ქალი და კაცი

ეჭვი ცუდია

№47

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 03.12, 2023 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

ეჭვიანობა დაავადებაა, შეძენილი დაავადება. ეჭვიანობით დაავადებულთა ფსიქოთერაპიულ მკურნალობას, უმეტეს შემთხვევებში, არანაირი შედეგი არ მოაქვს.

ეჭვიანებს ხშირად აღენიშნებათ მაღალი არტერიული წნევა, თავის ტკივილი და საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლილობაც კი. ცნობილია, ისიც რომ ეჭვიანობის ნიადაგზე დანაშაულსაც კი სჩადიან, თუმცა უფრო მამაკაცები, ვიდრე ქალები.

ქალის ეჭვიანობას ზოგჯერ ახირებად და კაპრიზად მივიჩნევთ, მაგრამ ეს მძიმე დაავადებაა. თუ საყვარელი ქალი ველური კატასავით ეჭვიანია, თქვენი ამოცანაა, არა მარტო ფრთხილად მოექცეთ ავადმყოფს, არამედ თქვენც არ გადაგედოთ ეს დაავადება.

პათოლოგიური ეჭვიანობა სცილდება ნამდვილ ან წარმოსახვით ღალატზე მწვავე რეაქციის ფარგლებს და ემოციური აღგზნებისადმი ორგანიზმის სუსტ ადაპტაციაზე მეტყველებს.

არიან ადამიანები, რომელთაც ეჭვიანობა საერთოდ არ ახასიათებთ. ასეთი მხოლოდ 3-5 პროცენტია და ამ გადახრის მიზეზი უკიდურესი ემოციური დამუხრუჭებაა. თან, ასეთი „დამუხრუჭებული“ პიროვნებების უმრავლესობა მამაკაცია.

თუ მეგობარ ქალზე ეჭვიანობა გადაწყვიტეთ, გაითვალისწინეთ, რომ მამაკაცის ორგანიზმზე ეჭვიანობა ბევრად უფრო დამანგრევლად მოქმედებს, ვიდრე ქალისაზე. ქალი ემოციური არსებაა. იმის მსგავსად, თუ როგორ უხანგრძლივებს სიცოცხლეს მუდმივი მიკროინფარქტები კატას, ემოციური შოკი ქალის ორგანიზმზე დადებითად მოქმედებს. მამაკაცების შემთხვევაში კი ყველაფერი პირიქითაა.

ეჭვიანობის ბუნება ირაციონალურია. ეს ნიშნავს, რომ ეჭვიანობით დაავადებულ თქვენს მეგობარ ქალს ეჭვიანობისთვის სულ არ სჭირდება სერიოზული საბაბი. ერთადერთი, რამაც შეიძლება ცოტა დაგამშვიდოთ, ისაა, რომ ეჭვიანობით ნამდვილად დაავადებული ადამიანები ძალიან დიდი იშვიათობაა. უმეტესად ჩვენზე ეჭვიანობენ მაშინ, როდესაც თვითონ ვაძლევთ საბაბს.

• თუ მიხვდით, რომ ეჭვიან ქალს თქვენი თვალთვალის მცდელობა აქვს, შეეცადეთ, რეაქცია არ გქონდეთ. ისე იცხოვრეთ, თითქოს არაფერი ხდება, ნუ მოაწყობთ სკანდალს და რა თქმა უნდა, არ „გაებათ“. ბოლოს და ბოლოს, მას ეს მობეზრდება;

• ნუ დაიწყებთ თავის მართლებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ნევრასთენიკად გადაქცევის საშიშროება გემუქრებათ, რომელიც იძულებულია, ყოველ წუთს ყველაფერზე თავი იმართლოს.

ემოციები – ახალი ისტორიული „აღმოჩენა“

ემოციები... რა არის ის, რაც გვეხმარება იმის გაგებაში, თუ რატომ ვართ გაბრაზებული, ბედნიერი, მოწყენილი, რატომ ვეჭვიანობთ, რატომ ვგრძნობთ ეიფორიას და რატომ გვეშინია. დღეს დასავლურ საზოგადოებებში მიიჩნევა, რომ ემოციები თითქმის მთლიანად უკავშირდება ბიოლოგიურ პროცესებს.

ამბობენ, რომ ირაციონალური მოქმედებებიც სწორედ ემოციებიდან მოდის. ეს აშკარაა როდესაც ვამბობთ, რომ ვიღაც „ზედმეტად ემოციური გახდა“, „გიჟურად შეუყვარდა“, „ბრაზმა დააბრმავა“ ან „მწუხარებამ მოიცვა“... სწორედ ამ აზრმა მისცა ბიძგი მკვლევრებს, რომ აღმოეჩინათ ემოციების წყარო.

ემოციების ბუნების განხილვაზე მეტად მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ განსაზღვრავს ემოციები ჩვენს რეაქციებს და როგორ იარლიყებს ვაკრავთ, როგორ ინეტრპრეტაციას ვუკეთებთ სხვის ქცევას მათი ემოციების მიხედვით. თანამედროვე კვლევების მიზანია იმის გარკვევა, თუ რამდენად მჭიდროდ უკავშირდება ემოციების „აღმოჩენა“ მცდელობას, რომ ქალისა და კაცის სხეულები ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ინსტანციებად მივიჩნიოთ. ამის შესწავლის მიზეზი კი დღესაც ფართოდ გავრცელებული შეხედულებაა, რომლის მიხედვითაც კაცები უფრო ნაკლებად ემოციურები არიან, ხოლო ქალები – ნაკლებად რაციონალურები.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს არსებობს ქალებისა და კაცების ტვინში იმთავითვე მოცემული ემოციური განსხვავებების მტკიცებულებები, აშკარაა, რომ ეს მიდგომები შეზღუდულია გაგების პატრიარქალური ჩარჩოებით. ამის გამოა, რომ ამ მონაცემების ინტერპრეტაციისას ისევე, როგორც სქესობრივი განსხვავების დემონსტრირების მცდელობისას, ძლიერ ანალიტიკურ მიკერძოებებს ვხედავთ ხოლმე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული