. თუმცა, დარწმუნებული ვარ თქვენი მეორე ნახევრები წამოზრდილი მუცლის მოცილებასა და წონაში დაკლებას იმ სიტყვებით კი არ შეეცდებიან, რომლითაც გულს გატკენენ, არამედ გვერდში დაგიდგებიან და მოტივაციას აგიმაღლებენ.

და თუ გინდათ, თქვენი შეყვარებული, ცოლი და უბრალოდ, საყვარელი ადამიანი ბედნიერი და გაღიმებული ნახოთ, ყოველდღე უთხარით მეტი კომპლიმენტი, შეაქეთ, დააფასეთ და აგრძნობინეთ, რომ თქვენთვის მსოფლიოში ყველაზე სასურველი და ლამაზია! ეს მის თვალში ისეთ მამაკაცად გაქცევთ, რომლის მსგავსი არსად მოიძებნება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

27 ნოემბერი- 3 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი