არ უღალატო თავს
ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 08.12
შეცდომები, რომელიც არ უნდა დაუშვას გოგომ, ბიჭთან ურთიერთობების დაწყებისას.
პირველ ადგილზეა მამაკაცის გამო საკუთარ თავზე და საკუთარ ინტერესებზე უარის თქმა.
გქონიათ თუ არა შემთხვევა, როდესაც თქვენს შეყვარებულს დაუწუნებია თქვენთვის გარეგნობა, მაგალითად, ცხვირი ან მკერდი… ან უთხოვია გახდომა ან გასუქება… ირონიულად მოუხსენებია ან დაუწუნებია თქვენი გატაცება… სანამ არ არის გვიან, გაუშვით თქვენი ცხოვრებიდან – ის არ არის თქვენი ადამიანი.
უარი თქვა საკუთარ თავზე და ინტერესებზე და გახდე ისეთი, როგორიც მას უნდა? კი მაგრამ რატომ? იმიტომ რომ არ მიმატოვოს? იმის შიშით, რომ არ გადამიყვაროს?
სისულელეა….
ეს საკუთარი თავის უარყოფაა, საკუთრ ბუნებაზე უარის თქმაა. რაც ბედნიერს ნამდვილად ვერ გაგხდით.
ცხოვრება საუკეთესო მასწავლებელია, მართალია, ძვირს იხდი, სამაგიეროდ, გაკვეთილს ითვისებ საშვილიშვილოდ.
როდესაც შეეშვებით დარდსა და წუხილს, სხვაში რეალიზების მცდელობას, როდესაც იპოვით საკუთარ თავს და კონცენტრირდებით თქვენს ინტერესებზე, ნამდვილი მამაკაცები მოვლენ და მერე როგორ? თავისით, ძალისხმევის გარეშე და მაშინ უკვე თქვენ აირჩევთ, აი, როგორც ზღაპარში – საუკეთესოს!
მიენდეთ საკუთარ თავს, შეიყვარეთ ის და აკეთეთ თქვენი საქმე სიამოვნებით. თუ მამაკაცს უნდა, შეგიყვარებთ არა მხოლოდ სილამაზისა და ღირსებების გამო, არამედ, შეუყვარდება თქვენი ნაკლიც, რადგან ამ ნაკლში დაინახავს განსაკუთრებულობას. მას თუ უნდა, მისთვის გახდებით საუკეთესო, ერთადერთი, სასურველი… ის ვერასდროს გაგიბედავთ ვინმე სხვას შეგადაროთ, მიგანიშნოთ წონაზე ან პატარა მკერდზე… პატივისცემით მოეპყრობა თქვენს ინტერესებს, თუნდაც ბოლომდე არ ესმოდეს, რას აკეთებთ. მოგცემთ თვითგამოხატვის საშუალებას და თან ისე, როგორც თქვენ მიიჩნევთ საჭიროდ. ხელს შეგიწყობთ და გვერდით დაგიდგებათ.
როდესაც მამაკაცის გვერდით თავს დამცირებულად იგრძნობთ, იკლებს (თვითშეფასება, დარდობთ, განიცდით და გეჩვენებათ, რაღაც ისე არ არის როგორც უნდა იყოს, არ გეჩვენებათ. დაასრულეთ ეს ურთიერთობა! რადგან აქ თქვენი „მე“ ისედაც სრულდება.
ბედნიერების ახალი ფორმულა
ჩვენ გვგონია, რომ უნდა გავხდეთ წარმატებულები, რათა შემდეგ ვიყოთ ბედნიერები. გვჯერა, რომ წარმატება წინ უძღვის ბედნიერებას. საყოველთაოდ მიღებული ბედნიერების მცდარი ფორმულა ასეთია: ,,თუ ვიმუშავებ უფრო მეტს, ვიქნები მეტად წარმატებული. ხოლო, თუ ვიქნები მეტად წარმატებული, ვიქნები მეტად ბედნიერი“.
რამდენად მუშაობს ეს ფორმულა?
უმრავლესობისათვის ბედნიერება კარგად ყოფნას უტოლდება. საყოველთაოდ მიღებულია, რომ ბედნიერება ცხოვრების რბოლის ემოციური ფინიშია. კერძოდ, ადამიანები იწყებენ სასურველ სამუშაოს, ცხოვრობენ შესაბამის პირობებში, ქორწინდებიან შესაფერის ადამიანზე და ბოლოს ცხოვრობენ ბედნიერად.
ყოველთვის, როდესაც ვაღწევთ წარმატებას, ჩვენი გონება იწყებს ახალი მიზნის დასახვას, რათა კიდევ უფრო მეტს მივაღწიოთ. თუკი ბედნიერება არის წარმატების მეორე ბოლოში, გამოდის, რომ ჩვენი გონება ვერასოდეს მიაღწევს მას. ეს არის ცხოვრება ,,მიზნების დევნაში”.
პოზიტიური ფსიქოლოგიის კვლევების შედეგად, ბედნიერების ფორმულა შეიცვალა და დადგინდა, რომ ეს პრინციპი შებრუნების წესითაც მუშაობს: წარმატებას არ მოაქვს ბედნიერება. უფრო პირიქით – ბედნიერებას მოაქვს წარმატება.
ჩვენი ტვინი მუშაობს ბედნიერების საყოველთაოდ აღიარებული ფორმულის საპირისპიროდ. თუკი გაიზრდება ადამიანის პოზიტიურობის ხარისხი, იზრდება ტვინის ეფექტიანობა. ტვინი პოზიტიური ემოციების დროს 31 პროცენტით მეტად პროდუქტიულია, ვიდრე ნეიტრალური ან სტრესული პირობების შემთხვევაში. ეს ნიშნავს იმას, რომ ფორმულა შესაცვლელია: თუკი ვიპოვით გზას, რომ ვიყოთ პოზიტიურ განწყობაზე აწმყოში, შედეგად ტვინი იმუშავებს ბევრად წარმატებულად და შევძლებთ ვიმუშაოთ უფრო ეფექტიანად, სწრაფად და გონიერად.
გარდა ამისა, დოფამინი – ჰორმონი, რომელიც ორგანიზმში გამოიყოფა პოზიტიური ემოციების დროს, ასრულებს ორ ფუნქციას: გვხდის უფრო ბედნიერს და გავლენას ახდენს ჩვენი ტვინის დასწავლის ცენტრებზე, შედეგად ტვინი ხდება მოქნილი და პოულობს გარემოსთან ადაპტაციის ახალ, განსხვავებულ გზებს.
ადამიანები, რომლებიც მოქმედებენ პოზიტიური დამოკიდებულებებით, უკეთესად უმკლავდებიან გამოწვევებს, რასაც ,,ბედნიერების თავგადასავალს“ უწოდებენ – როდესაც ტვინი პოზიტიურია, საქმიანობის ყველა შედეგი იზრდება. წარმატება ბედნიერების გარეშე – წარუმატებლობაა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან