ემოციური ინტელექტის გაღვივება ურთიერთობაში
ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 13.07

რას ნიშნავს ემოციური ინტელექტი ურთიერთობაში? – მნიშვნელოვან და მთავარ ნიუანსს, იმისთვის, რომ ერთმანეთს უკეთ გაუგოთ. მიაღწიოთ ჰარმონიას და იყოთ ბედნიერები. მიიღეთ რამდენიმე რჩევა:
1. ისწავლეთ მოსმენა, არა პასუხის გასაცემად, არამედ გასაგებად.
როცა პარტნიორი გესაუბრებათ, პირველ რიგში მოუსმინეთ ბოლომდე – სიტყვების მიღმა ხშირად იმალება მთავარი სათქმელი.
2. ნუ ჩაანაცვლებთ გრძნობებს დიაგნოზებით.
სიტყვების სწორად შერჩევა შეარბილებს დაძაბულობას.
3. არასოდეს გამოიყენოთ ჩუმად ყოფნა დასჯის ფორმად.
სიჩუმე უნდა იყოს დამამშვიდებელი და არა დამსჯელი. კონფლიქტში შესვლას კონსტრუქციული დიალოგი სჯობს.
4. მშვიდ პერიოდში ილაპარაკეთ რთულ საკითხებზე.
ეს საუკეთესო დროა, რომ გააზრებულად ილაპარაკოთ ტკივილზე, წყენაზე, სურვილზე, მოლოდინზე.
5. ერთმანეთს მხოლოდ გაჭირვებაში ნუ დაუჭერთ მხარს – ისწავლეთ სიხარულის გაზიარება. ფსიქოლოგიური კვლევები აჩვენებს: პარტნიორის წარმატებით გახარება ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შემაკავშირებელია ურთიერთობაში.
6. მეგობრობა ურთიერთობის საფუძველია. ქორწინებაში მეგობრობის კომპონენტი იძლევა თავისუფლებას, სადაც არცერთს არ ეშინია სისუსტეების გამოჩენის.
7. აწარმოეთ „ემოციური ბიუჯეტი“. ჰკითხეთ საკუთარ თავს და ერთმანეთს: ვისგან იღებთ ენერგიას და ვისთან კარგავთ მას? დააფასეთ ურთიერთობა, სადაც ენერგია ბრუნდება.
8. შეხვედრებისთვის შექმენით სიტუაცია, როგორც ადრე.
რომანტიკა, ყურადღება, პატარა ჟესტები, ქორწინებაშიც ისეთივე საჭიროა, როგორც შეყვარებულობაში.
9. როცა ბრაზობთ, წარმოიდგინეთ, როგორი იყო თქვენი პარტნიორი ბავშვობაში. ეს ტექნიკა ხშირად ხსნის თანაგრძნობის კარს, არბილებს და ათბობს ურთიერთობას.
უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე სტატუსი
ქორწინება ყოველთვის იყო შეთანხმება, რომელიც ბევრ სხვადასხვა ასპექტს მოიცავს: ემოციურ კავშირს, საერთო მიზნებს, ეკონომიკურ სტაბილურობასა და, ხშირად, საზოგადოებრივ მოლოდინებს. წარსულში ურთიერთობის მთავარ „წონას“ ქმნიდა მამაკაცის სოციალური სტატუსი – განათლება, კარიერა, ფინანსები. დღეს, ცხადი ხდება: რაც უფრო ღრმაა კავშირი, მით უფრო მნიშვნელოვანია ურთიერთობაში ემოციური ინტელექტი.
ქალი, რომელიც ქორწინებაში თავს მარტო გრძნობს, მიტოვებულია, გაუგებრობაშია – არავისთან გაზიარებული ემოციით – არ ფიქრობს, რომ ქმარს ფული აკლია. ის ფიქრობს, რომ ვერავის ენდობა.
როდესაც ქალი საუბრობს – არ ჩხუბობს, არამედ აზრს აზიარებს; როცა ის წუწუნებს – ხშირად დახმარებას ითხოვს. ემოციური ინტელექტის მქონე პარტნიორი ამ კოდს კითხულობს. ის არ გარბის, არ ხუჭავს თვალს და არ ამბობს „გადაუვლის“. ის რჩება, უსმენს, ცდილობს, მხარი დაუჭიროს.
დროის გამოცდას უძლებს ურთიერთობის არა სტატუსი, არამედ თანადგომა და ემოციური კავშირი.
ემოციურად ჯანსაღი ურთიერთობა იქმნება იმ სივრცეში, სადაც გრძნობები მიღებულია, არაა გადათარგმნილი „ისტერიკად“, არამედ დაფასებულია როგორც დინამიკა, სიღრმე და ადამიანი.
და ბოლოს, ქორწინება არის კავშირი, სადაც ორივე მხარეს უნდა შეეძლოს მყარი სიჩუმისა და მყარი სიტყვის თანაარსებობა. სადაც ხმაური და სიწყნარე ერთნაირად უსაფრთხოა.
დაინახეთ ერთმანეთი ყოველდღიურობაში
რჩევები წყვილებისთვის:
1. ნუ დაიღლები „მადლობის“ თქმით.
მადლიერება ყოველდღიურ ქცევაში – პატარა ჟესტებშიც კი — გიცავთ იმ რუტინისგან, სადაც ერთმანეთის არსებობა თავისთავად დამღლელი ხდება.
2. დაუტოვე შეტყობინება, როცა არ ელოდება.
მოკლე გზავნილი, ჩაის ფინჯანზე დადებული პატარა ქაღალდი ან უბრალო „მიყვარხარ“ ხანგრძლივი, დამღლელი დღის ფონზე ხშირად დიდ საჩუქარს სჯობს.
3. არავის უთხრათ პრობლემის შესახებ, სანამ ერთმანეთს არ დაელაპარაკებით.
გულწრფელი დიალოგი შიგნით ამაგრებს ნდობას. როცა პრობლემაზე ჯერ სხვისგან იგებს პარტნიორი – ნდობა იბზარება.
4. გაუზიარეთ ერთმანეთს არა მხოლოდ ის, რაც გაწუხებთ – ისიც, რაც გაბედნიერებთ.
ხშირია, რომ წყვილები ერთმანეთთან მხოლოდ მაშინ საუბრობენ, როცა რაღაც რიგზე ვერ არის. ხოლო სიხარული ჩუმად რჩება.
5. გაითვალისწინეთ, რომ სიყვარული ყოველთვის არ არის ყველაფერში თანხვედრა.
შეიძლება, მოგწონდეთ სხვადასხვა მუსიკა, გიყვარდეთ განსხვავებული დასვენება, გქონდეთ სხვადასხვანაირი დღის დასაწყისი, მაგრამ მთავარია, როგორ ეკიდებით განსხვავებას.
6. არ ითამაშოთ „ვის უფრო უჭირს“.
ურთიერთობაში კონკურენცია ტოქსიკურია. ნუ დაიწყებთ იმის ძიებას, ვინ უფრო დაიღალა ან ვისი დღე იყო უფრო მძიმე. ორივეს შეუძლია, მხარდაჭერის მიღება ერთდროულად.
7. დასვენება – არა მხოლოდ ბავშვების გარეშე, არამედ პასუხისმგებლობის გარეშე.
გადატვირთული წყვილები თითქოს ერთად არიან, მაგრამ ხშირად ეს ნამდვილად არ არის ერთად ყოფნა. დასხედით და მოდუნდით ერთად – ეს მნიშვნელოვნად განაახლებს კავშირს.
8. ხანდახან ჰკითხე: რა გაბედნიერებს შენს ცხოვრებაში ჩემ გარდა?
ეს არამც და არამც არ არის ეჭვიანობის საფუძველი, პირიქით, ეს აჩვენებს, რომ გაინტერესებს მისი ცხოვრება ცალკე პიროვნებადაც.
9. არ მოითხოვო იდეალურობა – იყავი სივრცე, სადაც მეორე შეცდომებს უშიშრად უშვებს.
იდეალური პარტნიორი არ არის ის, ვინც არასდროს ცდება — არამედ ის, ვინც საკუთარ შეცდომებს მაინც შენთან აგვარებს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან