ქალი და კაცი

არანორმალური სიყვარული

№38

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 29.09

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

არ შეიძლება ფიქრი, რომ ნორმალური, ჩვეულებრბივი სიყვარული ერთნაირია ყველასთვის, თან ესა თუ ის ნორმა იდეალური სიყვარულის ნიმუშია და სწორედ ამგვარი უნდა იყოს სიყვარულის ყველა ფორმა.

შეიძლება, ზოგ წყვილს ჰქონდეს უფრო გამოხატულად ესთეტიკური სიყვარულის დასაწყისი, სხვა წყვილს კი – გრძნობითი და ვნებიანი.

ასევე ნორმალურია განსხვავება მშვიდ და მგზნებარე სიყვარულს შორის.

რაც შეეხება არანორმალურ სიყვარულს, ეს სულ სხვა ტიპის სიყვარულია.

არანორმალური შეიძლება იყოს უპასუხო, გაუზიარებელი სიყვარული, რადგან მასში არ რეალიზდება ჰარმონიისა და ბედნიერების წყურვილი.

არანორმალურია სიყვარული მარტოობაში, რადგან, ეს ფაქტობრივად, თვითდაკმაყოფილების ტოლფასია.

სიყვარული მხოლოდ მაშინ არის კარგი, როცა ორმხრივია, წარმოადგენს პრელუდიას, ან სიყვარულის დამატებას.

დისტანციური სიყვარული სასარგებლოც შეიძლება იყოს ცხოვრების საერთო კონტექსტში, როგორც თავისებური სასიყვარულო ტრენინგი და სტიმული ხელოვნებისა და თვითსრულყოფისკენ. თუმცა, ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რომ ასეთი სიყვარული არასაკმარისია და ისწრაფვოს სრულფასოვანი სასიყვარულო ურთიერთობებისკენ.

არანორმალური სიყვარული არ არის აუცილებლად პათოლოგია. სიყვარული ასეთი ხდება მხოლოდ გარკვეულ პირობებში, მაგალითად: ფსიქიკური დაავადების დროს ან როგორც შედეგი დანაშაულებრივი ქმედებისა.

სიყვარული და მორალი

დაკავშირებულია თუ არა სიყვარული მორალთან და ღირს კი საერთოდ ამ თემას განხილვა ერთნი მიიჩნევენ, რომ მორალი სიყვარულში დევს და მისი აუცილებელი შემადგენელი ნაწილია; რომ სიყვარული მორალური პრინციპების გარეშე ვერ იქნება ძლიერი. ანუ, თუ სიყვარული მორალის გარეშე იქნება, ადამიანები ერთმანეთს მეტ ტკივილს მოუტანენ, ვიდრე სიხარულს.

სიყვარული უზარმაზარი ნდობაა, იმდენად ძლიერი, რომ მზად ხარ, საყვარელ ადამიანს ანდო საკუთარი სიცოცხლე და ხომ არ იქნება ამორალური, ცუდად მოეპყრო ასეთ ადამიანს?

რაღაც ხარისხით სიყვარული და მორალი ურთიერთდაკავშირებული ცნებებია.

მორალი – არის წარმოდგენა ცუდსა და კარგზე, სიკეთესა და ბოროტებაზე. სიყვარულში კი არ არსებობს ცუდი, არ არსებობს ბოროტი.

ყველაფერი დამოკიდებულია აღზრდასა და მსოფლმხედველობაზე. ამიტომ, ერთნი მიიჩნევენ, რომ პირველ ადგილზეა მორალი და შემდეგ – სიყვარული, სხვები კი პირიქით მიიჩნევენ.

დიახ, მორალსა და სიყვარულს შორის გარკვეული ურთიერთკავშირი არსებობს. თუმცა სიყვარული პირველადია და მორალზე მაღლა დგას. რა თქმა უნდა, შეყვარებული პიროვნება ყოველთვის გაითვალისწინებს საზოგადოებისა და კანონის მოთხოვნებს და არ შესთავაზებს ძვირფას ადამიანს ისეთ მოქმედებას, რაც მას საყოველთაო გაკიცხვის, განსჯისა და საფრთხის წინაშე დააყენებს.

დიახ! დაიცავი, მაგრამ არ აიძულო! ეს მორალით ნაკარნახევი სიყვარულის ერთ-ერთი კანონია. რეალურად, ნამდვილი სიყვარული არაფერს ცნობს. მისთვის არ არსებობს არც იურიდიული და არც მორალური კანონები.

შეყვარებული ადამიანი გადააბიჯებს ყველას და ყველაფერს, საკუთარ თავსაც კი, რათა გახადოს სიყვარულის ობიექტი ბედნიერი.

სიყვარული არ ცნობს სახელმწიფოს, საზოგადოებას და მათ კანონებს.

სიყვარული ყოველთვის მიისწრაფვის გამარჯვებისკენ და თუ ეს სწრაფვა თანხვედრაშია მორალთან – ეს ბედნიერებაა.

სიყვარული ემოციის აფეთქებაა, რომელსაც შინაგანად გრძნობ კონკრეტული ადამიანის მიმართ.

სიყვარული პირადი ემოცია და პირადი საქმეა. არავინ არავის წინაშე არ არის ვალდებული და სანამ ადამიანები არ არიან ერთმანეთთან ურთიერთობაში, თუნდაც, ნებისმიერი ფორმით, არანაირი მორალური ვალდებულება ერთმანეთის მიმართ არ გააჩნიათ.

რაც შეეხება ცოლქმრულ ან სასიყვარულო ურთერთობებში დაბნეულობას, გაუგებრობას, ღალატს, უნებლიე შეცდომას თუ მოულოდნელ გამონათებას, ეს თითეული ადამიანის პირადი საქმე და საკუთარ მორალთან, შინაგან „მესთან“ მარტო დარჩენის დროს საფიქრალი საკითხია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა