ქალი და კაცი

ჯობია, არ თქვა…

№47

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 01.12

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

ფრაზები, რომელთაც შეუძლია, დაანგრიოს ყველაზე იდეალური ურთიერთობაც კი…

დიახ, ნამდვილად არსებობს რამდენიმე სიტყვა, რომლებიც უმჯობესია, არ თქვათ. ცხელ გულზე ჩხუბის დროსაც კი ეცადეთ, თავი შეიკავოთ, რადგან გულსატკენი ფრაზების შედეგები შეიძლება არაპროგნოზირებადი იყოს.

ესენია:

• კრიტიკისა და გაკიცხვის შემცველი;

• თანამოსაუბრის დამამცირებელი;

• ცრუ დაპირების შემცველი;

• კონფლიქტისა და უკმაყოფილების გამომწვევი;

ზოგიერთმა ფრაზამ შეიძლება, ნებისმიერ ურთიერთობას მიაყენოს სერიოზული ზიანი, გამოიწვიოს კონფლიქტი, უკმაყოფილება, იმედგაცრუება, განშორებაც კი.

1. „რატომ არ შეგიძლია იყო მისნაირი?“

პარტნიორი სხვას არასდროს შეადაროთ. ასე ადამიანი თავს დამცირებულად იგრძნობს. განსაკუთრებით, კაცებს აზარალებს. ამის ნაცვლად დადებითზე ფოკუსირდით: კარგზე, რომელიც მას მოაქვს თქვენს ცხოვრებაში.

2. „ეს ჩემი პრობლემა არ არის“.

როდესაც ადამიანი ამ ფრაზას ამბობს, სხვა ადამიანის პრობლემებისა და გრძნობების მიმართ გულგრილობას ავლენს. იყავით უფრო ემპათიური და მონაწილეობა მიიღეთ პარტნიორის პრობლემების მოგვარებაში.

3. „მიყვარხარ, მაგრამ...“

ამ ფრაზაში იმალება ნაწილი, რომელიც წინა სიტყვებს უარყოფითს ხდის. როგორც წესი, ფრაზის მეორე ნაწილი შეიცავს პრობლემის არსს, რომელიც ანგრევს პარტნიორის მიმართ პოზიტიური მიდგომის მთელ იდეას.

4. „უსარგებლო - სულელი ხარ“!

პარტნიორის ნებისმიერი დამცირება ან შეურაცხყოფა ურთიერთობის დანგრევის მთავარი მეთოდია. გარდა ამისა, იწვევს ბრაზს, რომელსაც კონფლიქტი მოჰყვება.

თუ შეცდომა უკვე დაუშვით, გამოსწორების გზა არსებობს. ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია შეცდომის აღიარება და გულწრფელად ბოდიშის მოხდა. პარტნიორს შესაძლოა, თქვენი გაგება სჭირდება, განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენმა სიტყვებმა გული ატკინა. და კიდევ, დრო და მოთმინება მნიშვნელოვანი ფაქტორებია ურთიერთობის აღსადგენად.

ძველი ტრადიცია ბრუნდება

ანუ…. რატომ ეძინა ადრე ცოლ-ქმარს ცალ-ცალკე.

ცნობილია, რომ ადამიანი თავისი სიცოცხლის მესამედს ძილში ატარებს და გასაკვირი არაა, რომ ძილს ბევრი ჩვეულება უკავშირდება. მათგან უმეტესობა ძველ დროში გაჩნდა, მაგრამ შეიცვალა რელიგიური მოთხოვნებისა და საზოგადოების მიერ მიღებული ნორმების მიხედვთ. ცოლ-ქმრის ცალ-ცალკე წოლა, რომელიც თანამედროვე ოჯახებშიცაა გავრცელებულია, ერთ დროს საყოველთაოდ მიღებული წესი იყო. დიახ, ძველად ცოლ-ქმარს ცალ-ცალკე ეძინა, ეს ნორმალური იყო. ძველ რომში საძილე ადგილი და ცოლქმრული საწოლი მკაფიოდ იყო გამიჯნული. ცოლ-ქმარს ცალ-ცალკე ეძინა, ერთ საწოლზე მხოლოდ სასიყვარულო სიამოვნებისთვის ხვდებოდნენ. ბრიტანეთში ვიქტორიანულ ეპოქაში ერთად ძილი ცუდ ტონად მიიჩნეოდა. იაპონიაში მმართველები და მდიდარი არისტოკრატები ინტიმისთვის ცალკე სახლებში შეხვედრას ირჩევდნენ.

სხვათა შორის, მრავალმა კვლევამ აჩვენა, რომ ცალკე ძილი დადებითად მოქმედებს როგორც ჯანმრთელობაზე, ასევე ოჯახური ცხოვრების ხარისხზე. ყველამ იცის ამ ფაქტის შესახებ და სწორედ ამიტომ, ბევრი თანამედროვე წყვილი ცალკე ძილს ირჩევს.

ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როცა ხალხმა ქალაქის ვიწრო ბინებში ცხოვრება დაიწყო. ძალიან ცოტას შეეძლო, ცალ-ცალკე საწოლების შეძენა, მით უფრო, ორი პირადი საძინებლის გამოყოფა. მთელ მსოფლიოში წყვილებს ერთად წოლა ურბანიზაციამ აიძულა.

2005 წელს ძილის მეცნიერმა ნილ სტენლიმ ერთად და ცალკე ძილის შესახებ დიდი კვლევა ჩაატარა. სტენლი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ჩვენმა შორეულმა წინაპრებმა ბევრი რამ იცოდნენ დასვენების შესახებ და ამიტომ ცალ-ცალკე იძინებდნენ. სტენლიმ აღმოაჩინა, რომ როცა ადამიანებს ერთად სძინავთ, საკმარისად გამოძინებას ვერ ახერხებენ. სწორედ ამით შეიძლება, იყოს გამოწვეული დილით დაღლილობის გრძნობა, რომელიც ბევრს წლების განმავლობაში აწუხებს,.

არიან ისინიც, ვინც მიიჩნევს, რომ ცოლისა და ქმრის ცალ-ცალკე ძილი ურთიერთობაში პრობლემების ნიშანია. ამერიკელმა ფსიქოთერაპევტმა, კენ პეიჯიმ კი მრავალი გამოკითხვის ჩატარების შემდეგ აღმოაჩინა, რომ ეს ასე არაა. სხვადასხვა საწოლში ძილი, პირიქით, ურთიერთობას აძლიერებს. როცა ადამიანები ძილში ერთმანეთს არ აწუხებენ, მათი ურთიერთობა თბება. საიდუმლო არაა, რომ ბევრი ოჯახი სწორედ წვრილმანი უსიამოვნების გამო ინგრევა, როგორიცაა ერთ-ერთი მეუღლის ხვრინვა ან განსხვავება ძილის რეჟიმი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა