ქალი და კაცი

ქორწინების ტიპები

№30

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 04.08

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

კვლევების თანახმად, ქორწინება რამდენიმე ტიპად იყოფა – მეუღლეებს შორის სრული ჰარმონიიდან ერთმანეთის სრულ უარყოფამდე. იმის დასადგენად, რა ფაქტორები მოქმედებს ურთიერთობებზე, ფსიქოლოგებმა 6 ათასზე მეტი წყვილი შეისწავლეს.

1. არამდგრადი წყვილები – როგორც წესი, ასეთ ოჯახებს ძალიან ახალგაზრდა, ნაკლებად განათლებული და ნაკლებად კვალიფიციური, მუდმივად უკმაყოფილო ადამიანები ქმნიან. მათ ხანმოკლე ქორწინებები და ხშირი განქორწინება ახასიათებთ.

2. კონფლიქტური წყვილები – ისინი ცხოვრების წესით არამდგრად წყვილებს ჰგვანან, ძირითადად, ნაკლებად განათლებულები არიან, თუმცა, მათგან განსხვავებით, რელიგიისა და პარტნიორობის საკითხებში ერთმანეთს ეთანხმებიან. ასეთ ადამიანებს მცირე შემოსავალი აქვთ და გამუდმებით კამათობენ.

3. ტრადიციული წყვილები – ისინი ბედნიერებას ბავშვის აღზრდასა და რელიგიურ ჰარმონიაში ხედავენ. ოჯახებს ადრე ქმნიან, განათლებულები არიან და უფრო მაღალი შემოსავალი აქვთ. განქორწინებაზე იშვიათად ფიქრობენ. მათი ურთიერთობა სტაბილურია.

4. ჰარმონიული წყვილები – შესაძლოა, შვილების აღზრდაზე განსხვავებული აზრი ჰქონდეთ, თუმცა, ეს პრობლემად არ მიაჩნიათ. მათ უმაღლესი განათლება აქვთ და 1 ან 2 შვილი ჰყავთ. ასეთ ოჯახებში მამაკაცებს დაბალი შემოსავალი აქვთ, ამიტომ ქალები იძულებული არიან ბევრი იმუშაონ. თუმცა ამ ჯგუფში განქორწინება იშვიათია. ასეთი წყვილების 94% ცხოვრებით კმაყოფილია.

5. სტაბილური წყვილები – მათ კონფლიქტების მარტივად მოგვარება შეუძლიათ. როგორც წესი, ისინი ასაკით უფროსი, უმაღლესი განათლების მქონე, ფინანსურად უზრუნველყოფილი და კომუნიკაბელური ადამიანები არიან. მათგან 86%-ს განქორწინებაზე არასოდეს უფიქრია.

ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, თუ გსურთ, შეინარჩუნოთ მშვიდი და ბედნიერი ოჯახი, გაითვალისწინეთ:

• მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას არ დაყოთ ერთმანეთის აზრები სწორად და არასწორად;

• დაეყრდენით როგორც ინტუიციას, ასევე, რაციონალურ აზროვნებას;

• ერთმანეთს ყოველთვის გაუზიარეთ საკუთარი გრძნობები.

* ცოლქმრული ურთიერთობების სტაბილურობისთვის საჭიროა ერთმანეთთან გულახდილი საუბარი და არა პარტნიორის განსჯა.

ორი ამოცანა

ურთიერთობაში ყოფნა ერთდროულად ორ ამოცანას გულისხმობს:

როგორც ზედმეტად ღია, ისე ზედმეტად დახურული საზღვრებიც ანგრევს ურთიერთობას. არ არსებობს რეცეპტი: როდის, როგორ, რამდენად უნდა გავიხსნათ პარტნიორთან.

წყვილი არ არის ორი არასრული ადამიანის ერთობა, წყვილი ორი თვითმყოფადი პიროვნების გაცნობიერებული კონტაქტის შედეგია.

კომფორტულია ისეთი პარტნიორი, რომელიც დღეში ერთხელ მაინც დაგიკავშირდებათ: მოგწერთ, დაგირეკავთ თუ გნახავთ... არ აქვს მოთხოვნილება, ყველა თქვენ საქმიანობაში ჩართული, ან თუნდაც ინფორმირებული იყოს ყველაფერზე, რაც დღის განმავლობაში გადაგხდებათ თავს. ასეთივე პროცესებს გადის პარტნიორი – ზოგჯერ შესაძლოა მეტად იყოს დაკავებული და კომუნიკაციის ინტენსივობამ იკლოს, ზოგჯერ – პირიქით.

საზღვრების დაწესება და მათ შესახებ კომუნიკაცია მხოლოდ მაშინ მუშაობს, როდესაც მეორე ადამიანის აზრს პატივს ვცემთ. ხანგრძლივი ურთიერთობის შენარჩუნება შეუძლებელია, თუ არ ვაღიარებთ პარტნიორის როგორც ცალკე, ჩვენგან დამოუკიდებელი ადამიანის მნიშვნელობას.

ძალიან ხშირად თავდაპირველად გვიყვარდება არა კონკრეტული ადამიანი, არამედ ჩვენი წარმოდგენა ამ ადამიანზე. რაც მეტი დრო გადის, მით უფრო უკეთესად ვხვდებით, რამდენად გვიზიდავს ის, თუმცა, თუ მიდრეკილი ვართ საკუთარი პოზიციიდან აღვიქვათ სამყარო, შესაძლოა გაგვიჩნდეს ცრუ მოლოდინი: გავბრაზდეთ, როდესაც ის ისე არ იქცევა, როგორც გვინდა, ან ვერ გავუგოთ, როდესაც მისი პოზიცია ჩვენი პოზიციისგან განსხვავდება.

ურთიერთობის დასაწყისში, როცა ჭარბობს ილუზიები და ვნება, ძნელი დასადგენია, მართლა გვიზიდავს ის ადამიანი თუ, დროებითი გატაცებაა. ეცადეთ, დააკვირდეთ, რამდენად მოგწონთ თქვენი პარტნიორი როგორც პიროვნება; ვნება რომ არ გაკავშირებდეთ, ემეგობრებოდით თუ არა; მისაღებია თქვენთვის მისი ცხოვრებისეული ხედვა და თუ არ ეთანხმებით, შეგიძლიათ, საკითხს მისი თვალითაც შეხედოთ?

სიყვარული, როგორც უსასრულობა

სიყვარული – ეს არის განუზომელი მოვლენა, ურთიერთობების ფუნდამენტი, რომელზე ძლიერიც არაფერი არსებობს. ყველა სამომავლო ფილოსოფიურ კამათს თემაზე – „რა არის სიყვარული”, აზრი აღარ აქვს, რადგან ცნობილმა ფსიქოლოგმა ფრომმა ჩამოაყალიბა მარტივი ფორმულა:

• მე მჭირდება ადამიანი, რადგან მე ის მიყვარს, ანუ როდესაც თქვენ ადამიანი გჭირდებათ, რადგან თქვენ ის გიყვართ, ეს ნამდვილი სიყვარულია.

მაგრამ, როდესაც თქვენ გიყვართ ადამიანი, რადგან თქვენ ის გჭირდებათ, ეს დამოკიდებულებაა და არა სიყვარული.

ნამდვილი სიყვარული ნარკოტიკი არაა. ამიტომ თუ წარმოიქმნა სიტუაცია, როდესაც თქვენ უნდა დაშორდეთ პარტნიორს და ამის მიზეზი გაქვთ, თუ ნამდვილი სიყვარულია, სავარაუდოდ, ეს არ მოხდება, რადგან თქვენ მზად იქნებით, მისთვის ყველაფერი გააკეთოთ.

ნამდვილ სიყვარულში არ არსებობს ტყუილი. ადამიანები ერთმანეთს ყველაფერს ეუბნებიან, გულწრფელები არიან იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ურთიერთობისთვის საშიშია, რადგან ენდობიან ერთმანეთს და არ უნდათ, რაიმე დაუმალონ.

როგორ ვიპოვოთ ჩვენი ნამდვილი სიყვარული?

თქვენ არ დაიჯერებთ, მაგრამ ეს საკმაოდ მარტივია. სიყვარული კი არ უნდა ეძებოთ, არამედ უნდა გააქროთ ყველა სირთულე და წინაღობა მისკენ მიმავალ გზაზე. იყავით მეტად გახსნილი სიყვარულისთვის და ის აუცილებლად მოვა თქვენთან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №51

16-22 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა