რჩევები

როგორ მოვუაროთ სახის კანს ასაკის მიხედვით

№47

ავტორი: ანი რევია 16:27 23.11, 2020 წელი

სახის კანის მოვლა
დაკოპირებულია

ასაკის მატებასთან ერთად, სახის კანი სტრუქტურას იცვლის. ახალგაზრდობის პერიოდში კანს ნაკლებად სჭირდება ზრუნვა. ხოლო, როცა წლები გვემატება, განსაკუთრებულად უნდა ვიზრუნოთ, რომ თავიდან ავიცილოთ კანის ნაადრევი დაბერება, მოშვება და სხვა სტრუქტურული ცვლილებები. თუ ქვემოთ მოყვანილ ელემენტარულ წესებს გავითვალისწინებთ და ასე მოვუვლით თავს, ახალგაზრდობასა და სილამაზეს დიდხანს შევინარჩუნებთ. 
20 წლის ასაკი
არცთუ ისე დაბალანსებული კვება, არაჯანსაღი დიეტა, ძილის ნაკლებობა, მაკიაჟით დაძინება, კოსმეტიკის ინტენსიურად გამოყენება – ეს ყველაფერი კანზე ცუდად აისახება. აუცილებელია, სახის კანის სწორად დაბანა, დატენიანება, ელემენტარული ჰიგიენის დაცვა. სწორედ, ამ ასაკში ჩნდება პირველი ნაოჭები მზის ზემოქმედების შედეგად. ამიტომ, კარგი იქნება მზისგან დამცავი კრემების მოხმარება. აუცილებელია მაკიაჟის კარგად მოცილება კანიდან დაძინების წინ, რადგან ამ ასაკში ფორები გაფართოებულია და კანი მარტივად ბინძურდება. გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ პირის დაბანით კოსმეტიკას ვერ მოიშორებთ, შესაბამისი პროდუქცია კი კანის ტიპის მიხედვით უნდა შეირჩეს.
30 წლის ასაკი
კანის დაბერების პირველ ნიშნებს ამ ასაკიდან ვამჩნევთ, რადგან კანის ტენიანობა და უჯრედების აღდგენის პროცესი ნელ-ნელა იკლებს. შესაბამისად, აუცილებელია, კანის ცხიმოვანი ტენდენციების შენარჩუნება. დამატენიანებელი კრემების ნაცვლად, გამოიყენეთ შრატები, რომლებიც უზრუნველყოფს ჰიდრატაციას კანის ზედაპირზე და ღრმა ფენებში. ასევე, საჭიროა თვალის ნაოჭების საწინააღმდეგო კრემი, მზისგან დამცავი საშუალებების ყოველდღიური გამოყენება ზამთარშიც კი და ასევე, ღამის კრემის მოხმარება. ოღონდ, კრემები აუცილებლად სახის კანის ტიპის მიხედვით შეარჩიეთ.
40 წლის ასაკი
ამ პერიოდში ჩნდება პიგმენტური ლაქები, ქვემოთ ეშვება ლოყები და ღაწვები, ღიავდება ტუჩის კონტური. ამიტომ, მნიშვნელოვანია კანის ხშირი დატენიანება. შრატი უნდა გამოიყენოთ არა მარტო სახის კანზე, არამედ ყელზე და ყურების მიდამოებშიც. ყელზე შრატი უნდა დაიტანოთ თითების მოძრაობით ზემოდან ქვემოთ. სასურველია, კრემი კოლაგენური და ელასტიკური ბოჭკოების წარმოქმნას უწყობდეს ხელს.
50 წლის ასაკი
ამ ასაკში აუცილებელია სახის მასაჟის პროცედურების დაწყება. ამ დროს კუნთები ვარჯიშდება და სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება. სანამ მასაჟს გაიკეთებთ, სახე სათანადოდ გაიწმინდეთ. მასაჟი აჯანსაღებს და აძლიერებს მას. ამ ასაკისთვის დამახასიათებელია ზედმეტად მშრალი კანი, რაც ორგანიზმში წყლის ნაკლებობითაა გამოწვეული. ამიტომ, ხშირად სვით წყალი. მოარიდეთ ჭარბი კოსმეტიკის გამოყენებას, რამაც შესაძლოა, კანი კიდევ უფრო დააზიანოს, მიზანშეწონილია მხოლოდ ზოგიერთი პროდუქტი – გამწმენდი, მატონიზებელი, შრატი და კრემი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი