ქალი და კაცი

ქორწინება და პასუხისმგებლობა

№28

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 21.07

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

ქორწინება ძალიან საპასუხისმგებლო მომენტია და ამ დღისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან. თუმცა, სტატისტიკის თანახმად, სამწუხაროდ, განქორწინებათა რიცხვი ძალიან მაღალია. თუ გსურთ, თქვენი ურთიერთობა დიდხანს გაგრძელდეს, უნდა გააცნობიეროთ რამდენიმე ფაქტი:

• ყურადღება მიაქციეთ საყვარელ ადამიანს, განსაკუთრებით ქორწილის დღეს და მერეც – ქორწილი იმდენად გრანდიოზული მოვლენაა, რომ ადამიანები მისთვის მზადებას დიდი ხნით ადრე იწყებენ, ხარჯავენ უამრავ ფულს, აწყობენ საინტერესო დეტალებს და ერთმანეთზე ზრუნვა ავიწყდებათ. გახსოვდეთ, ქორწილი მხოლოდ ერთ დღეს გრძელდება, ზრუნვა კი სიცოცხლის ბოლომდე;

• მეორე ნახევარი უნდა გიზიდავდეთ – შესაძლოა, ერთად გაიზარდეთ, გიყვართ, მაგრამ თუ ის არ გიზიდავთ უნდა იცოდეთ, რომ ქორწინების შემდეგ ეს არ შეიცვლება, ამიტომ სჯობს, თავიდანვე დაფიქრდეთ;

• უნდა იყოთ საუკეთესო მეგობრები – ქორწინების შემდეგ ძალიან ბევრი რამის გამოცდა მოგიწევთ: უძილო ღამეების, ბავშვის ტირილის გამო გამთენიისას გაღვიძების, ორსულობის შიშის, გაზრდილ გადასახადებზე ზრუნვის. ეს თქვენი ურთიერთობისთვის გამოცდაა. თუ კარგი მეგობრები იქნებით, ერთად ყველაფერს გაუმკლავდებით;

• შეავსეთ ერთმანეთი – გვერდით უნდა გყავდეთ ადამიანი, რომელიც ყველაფერში გვერდით უნდა გედგეთ და შეგავსოთ;

• განქორწინების შანსი ყოველთვის არსებობს – ოჯახის შექმნისას არავინ ფიქრობს, რომ შესაძლოა, ის განქორწინებით დასრულდეს. სინამდვილეში ამაზე უნდა იფიქროთ, რადგან ამ შემთხვევაში გაცილებით მეტ ძალისხმევას გაიღებთ ერთმანეთის შენარჩუნებისთვის;

• ბავშვი ქორწინებას ვერ გადაარჩენს – ბევრ ადამიანს ჯერ კიდევ ჰგონია, რომ რთულ ოჯახურ ურთიერთობას ბავშვი გამოასწორებს და სწორედ აქ უშვებს შეცდომას, რადგან როდესაც ბავშვი ჩნდება, საზრუნავი იმატებს, მასზე მეტი ყურადღება გადადის და თუ თქვენი ურთიერთობა დალაგებული არ არის, ბავშვის დაბადების შემდეგ შესაძლოა, უფრო აირიოს.

დაინახე საკუთარი თავი გვერდიდან

რამდენიმე ჭეშმარიტება, რომლებიც საკუთარ თავს გვერდიდან დაგვანახვებს და საჭირო კალაპოტში ჩაგვაყენებს:

1. არავინ დაგეხმარებათ, საკუთარი თავის გარდა.

არ არის საჭირო ლოდინი, რომ ვინმე მოვა და თქვენს საქმეს გააკეთებს. პრობლემებს ვერც ნერვიულობით გადაჭრით. თუკი საკუთარი მდგომარეობით უკმაყოფილო ხართ, ვითარების სადავეები საკუთარ ხელში უნდა აიღოთ. და გახსოვდეთ, სანამ მოქმედებას არ დაიწყებთ, მანამდე თქვენი იდეების ფასი ნულის ტოლია.

2. წარსული წარსულში უნდა დარჩეს.

რა თქმა უნდა, წარსულ შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ, მაგრამ მუდმივად მათზე ფიქრი და სინანული არ ღირს. აქცენტი გადაიტანეთ იმაზე, რაც ახლა ხდება, წარსული კი, უბრალოდ, გამოცდილებად გამოიყენეთ.

3. არავინაა ისე დაკავებული, რომ ვერ გიპასუხოთ.

როცა ადამიანი ყურადღებას არ გაქცევთ, ნუ ეცდებით, მისი უყურადღებობა მოუცლელობით ახსნათ. აქ საქმე პრიორიტეტებშია. თუკი მეგობარი თქვენთვის ვერ იცლის ან ნათესავებს მხოლოდ მაშინ ახსენდებით, როცა დასჭირდებით, იცოდეთ, რომ ამ ადამიანებს თქვენთან კონტაქტი დიდად არ სურთ.

4. ყოველთვის ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის.

ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე. ყველაფრისთვის მზად უნდა იყოთ და ხელები არ უნდა ჩამოუშვათ. ყოველთვის უნდა გქონდეთ გეგმა „ბ“.

5. შეუძლებელია, ყველას ასიამოვნოთ.

ყველას მაინც ვერ ასიამოვნებთ, ვიღაც მაინც გაგაკრიტიკებთ, იქნებ გაგჭორონ კიდეც. ამიტომ, მოიქეცით ისე, როგორც საჭიროდ მიიჩნევთ.

6. ამ სამყაროს თქვენი არაფერი მართებს.

როგორი ჭკვიანი და ლამაზიც უნდა იყოთ, არ შეიძლება ერთ ადგილას ჯდომა და ლოდინი, როდის დაგეცემათ ბედი თავზე. თუკი ცხოვრებაში წარმატების მიღწევა გსურთ, წინ ხანგრძლივი და მძიმე შრომა გელით.

7. წვრილმან პრობლემებზე ნუ ჩაიციკლებით.

თუკი მუდამ წვრილმან პრობლემებზე იქნებით მიმართული, მაშინ შეიძლება, ცხოვრების მიერ მორთმეული დიდი შესაძლებლობები გამოგრჩეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

28 ოქტომბერი – 3 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა