ქორწინება ციხე არ არის
ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 29.06

ბევრ ურთიერთობაში დგება მომენტი, როცა ქალს ბუნებრივად უნდა, რომ სიყვარული გადაიზარდოს საერთო ოჯახად. მაგრამ ხშირად ამ ნაბიჯზე საუბრისას მამაკაცი მოულოდნელად იწყებს უკან დახევას – არასწორად გაშიფრულ მინიშნებებს აკეთებს და თავს „მახეში გაბმულად“ გრძნობს.
შეიძლება, ითქვას, რომბევრ კაცს ქორწინება ციხის ასოციაციას უჩენს, სადაც თავისუფლება და თვითგამოხატვა იკარგება.
ამ სტერეოტიპის გადალახვა შესაძლებელია, თუმცა მოთმინებასა და სწორ მიდგომას მოითხოვს.
მამაკაცები ხშირად ფიქრობენ: ქორწინება – ესაა დავალებების უსასრულო ჯაჭვი. ამ შიშს ხშირად აძლიერებს ქალის მიერ ნათქვამი ფრაზები. მნიშვნელოვანია, პარტნიორს აჩვენოთ: ქორწინება არაა კონტროლის მექანიზმი, არამედ ურთიერთპატივისცემისა და მხარდაჭერის ფორმაა.
სჯობს უთხრათ: „ჩვენ, უბრალოდ, ერთად ვაგრძელებთ იმ ურთიერთობას, რომელიც უკვე გვაქვს – უფრო ღრმად, უფრო სტაბილურად.“
თუ ქორწინება ქალის მხრიდან წარმოჩნდება როგორც ერთადერთი გზა ბედნიერებისკენ, მამაკაცი იგრძნობს, რომ მასზე გადაჭარბებული მოლოდინებია და ეს იმუშავებს პირიქით.
სწორი გზავნილი: „ჩვენ უკვე ვართ პარტნიორები, ეს ნაბიჯი მხოლოდ ამ ურთიერთობის ლოგიკური გაგრძელებაა – არა დათმობა, არა მსხვერპლი, არამედ კიდევ ერთი ლამაზი ეტაპი“.
გახსოვდეთ: მამაკაცისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქორწინებამ არ მოუსპოს საკუთარი სივრცე და დრო.
ქორწინების იდეას უნდა ახლდეს გზავნილი: შენ რჩები ის, ვინც ხარ – პარტნიორობის შიგნითაც გაქვს შენი ადგილი და პირადი ცხოვრება.
ზოგი ქალი ქორწინებაზე გადასვლის შემდეგ იწყებს პარტნიორის „გარდაქმნას“. ასეთი ნაბიჯები აფრთხობენ მამაკაცებს.
აჯობებს, თუ პირველივე ეტაპიდანვე გახსნილად ესაუბრებით: „ჩვენ ორივეს გვინდა ერთმანეთის ბედნიერება, ორივეს გვაქვს ჩვენი წრე, ინტერესები და მათ პატივს ვცემთ.“
არ დააჩქაროთ – მიეცით დრო და სივრცე!
დავეხმაროთ კაცს დაოჯახების შიშის გადალახვაში
ძალიან ბევრ მამაკაცს აქვს ქორწინების ფობია, ამიტომ მაინც გირჩევთ, წაიკითხოთ:
• არ შეეცადოთ, უგულვებელყოთ ან გაბრაზდეთ. უთხარით: „ვხვდები, რომ ეს ეტაპი შენთვის ცოტა მძიმეა და ეს ბუნებრივია;
• არ არის საჭირო, უთხრათ: „ქორწინება საუკეთესო რამ არის ჩვენს ცხოვრებაში“. ჯობს, რეალური სურათი დაანახვოთ, პარტნიორობის ჯანსაღი მხარეებით;
• მიეცით დრო და სივრცე – მამაკაცს სჭირდება შანსი, თავად მიიღოს ეს გადაწყვეტილება. ზედმეტმა დაჩქარებამ შესაძლოა, უკუშედეგი გამოიწვიოს;
• აკონტროლეთ საკუთარი სიტყვები – არ ისაუბროთ ქორწინებაზე ტონით: „ჩემი ქმარი რომ გახდები...“, „როგორც ცოლ-ქმარი...“ – ეს მხოლოდ ზრდის მისი თავისუფლების დაკარგვის შიშს;
• აჩვენეთ, რომ ქორწინება არ შეუცვლის თქვენს სიყვარულს პირობებს. უთხარით პირდაპირ: „ჩემთვის მთავარია, რომ ჩვენ ერთად ვიყოთ. ეს სიყვარული არ არის სტატუსზე დამოკიდებული“;
• შექმენით მოდელი – „ქორწინება პარტნიორობაა, არა ბატონობა”. დაანახვეთ, რომ ეს არ არის ცალმხრივი კონტროლი ან მოთხოვნების ჯაჭვი – ეს ორმხრივი მხარდაჭერაა;
• კაცებს არ უყვართ, როცა რაღაცას თავს ახვევთ. უფრო უშუალო საუბრით უთხარით: „თუ ოდესმე მზად იქნები, მინდა, ეს ერთად გადავწყვიტოთ“;
• გააზიარეთ წარმატებული ქორწინების მაგალითები,
არა მხოლოდ ტრადიციული ან იდეალური, არამედ ცოცხალი და ჯანსაღი ურთიერთობები – სადაც ორივე მხარეს აქვს თავისი სივრცე;
• აჩვენეთ, რომ აფასებთ თავისუფლებას.
არ თქვათ ფრაზები: „ახლა დაქორწინდები და შენი ძველი ცხოვრება წარსულში დარჩება“. პირიქით, გაუსვით ხაზი, რომ ურთიერთობა განვითარებისთვის არის და არა შეზღუდვებისთვის.
P.S. თუ მართლა გინდათ ეს კავშირი, ნუ დააჩქარებთ პროცესს – აჩვენეთ თქვენი რეალური გრძნობები და მიეცით პარტნიორს იმის საშუალება, რომ შიში თავდაჯერებულ ნაბიჯად გარდაქმნას.
ქალი მამაკაცის ცხოვრებაში
ოჯახში მამაკაცის როლი უმთავრესად მისი ხასიათითა და რამის მიღწევის სურვილით განისაზღვრება. როდესაც ადამიანმა არ იცის, რა სურს, ვერც ვერაფერს მიაღწევს.
საზოგადოებასა და ოჯახში მამაკაცის როლი ლიდერობაა. რა შეიძლება ითქვას ქალის როლზე? სინამდვილეში, სწორედ ქალი ქმნის მამაკაცისგან წარმატებულ პიროვნებას. ფსიქოლოგებმა დაამტკიცეს, რომ ქალს, მისდამი სიყვარულს შეუძლია, როგორც გააბედნიეროს, წარმატებისკენ უბიძგოს მამაკაცს, ისე ხელმოცარულ ადამიანად აქციოს ის.
დღეს მამაკაცები თითქოს ორად გაიყვნენ: მათი ნახევარი ყველაფერს აკეთებს ოჯახის დასაცავად, ნახევარს კი არც საკუთარი თავის, არც ოჯახის დაცვა არ შეუძლია.
მამაკაცის როლი ოჯახში საუკუნეების განმავლობაში უცვლელია – მან უნდა არჩინოს, გამოკვებოს, ყველაფრით უზრუნველყოს ოჯახი, რათა ბედნიერი იყოს. თუმცა, დღეს უფრო მეტი მამაკაცია უმუშევარი, ვიდრე ქალი. ბევრია დანგრეული ოჯახი, სადაც ქალი უმამოდ ზრდის შვილს, აქვს შემოსავალი და შეუძლია, გამოკვებოს საკუთარი თავიც და ბავშვიც. გამოდის, რომ სამყარო იცვლება და მალე ქალი უფრო ძლიერი სქესი გახდება. ფიზიკური ძალა ერთადერთია, სადაც მამაკაცი ყოველთვის დაჯაბნის ქალს, ისიც – თუ საკუთარი სხეულის განვითარებაზე იზრუნებს.
სხვათა შორის, მამაკაცის დანიშნულება ბავშვის აღზრდაცაა. მართალია, ამ საქმით უფრო დედაა დაკავებული, მაგრამ მამამ უნდა გადასცეს შვილებს ის გამოცდილება და ცოდნა, რომელიც ცხოვრების განმავლობაში დააგროვა.
ოჯახური პრობლემების მოგვარებაც ქალზე მეტად მამაკაცის პრეროგატივაა.
ის, რაც მამაკაცს ლიდერის პოზიციას უნარჩუნებს, არის მისი როლი საზოგადოებაში. მამაკაცი უკეთ ახერხებს ადამიანების ორგანიზებას და პრობლემების მოგვარებას. რაც შეეხება ბიზნესის მართვას, ქალები ამ საქმეს უფრო და უფრო უკეთ ართმევენ თავს, რა თქმა უნდა, სიმშვიდისა და სირბილის წყალობით, რაც მამაკაცებს, თავიანთი უხეში ხასიათიდან გამომდინარე, აკლიათ.
ის ოჯახია კარგი, სადაც მამაკაცი ასრულებს თავის როლსა და ფუნქციებს, ხოლო ცოლი ამაში ეხმარება და გვერდით უდგას.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან