ხშირად გაგონილი…
ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 16.03

ხშირად გაიგონებთ: იმისთვის, რომ ყოფილი დაივიწყო, ახალი უნდა გაიჩინოო.
ეს არის ჩანაცვლებითი ურთიერთობა, რომელსაც ხანგრძლივი, სერიოზული ურთიერთობის დასრულებისთანავე ვიწყებთ, მაშინ, როდესაც ფსიქოლოგიურად ჯერ კიდევ არ გამოვსულვართ წინა ურთიერთობიდან. ადამიანი, რომელიც ასეთ ურთიერთობაში შედის, ემოციურად მოწყვლადიცაა და ჩაკეტილიც, არამდგრადია და არაპროგნოზირებადი.
ასეთ ადამიანთან ურთიერთობა დიდი გამოწვევაა. ძნელი მისახვედრია, მარტოობის შიში ამოძრავებს თუ ნამდვილად თქვენთან უნდა კონტაქტი. შესაძლოა, უფრო პარტნიორის გარეშე დარჩენისა ეშინოდეს, ვიდრე ახალი ურთიერთობის დაწყება უნდოდეს.
ხოლო თუ თავად ხართ ის ადამიანი, რომელმაც ერთის დასავიწყებლად მეორე მოძებნა, ყოფილისთვის სამაგიეროს გადახდის სურვილი არ ნიშნავს, რომ მისგან გათავისუფლდით; პირიქით, თავისუფლება ინდიფერენტული, ნეიტრალური დამოკიდებულებით გამოიხატება. ყოფილ პარტნიორზე უარყოფითი მიჯაჭვულობა ახალთან ჯანსაღი მიჯაჭვულობის ჩამოყალიბებაში შეგიშლით ხელს.
ჩანაცვლებითი ურთიერთობა ერთგვარ სტაბილურობას გვანიჭებს, მაგრამ, ამავე დროს, გლოვისთვის თავის არიდების გზაცაა. ჯანსაღი ქცევა იქნებოდა, ახალი ურთიერთობის დაწყებამდე ძველი გამოგვეგლოვა და ფეხზე დავმდგარიყავით.
მეორე მხრივ, არსებობს კვლევები, რომლებიც მოწმობს, რომ ახალ ურთიერთობას სულაც არ ვაფასებთ წინაზე ნაკლებად, თუმცა საყოველთაო აზრი მაინც იქით იხრება, რომ მსგავსი ურთიერთობები საზიანოა როგორც მისთვის, ვინც ახლახან დაშორდა პარტნიორს, ისევე მისთვისაც, ვისაც დროებითი, გარდამავალი პარტნიორის როლი ერგო.
რა ხდება სინამდვილეში
გავრცელებული აზრია, რომ მამაკაცებს ლამაზი ქალები მოსწონთ და ქალში მხოლოდ გარეგნობა იზიდავთ, სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარადაა. ხშირად იმას, რის გამოც მამაკაცს ქალი მოსწონს, არაფერი აქვს საერთო უზადო პარამეტრებთან და ბრწყინვალე გარეგნობასთან.
ნახეთ, რა იზიდავს ქალში მამაკაცთა უმეტესობას:
• ქალის ნახვა შინაურ გარემოში, კაცისთვის ძალიან სასიამოვნოა. მამაკაცებს მოსწონთ ქალების ცქერა დილით, როდესაც დგებიან და ლამაზ პიჟამაში გამოწყობილი იზმორებიან. ასეთ ფორმაში მამაკაცი ქალს დაუცველად და მგრძნობიარედ აღიქვამს;
• შესაძლოა, დიდ ფულსა და დროს ხარჯავთ იმისთვის, რომ თმა ლამაზად გქონდეთ დავარცხნილი, მაგრამ მამაკაცებს ისეთი თმა მოსწონთ, როგორიც სინამდვილეში გაქვთ. ისინი ბუნებრიობას ანიჭებენ უპირატესობას;
• მამაკაცებს მოსწონთ, როცა თქვენი სახე მაკიაჟით არაა დატვირთული, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ბუნებრიობას ანიჭებენ უპირატესობას. ქალის კოცნისას მაკიაჟი მათზეც გადადის და ეს არცთუ ისე სასიამოვნოა;
• გავრცელებული აზრია, რომ უფრო მიმზიდველი თხელი და ბრტყელი მუცელია. მაგრამ ასეთი მუცელი მამაკაცების უმეტესობას არ მოსწონს. ისინი ფიქრობენ, რომ არაფერია ისეთი ლამაზი, როგორც ოდნავ მოპუტკუნებული და მრგვალი მუცელი;
• ნაოჭებზე ქალები დარდობენ. სინამდვილეში, თუ ქალი ნამდვილად უყვართ, მამაკაცები ხშირად ვერც კი ამჩნევენ მათ;
• მამაკაცებს არ მოსწონთ ქალები, რომლებიც ზედმეტად ღელავენ წონაზე და მუდამ დიეტაზე არიან. კარგი მადა და ის, რომ არ გეშინიათ, ჭამოთ, რაც თქვენს წინ დევს თქვენს თავდაჯერებულობაზე მეტყველებს და მიუთითებს, რომ არ გადარდებთ სხვების აზრი. ასეთი ქალი მამაკაცის ნდობას მალე მოიპოვებს. მაგრამ გახსოვდეთ – უკიდურესობა ძალიან სახიფათოა. პირველ პაემანზე ძალიან ბევრს ნუ შეჭამთ;
• თუ მხედველობის სათვალეს ადრეული ასაკიდან ატარებთ, შეიძლება, ეს ნამდვილი წამება იყოს, მაგრამ მოზრდილ ასაკში ყველაფერი სხვაგვარადაა. ქალი, რომელიც ატარებს გამჭვირვალემინიან სათვალეს, ძალიან სექსუალურია, ისინი მამაკაცებისთვის თვალშისაცემები არიან. ასეთი ქალები თავდაჯერებული და დამოუკიდებელი ქალების შთაბეჭდილებას ტოვებენ;
• მამაკაცების უმეტესობა შიშველ ტერფებს სუპერსექსუალურად მიიჩნევს და, დიახ, შეიძლება, ქალმა მამაკაცი შიშველი ტერფებით მოხიბლოს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან